x
მეტი
  • 29.05.2022
  • სტატია:119578
  • ვიდეო:354084
  • სურათი:491793
"განათხოვარი ხარ და მაგას რა ეშველება"

image

განათხოვარი – ქალის ეს სტატუსი, ჯერ კიდევ ხშირად ანგრევს ურთიერთობას. თითქოს განვვითარდით, თითქოს წინ წავედით, რეალურად კი ბევრი ადამიანი ჯერაც სტერეოტიპებისა და სტიგმების ტყვეობაშია. რატომ ვერევით ჩვენი აზრებით იქ, სადაც არავინ არაფერს გვეკითხება. გოგო და ბიჭი ხვდებიან ერთმანეთს, აღმოაჩენენ საერთო ინტერესებს, მოსწონთ ერთმანეთი, ერთად სასიამოვნოდ ატარებენ დროს, მათ შორის ჩნდება მიზიდულობა... გარკვეული პერიოდის შემდეგ ხვდებიან, რომ სულ ენატრებათ ერთმანეთი და აღარ უნდათ უერთმანეთოდ ყოფნა. ამ დროს – „განათხოვარი რომ ხარ, ამას რა ეშველება?“ ეშველება ის, რომ იმ ორმა უნდა გაითვალისწინოს მხოლოდ ის აზრი, რომელიც ამ ორისაა... ცხოვრების ერთად გაგრძელებას და ბედნიერებას მხოლოდ ასე თუ შეძლებენ.

მარიამი (34 წლის): რვა წლის წინ ერთ მამაკაცთან მქონდა ურთიერთობა, რომელმაც ბედნიერება ვერ მომიტანა. დავშორდით. ვფიქრობდი, რომ სხვებიც ზუსტად ასეთივე იქნებოდნენ და აღარ მინდოდა, გულის ტკენა განმეორებულიყო. მაგრამ ის გავიცანი. თავიდან მხოლოდ მეგობრულად ვხვდებოდით ჩაიზე, მეგობრებთან, კინოში... მერე უცებ შვებულების ერთად გატარება შემომთავაზა, მერე ერთად აღვნიშნეთ ახალი წელი, შობა, წავედით სამოგზაუროდ. ერთად განვიხილავდით ზაფხულის გეგმებს... ურთიერთობა ახალ ფაზაში გადავიდა, რაც მეგობრებისა და ნათესავების გაცნობით გამოიხატა და აი, იქ დაიწყო, რაც დაიწყო. ჩემი რჩეული უნებურად მაინც მოექცა გარემოს გავლენის ქვეშ და თვითონაც დაიწყო ფიქრი იმაზე, რამდენად შევეფერებოდი მას ღირსეულ თანამგზავრად. მანამდე მეუბნებოდა, რომ არ აინტერესებდა ჩემი წარსული, რომ სუფთა ფურცლიდან ბედნიერად დავიწყებდით ერთად ცხოვრებას.

– ანუ, მანამდეც საუბრობდით ურთიერთობის სერიოზულ ეტაპზე?

– რა თქმა უნდა. მე არასდროს დამიმალავს, რომ განათხოვარი ვიყავი. არც მისთვის, არც მისი ახლობლებისთვის. არც მიფიქრია, რომ რამე დასამალი მქონდა. განათხოვრობა სასირცხვილო დამღა ხომ არ არის?

– მანამდე, ვინმეს უხერხულად უხსენებია თქვენი წარსული ცხოვრება?

– ერთი შემთხვევა მახსენდება, მაგრამ მაშინ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. დედაჩემის ერთი თანამშრომელი სრულიად მოულოდნელად მომიბრუნდა და ძალიან დამწუხრებული სახით მითხრა: რა კარგი გოგო ხარ, როგორ მინდა, ჩემი ბიჭი გაგაცნო, მაგრამ, აი, განათხოვარი ხარ და მაგას რა ეშველებაო. რა ჯანდაბად მინდოდა მისი ბიჭი. მაშინ მხოლოდ გამეცინა, მაგრამ მე სრულიად გაოგნებული ვიჯექი და უბრალოდ ვერ ვხვდებოდი, რა უნდა მეპასუხა, როცა ეს სიტყვები ჩემმა მომავალმა დედამთილმაც გაიმეორა, თან, სიტყვა განათხოვარს ისეთი ძრწოლვით ამბობდა, რომ გეგონებათ, ამაზე საშინელება არასოდეს არაფერი გაუგიაო.

– დიახ, სამწუხაროდ, ეს ის სტატუსია, რომელიც ბევრ ქალს პირად ცხოვრებაში პრობლემას თუ არა დისკომფორტს მაინც უქმნის.

– წარმოუდგენელი ველურობაა. მიუხედავად იმისა, რომ ოცდამეერთე საუკუნეში დიდი ხანია, შევაბიჯეთ, ფაქტია, რომ ეს პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს და ბევრი წყვილის ბედნიერება-უბედურებაზე ახდენს გავლენას. უმეტესობა მამაკაცების დედებს არ უნდათ განქორწინებული სტატუსის მქონე რძალი სახლში. შესაძლოა, ყველა ასე არ აზროვნებდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, უმრავლესობა ერთ აზრზეა. ზოგი კაცი თვითონაც სწორედ ამის გამო ამბობს უარს, საყვარელ ქალთან ოჯახის შექმნაზე.

– მიზეზი?

(გააგრძელეთ კითხვა >>>)




0
482
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
482
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0