x
მეტი
  • 20.05.2022
  • სტატია:119329
  • ვიდეო:354103
  • სურათი:491847
ვარსკვლავები, რომლებიც შეყვარებული წყვილების თამაშს დაშორების შემდეგაც აგრძელებდნენ

image


ბევრს ხშირად აინტერესებს ყველაზე პოპულარული ჰოლივუდური წყვილები სკანდალური დაშორების შემდეგ როგორ ახერხებენ ეკრანზე კვლავ "სიყვარულის თამაშს", თუმცა ნუ გაგიკვირდებათ, ისინი ხომ პროფესიონალები არიან და მშვენივრად იციან როგორ განასხვაონ პირადული ბიზნესისგან. მოდით, ვნახოთ რომელმა ცნობილმა წყვილმა მოახერხა დაშორების შემდეგ ტანდემში მუშაობის წარმატებით გაგრძელება.




პენ ბეჯლი და ბლეიკ ლაივლი


image


მათ ერთმანეთი სერიალ "ჭორიკანას" გადასაღებ მოედანზე გაიცნეს, სადაც შეყვარებულებს თამაშობდნენ. ეკრანული რომანი რეალურ ცხოვრებაში გადაიზარდა და მათ შეხვედრებიც დაიწყეს, თუმცა მალევე წყვილი ერთმანეთს დაშორდა, მაგრამ ამას მათთვის სერიალის დასრულებაში ხელი არ შეუშლია.




იენ სომერჰოლდერი და ნინა დობრევი


image


ტელესერიალ "ვამპირის დღიურების" პირველივე სერიიდან მათ ყველა გულშემატკივრობდა, წყვილს გადასაღები მოედნის მიღმა თითქოს ურთიერთობაც აეწყო, თუმცა შეყვარებულები ერთმანეთს ფინალურ სეზონამდე დაშორდნენ, ამიტომ 2013 წელს მსახიობებმა გადაღებებში მონაწილეობა უკვე როგორც ექს- შეყვარებულებმა ისე განაგრძეს.






რობერტ პატინსონი და კრისტენ სტიუარტი


image


ბელასადმი ვამპირის სიყვარულის ისტორიამ გულგრილი ვერავინ დატოვა. მსახიობებმა შეყვარებულები იმდენად რეალისტურად ითამაშეს, რომ მათ რომანში ეჭვი არავის შეჰპარვია, თუმცა კრისტენ სტიუარტის ღალატმა "ბინდის საგის" თაყვანისმცემლების ოცნება საბოლოოდ, აუხდენელი დატოვა, მიუხედავად ამისა ყოფილი შეყვარებულები როლის გამო ერთმანეთს მაინც შეურიგდნენ და რომანტიკული წყვილის ღირსეულად თამაშიც შეძლეს.






კამერონ დიასი და ჯასტინ ტიმბერლეიკი




image


სამწლიანი ურთიერთობის დასრულებას დიასი იმდენად განიცდიდა, რომ თმის ფერი შეიცვალა და ცოტა ხნით კინოსაც კი ჩამოშორდა, თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია რამდენიმე წლის შემდეგ კომედიაში "ცუდი მასწავლებელი" ტიმბერლეიკთან ერთად ეთამაშა.



ჯენიფერ ლოურენსი და ნიკოლას ჰოლტი


image


წყვილის რომანი გადასაღებ მოედანზე დაიწყო, "იქს-ადამიანების" პირველი ნაწილის შემდეგ ისინი ჯერ დაშორდნენ, შემდეგ შერიგდნენ, ბოლოს კი საკუთარ არჩევანში როგორც იქნა ჩამოყალიბდნენ და დაშორებაც გადაწყვიტეს, თუმცა მათი გაურკვეველი ურთიერთობა მათსავე საქმიანობაზე უარყოფითად არ ასახულა, როდესაც ყოფილმა შეყვარებულებმა მუშაობა ფილმის მესამე ნაწილზე დაიწყეს, ჯენიფერ ლოურენსისა და ნიკოლას ჰოლტის ურთიერთობა უკვე წმინდა პროფესიული იყო.








0
345
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
345