x
მეტი
  • 24.05.2022
  • სტატია:119462
  • ვიდეო:354031
  • სურათი:491853
„ნაცების“ მობრუნებას არ დავუშვებთო და, წალენჯიხაში გააფორმეთ კოალიცია, სააკაშვილმაც შეგაქოთ“ - ქართველიშვილი

image

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გახარიას პარტიის წევრის ბექა ლილუაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც „თუ ამ ქვეყანაში ვინმეს შეუძლია ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება არ დაუშვას, ეს ჩვენ ვართ“.

„ნაცებთან ჩხოროწყუ/წალენჯიხაში დამყარებული ნანატრი კოალიციის თაობაზე, თქვენი პარტიის ლიდერის მოსალოცი „ეპისტოლე“ ვერ ვიპოვე და აქეთ რომ მოგილოცოთ, დაშავდება რამე? აბა, გააღე პირი და თქვი „აააა“.... დღეს „გახარიებს“ უტიფრობის დღე აქვთ, კალენდარშია ჩასანიშნი. თუმცა რაღა დღეს, პრემიერობიდან ღალატით წასვლის დღიდან ყოველ დღე იმ ცირკის კლოუნები არიან, აი, მათმა მაზაკვალმა ბელადმა რომ გადახურა და ახლა რომ აცეკვებს ამ საცოდავებს. შე სამარცხვინო, „ნაცების“ მობრუნებას არ დავუშვებთ ქვეყანაშიო და გუშინ, წალენჯიხაში ნაცებთან გააფორმეთ მორიგი კოალიცია, რაც შემდეგ სააკაშვილმაც დაგიფასათ და კარგი შექებაც დაიმსახურეთ. ხალხი თქვენ იდიოტი გგონიათ და ფიქრობთ, რომ ვერავინ ვერაფერს ხედავს? ეგრე გააგრძელეთ და გაზაფხულზე რეიტინგის გაზომვა არ დაგავიწყდეთ, თუ გაგესინჯათ პულსი საერთოდ და ბოლომდე თუ არ გადაგყლაპათ სააკაშვილის ბანდამ!“, - წერს დავით ქართველიშვილი.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულომ, 20 იანვარს მეექვსე შეკრებაზე შეძლო საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა. ოპოზიციის მიერ სხდომაზე დასახელებულ ერთადერთ კანდიდატს, პარტია “საქართველოსთვის” წევრს კორნელი სალიას კანდიდატურას მხარი ისევ ოპოზიციამ დაუჭირა. ის 14 ხმით აირჩიეს. კენჭისყრაში პროტესტის ნიშნად არ მონაწილეობდა “ქართულმა ოცნება”, თუმცა პარტიის წარმომადგენლები სხდომას ესწრებოდნენ.

მმართველი პარტიის დეპუტატებმა ოპოზიციას, განსაკუთრებით ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიას, “ნაციონალური მოძრაობასთან” "წარმატებული გაერთიანება" მიულოცეს.

ახლადარჩეული საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით კი, წალენჯიხელების ინტერესების გათვალისწინებით კონსტრუქციულად იმუშავებს ყველა პარტიასთან, მათ შორის “ქართულ ოცნებასთან”. კორნელი სალიას თქმით, ახლა უმთავრესია მუნიციპალიტეტი გამოვიდეს კრიზისიდან და საკრებულომ მიიღოს 2022 წლის ბიუჯეტი დროულად.

კენჭისყრას წინ მცირე დაპირისპირება უძღოდა დეპუტატებს შორის. ენმ-ის წევრების განცხადებით, არ სურთ მმართველ პარტიას ჰქონდეს რაიმე თანამდებობა საკრებულოში. ამ განცხადებას მმართველი გუნდის დეპუტატების უკმაყოფილება მოჰყვა. მათი თქმით, საკრებულოში უმრავლესობა არც ენმ-ს აქვს. შესაბამისად, ეს საკითხი არ არის მათი გადასაწყვეტი.

წალენჯიხის საკრებულო 27 წევრისგან შედგება. საკრებულოში "ქართულ ოცნებას" 11 დეპუტატი ჰყავს. ამდენივე "ნაციონალურ მოძრაობას", პარტიას "საქართველოსთვის" 3, ხოლო "ლელოს" 1 დეპუტატი. 1 კი დამოუკიდებელი დეპუტატია. 3 დეკემბრიდან საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში უფლებამოსილების შესრულებას შეუდგნენ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოები. წალენჯიხის ახალი მოწვევის საკრებულო ქვეყნის მასშტაბით იმ შვიდ საკრებულოს შორისაა, რომლებშიც მმართველ პარტიას უმრავლესობა არ აქვს.

2021 წლის ოქტომბრის 2-ტურიანი ადგილობრივი არჩევნების შედეგად, მმართველმა პარტიამ, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", ერთპარტიული უმრავლესობა დაკარგა შვიდ - წალენჯიხის, ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუს, სენაკის, რუსთავის და ბათუმის საკრებულოებში, სადაც ყველაზე მეტი წევრი "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავთ, გადამწყვეტ ხმებს კი ფლობს ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის".

ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, რასაც "ქართულ ოცნებაში" უარყოფენ.

საერთო ჯამში, ქვეყნის საკრებულოებში მანდატები მოიპოვა ათამდე პარტიამ. მერის არჩევნებში 64-დან მხოლოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაიმარჯვა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში კი, "ქართული ოცნების" კანდიდატებმა. პირველივე ტურში, 2 ოქტომბერს არჩეული მერები უფლებამოსილების შესრულებას ოქტომბრის ბოლოს შეუდგნენ, ხოლო 20 მუნიციპალიტეტში 30 ოქტომბერს ჩატარებულ მეორე ტურში გამარჯვებულები - ნოემბრის შუა რიცხვებიდან.

0
201
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0