x
მეტი
  • 20.05.2022
  • სტატია:119330
  • ვიდეო:354109
  • სურათი:491847
საშინელი კანონები, რომლებიც ქალების წინააღმდეგ არის მიმართული
image


ჯერ კიდევ უძველესი დროიდან ქალებს სხვადასხვა სასტიკი საშუალებით ამცირებდნენ და აწამებდნენ. დღემდე, ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში ქალთა შრომის დისკრიმინაციის პრობლემა არსებობს, ნაკლებად განვითარებული ცივილიზაციის მქონე ქვეყნებში კი ამ დროისთვის ჯერ კიდევ დგას როგორც ძალადობის, ასევე ქალთა მონობისა და მათი უუფლებობის პრობლემა.





გაუპატიურება


image


ინდოეთში თუ მამაკაცი ცოლს გააუპატიურებს, ის სრულიად დაუსჯელი დარჩება, ისევე როგორც მისი ცემის შემთხვევაში. ანალოგიური სიტუაცია არსებობს განვითარებულ ქვეყნებშიც, მაგალითად, გერმანიაში, ძალადობა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაისჯება, თუკი გოგონას მხრიდან მოძალადის მიმართ წინააღმდეგობას ექნება ადგილი, მაგრამ თუ ქალბატონი ალკოჰოლური ან ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იქნება მაშინ მოძალადე დაუსჯელი დარჩება.


image


თუ იგივე ძალადობა საუდის არაბეთში მოხდება, მაშინ შეურაცხყოფილმა ქალმა მოწმედ 4 მამაკაცი უნდა მოძებნოს, რომლებიც მის წინაღმდეგ განხორციელებული ძალადობის აქტს დაადასტურებენ, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი ქალი ბრალდებას ვერ დაამტკიცებს, მას მეძავად მონათლავენ და კიდევ გააუპატიურებენ.





არასრულწლოვანი ცოლები


image


აზიისა და აღმოსავლეთის ქვეყნების ღარიბი ოჯახების უმეტესობაში გოგონების გაყიდვა ძალიან გავრცელებული მოვლენაა. გაყიდული გოგონების უმეტესობა პირველივე საქორწინო ღამის შემდეგ იღუპება, ხოლო თუ ვინმე გადარჩენას მოახერხებს, მაშინ მისთვის მშობიარობა სიცოცხლის შენარჩუნების კიდევ ერთი მცდელობა იქნება.


imageimageimageimageimage


12 წლამდე გოგონები უფრო ძვირად ფასობენ, ამიტომ მრავალშვილიანი ოჯახების უმეტესობა ცდილობს ქალიშვილები რაც შეიძლება მალე და უფრო მაღალ ფასად გაათხოვონ.



imageimage



უკან დასახევი გზა არ არის


image


ამერიკაშიც კი არსებობს კანონი, რომელიც ქალთა უფლებების დაცვას უარყოფს. თუ გოგონა სექსზე თავიდან დათანხმდება, მაგრამ შემდეგ აზრს შეიცვლის და უარს იტყვის, მაშინ ის მამაკაცი, რომელიც მასზე ძალას გამოიყენებს დაუსჯელი დარჩება. ამ კანონის "წყალობით" უკვე არაერთი ქალი დაზარალდა.




0
225
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
225