x
მეტი
  • 24.05.2022
  • სტატია:119461
  • ვიდეო:354030
  • სურათი:491853
აშშ-ში აპირებენ ,,ჰარი პოტერი"-ს მიხედვით ვებ-სერიალი გადაიღონ, ოღონდ ტრანსგენდერი და არაბინარული მსახიობების მონაწილეობით

აშშ-ში „ჰარი პოტერის“ ახალი ვერსიის გადაღებას გეგმავენ, რომელშიც ტრანსგენდერი და არაბინარული ( საერთო ტერმინი მათთვის, ვინც საკუთარ თავს არც ქალად აღიქვამს და არც კაცად) მსახიობები და სხვადასხვა რასის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. უნდა ითქვას ისიც, რომ ეს არ იქნება ოფიციალური რიმეიკი, არამედ TikTok-ისთვის განკუთვნილი ვებ-სერიები, რომელსაც პროდიუსერი მეგან მაკკლი შექმნის.image

პროდიუსერს უკვე აქვს მოფიქრებული სცენარი ჯოან როულინგის მიერ შექმნილი სამყაროს მიხედვით, თუმცა მისი მთავარი გმირები არ იქნებიან ჰარი, რონი და ჰერმიონი, ძირითადი ყურადღება უფროსი თაობის წარმომადგენლებს დაეთმობათ.

მთავარი გმირი კი ჰარის მამა, ჯეიმს პოტერი უნდა იყოს, მისი როლის შესრულებისთვის უკვე გამოცხადებულია ქასთინგი. ქასთინგის შენიშვნების მიხედვით, როლს მიიღებს "აზიელი, აფრიკელი, მრავალრასობრივი, ესპანური, ახლო აღმოსავლური, სამხრეთ აზიელი, ინდოელი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ან წყნარი ოკეანის წარმოშობის" მსახიობი, ასევე "ეთნიკურად ორაზროვანი" მსახიობი.

ჰარის დედის, ლილი პოტერის როლისთვის, სერიალის შემქმნელებს სურთ იპოვონ "გენდერულად არათანაბარი (ადამიანის გენდერული გამოხატულება, რომელიც არ ემთხვევა ამ საზოგადოებაში მიღებულ გენდერულ ნორმებს, ეს მოიცავს დრაგ კულტურას. ), არაბინარული ტრანსგენდერი ქალი“.image
ასევე, პიტერ პეტიგრიუს როლი უნდა შეასრულოს არაბინარულმა, ტრანსგენდერმა მამაკაცმა" და რემუს ლუპინის როლს ნებისმიერი გენდერის წარმომადგენელი მიიღებს.image

პროექტის ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია. ამერიკელ პროდიუსერებს დიდი ალბათობით მუწევთ როულინგთან სამართლებრივი ბრძოლა, რომელსაც, როგორც ვარაუდობენ, არ მიუცია მისი წიგნების პერსონაჟების გამოყენების უფლება. ამასთან, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თუ ფილმი პოზიციონირებულია, როგორც ფან-არტი და არა კომერციული პროექტი, მაშინ სერიალის პროდიუსერებს შეიძლება არ დასჭირდეთ მწერლის ნებართვა.

იმის გათვალისწინებით, რომ თავად როულინგი ბოლო დროს დაადანაშაულეს ტრანსფობიისა და ანტისემიტიზმში, ვებ-სერიების გადაღება შეიძლება ნამდვილად გადაწყდეს, გადაღებები კი სავარაუდოდ მიმდინარე წლის ივნისში ან ივლისში დაიწყება.

ჯ.კ. როულინგს ამ პროექტზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. ადრე მწერალი ლოილალური იყო ექსპერიმენტებთან მიმართებაში. რამდენიმე წლის წინ, როულინგმა მხარი დაუჭირა შავკანიანი მსახიობის არჩევანს ჰერმიონის როლისთვის ჰარი პოტერისა და დაწყევლილი ბავშვის თეატრალურ წარმოებაში და თქვა, რომ წიგნში არსად იყო ნახსენები, რომ ჰერმიონი თეთრი იყო. როულინგმა ასევე განაცხადა, რომ დამბლდორი, ჰოგვორტსის დირექტორი, გეი იყო და რამდენიმე წლის შემდეგ ისიც დაამატა, რომ დამბლდორს ახალგაზრდობაში ჰქონდა "ვნებიანი, სასიყვარულო ურთიერთობა" ბნელ ჯადოქარ გრინდელვალდთან.




0
28
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0