x
მეტი
  • 24.05.2022
  • სტატია:119462
  • ვიდეო:354031
  • სურათი:491853
საინტერესო დეტალები ცნობილი ფილმებიდან, რომლებსაც ალბათ ყველაზე ყურადღებიანი მაყურებელიც ვერ შეამჩნევდა

წარმოგიდგენთ საინტერესო დეტალებს ცნობილი ფილმებიდან და მულტფილმებიდან, რომლებსაც ვერც კი შეამჩნევდით:

1. ერთხელ...ჰოლივუდში

ფილმში მარგო რობი მსახიობ შერონ ტეიტის ნამდვილ სამკაულებს ატარებდა.image

2. საზიზღარი მე

გრიუს ბალეტის ბილეთის ნომერია 072069. ესაა მთვარეზე პირველი დაშვების თარიღიც, 1969 წლის 20 ივლისი.image

3. ნარნიას ქრონიკები

თუ დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ფილმში განათების ბოძსაც ფესვები აქვს, ეს უკავშირდება წიგნებს ნარნიას შესახებ. იქ განათების ბოძი ლონდონიდან წაღებული მეტალის ნაჭრისგან “გაიზარდა".image

4. მატრიცა

ფილმში აგენტებს ოდნავ მომწვანო ფერის კოსტიუმები აცვიათ, აგენტი სმიტის კოსტიუმი კი “გაცოცხლების" შემდეგ შავი ხდება.image

5. კარიბის ზღვის მეკობრეები

ფილმში ჯეკ ბეღურას თმაში ძვალი აქვს გარჭობილი, ის ირმის ძვლისგან მზადდება და მეზღვაურები იალქნების გასამაგრებლად იყენებდნენ.image

6. ნემოს ძიებაში

მულტფილმში ჩანს, რომ სტომატოლოგმა დაამთავრა პიკსარის (სტუდია) სტომატოლოგიური სკოლა.image

7. ბეტმენი

სელენა კაილის ჩრდილი სახეზე ისე გამოიყურება, როგორც ქალი-კატას ნიღაბი.image

8. ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი

ფილმში ტომ რიდლის მოგონებებიდან ჩანს, რომ ბიჭს ფანჯრის რაფაზე 7 ქვა უდევს. ეს მიგვანიშნებს იმაზეც, რომ ლორდ ვოლდდემორტს მომავალში 7 ჰორკრუკსი ეყოლება.image

9. ზარი

ხე ცეცხლოვანი წითელი ფოთლებით არის იაპონური ნეკერჩხალი. ნაყოფს, რომელსაც ეს ხე იძლევა, ეწოდება "სამარა". ფილმში კი ანტაგონისტს სამარა მორგანი ჰქვია.image

10. ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე

ფილმში ქალი და ბავშვი ნახატზე, რეჟისორის, ალფონსო კუარონას ცოლ-შვილია

image










0
389
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
389
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0