x
მეტი
  • 29.05.2022
  • სტატია:119576
  • ვიდეო:354084
  • სურათი:491793
"ვხედავ ბიჭი გდია და გარშემო ნაწლავებია მიმოფანტული, გული წამივიდა... გონს მოვედი, ვუყურებ ფეხზეა, დარბის, ნაწლავებს აგროვებს და მუცელში იწყობს"

image

სახალისო ისტორიას ავრცელებს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:

"ყაზახ სტუდენტს გამოუგზავნეს ყაზახური კუპატი, კაზი-კარტა მათ ენაზე, ასე გამოყურება. ცელოფანს, რომელშიც ეს ჯანდაბა ედო, მოსწყდა ყურები და ამანაც ცელოფნიანად ჩაიდო დუტში.მწვანეს არ დაელოდა და ზებრაზე გადარბენისას მანქანა დაეჯახა ლაითად.

მძღოლის მონათხრობიდან:

გადმოვედი, ვხედავ ბიჭი გდია და გარშემო ნაწლავებია მიმოფანტული, გული წამივიდა.გონს მოვედი, ვუყურებ ფეხზეა, დარბის, ნაწლავებს აგროვებს და მუცელში იწყობს, ისევ გული წამივიდა და აღარაფერი მახსოვს"-წერს Irma Georgia ფეისბუქზე.

მცირე ინფორმაცია კაზი კარტაზე გურმანებისათვის

კაზი-იგივე ცხენის ძეხვი თათრების, ბაშკირების, ყირგიზებისა და ყაზახების ეროვნული სამზარეულოს განუყოფელი ნაწილი და ერთ-ერთი საყვარელი კერძია.

კარტა (ყაზ. қарта, ბაშ. ҡарта) - შიგნიდან ამობრუნებული (შიგნიდან ცხიმით)ცხენის მხვილი ნაწლავია.

მზადება იწყება გარეცხვით და ზომიერად დამარილებით. მიირთმევენ მოხარშულს.იგი ითვლება დელიკატესად თურქულენოვან ხალხებში (ყაზახები, ყირგიზები, თათრები, ყარაყალპაკები).

თათრები ამობრუნებული ცხენის ნაწლავს, შიგნიდან ცხიმით, ეილენდირმეს (әylandermә) უწოდებენ. ძალიან ხშირად კაზი და კარტა ხორცთან ერთად იხარშება (და ერთად მიირთმევენ როგორც ერთ დიდ კერძს. შეიძლება მიირთვათ ნარინთან ან ბეშბარმაკთან ერთად.)

თათრებში ცხენის ხორცს გვიან შემოდგომაზე ნაწლავებთან ერთად მარინადის სახით დებენ კასრებში, ხოლო მარტში იწყებენ ჩატენვას ნაწლავევში და დაკიდებას გასაშრობად, შემდეგ კი შებოლავენ.

ყაზახეთში ასე ამზადებენ: დაკლული ცხენს ხორცთან ერთად აჭრიან ნეკნებს, აუცილებლად ქონთან ერთად და სისხლისგან წრიტავენ 5-7 საათის განმავლობაში. შემდეგ ნაწლავებს კარგად რეცხავენ და მარილიან წყალში 1-2 საათის განმავლობაში აჩერებენ. ოდნავ გამომაშღალ ხორცს ჭრიან ზოლებად ნეკნების გასწვრივ. ნეკნთაშუა ქსოვილი იჭრება ბასრი დანით, ხრტილის მოცილებით და ცხიმის დაკარგვის გარეშე. მზა ხორცს აყრიან, წიწაკას, სურვილისამებრ უმატებენ წვრილად დაჭრილ ნიორს და ახვევენ 2-3 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც ხორცს ტრნიან ნაწლავებში, რომლის ბოლოებსაც კრავენ, შემდეგ ათავსებენ ფართო თასში და ადუღებენ დაბალ ცეცხლზე მინიმუმ 2 საათი.

image

0
441
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
441
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0