x
მეტი
  • 20.05.2022
  • სტატია:119329
  • ვიდეო:354103
  • სურათი:491847
კანადელმა მასწავლებელმა, რომელმაც გააპროტესტა წიგნი სქესის შეცვლაზე, დასაჯეს

image

კაროლინა ბურჟოსკის აეკრძალა კოლეგებთან და მოწაფეებთან ურთიერთობა.

ონტარიოში, ქალაქ ვატერლოოს სკოლის საბჭომ გამოცდილ მასწავლებელს კაროლინ ბურჟოსკის გაკვეთილები შეუჩერა. ხელმძღვანელობამ ის ტრანსფობიაში დაადანაშაულა. წერს გამოცემა Mail bd.net.

სკანდალი მაშინ მოხდა, როდესაც კაროლინა, რომელიც 20 წელია ინგლისური ენის მასწავლებელია, სკოლის ბიბლიოთეკის წიგნს განიხილავდა.

სახელმძღვანელოში გოგონას ექიმთან შეხვედრის სცენა აქვს აღწერილი (ის „გადაკეთდა“ ბიჭად, სახელად შეინი). მოსწავლეს უხარია, რომ მამრობითი სქესის ჰორმონების მიღება დაიწყო და როდესაც ექიმმა ჰკითხა, აცნობიერებს თუ არა, რომ შვილი არასდროს ეყოლებოდა, მან უპასუხა: "ძალიან კარგი".

მასწავლებელმა კოლეგებთან შეხვედრის დროს ისაუბრა ამ წიგნზე, რომ ეს არ არის უბრალოდ სიუჟეტი, არამედ ბავშვებს სქესის შეცვლისკენ უბიძგებს. უფრო მეტიც, წიგნში ბავშვებს არც კი მიანიშნებენ, რომ შეინმა შეიძლება მომავალში ინანოს უშვილობის გამო.

„წიგნში საუბარია ძალიან სერიოზულ სამედიცინო ჩარევაზე, როგორც სტრესისგან თავის დაღწევის უმარტივესი გზა“, - დასძინა მასწავლებელმა.

შედეგად, დისიდენტ მასწავლებელს დაევალა სახლში დარჩენა და აეკრძალა კოლეგებთან და სტუდენტებთან ურთიერთობა, თუმცა ხელფასი შეუნარჩუნდა. გამოძიება დაიწყო. ჟურნალისტებმა სკოლის ადმინისტრაციას დაურეკეს და მასწავლებლის საუბრის ჩანაწერის მიწოდება მოითხოვეს. მაგრამ მათ უარი უთხრეს იმ საბაბით, რომ ადმინისტრაციას არ სურდა ამ ამბის ტირაჟირება.


image

ასევე იხილეთ

ჩრდილოეთ იაპონიაში 63 წლის კაცი შეიჭრა თავის ძველ სკოლაში, სადაც თავის დროზე სწავლობდა რათა ის ნივთები დაებრუნებინა, რომელიც მასწავლებელმა 40 წლის წინ ჩამოართვა.იუწყება იაპონური გამოცემა SoraNews24. ყოფილი მოსწავლე ზამთრის არდადეგების გამო დაკეტილ სკოლაში 58 წლის საყვარელთან ერთად შეიპარა. ის იმედოვნებდა, ...

შეერთებულ შტატებში, რასობრივ მოტივზე ახალი სკანდალი აგორდა. ამჯერად, შავკანიანთა უფლებები "დაარღვია" უნივერსიტეტის პროფესორმა, რომელმაც უარი თქვა შავკანიანი სტუდენტებს საგამოცდო ტესტის უფრო გაადვილებული ვარიანტი ჩაებარებინათ . ამის გამო პედაგოგი სამსახურიდან დაითხოვეს. ...

საფრანგეთის განათლების სამინისტრო მზად არის გასცეს დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს მასწავლებლებისა და სკოლის სხვა პერსონალის დამოკიდებულებას ტრანსგენდერი მოზარდების მიმართ, ანუ მათ, ვინც გადაწყვეტს სქესის შეცვლას. გაზეთ Le Figaro- ს ჟურნალისტები გაეცნენ ახალ წესებს. დოკუმენტი გამიზნულია მასწავლებლებისათვის.თუ როგო...

ახალი სასწავლო წლიდან, ჩიკაგოს დაწყებითი სკოლის მოწაფეებს (10 წლიდან და ზემოთ)უფასოდ დაურიგდებათ პრეზერვატივები, იუწყება FoxNews. ინოვაცია ადგილობრივი მომხმარებელთა უფლებების ზედამხედველობის დეპარტამენტის (CPS) ინიციატივაა, როგორც ნაწილი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, აივ ინფექციის, ასევე არასასურველი ორსულობის შემცირების მცდელ...

0
299
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
299
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0