x
მეტი
  • 28.01.2022
  • სტატია:116494
  • ვიდეო:353159
  • სურათი:490340
"ეს, "იმენნა" სამეფო @@@ა"- ვისზე საუბრობს ნიკა გვარამია

image


"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ "ჩაკრულოს"ტექსტის გამოყენებისთვის გამოთქმულ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს შემდეგი ეპითეტით მოიხსენიებს.


"ეს, "იმენნა" სამეფო @@@ა


ps რამეში ხომ შეიძლება ერს გაუმართლოს?" - წერს ნიკა გვარამია "ფეისბუქის" პირად გვერდზე და აღნიშნულ ამონარიდს აზიარებს.


image


შეგახსენებთ, რომ "საქართველოს სამეფო სახლმა" განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია რომ 13 იანვარს სასამართლო პროცესზე სააკაშვილის მიერ გამოყენებული ფრაზა, "ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა" ხალხური სიმღერიდან "ჩაკრულო" სიძულვილის კონტექსტს შეიცავდა.


"საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ამა წლის 13 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოსვლისას ცნობილი ქართული სიმღერის “ჩაკრულოს“ ტექსტი “ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა“ გამოიყენა საქართველოს სამეფო სახლთან მიმართებაში სიძულვილის კონტექსტში. 1512 წლიდან დღემდე 30 პირი ატარებდა მუხრანბატონის წოდებას და დღეს ამ წოდების მატარებელია დავით ბაგრატიონ მუხრან-ბატონი, როგორც საქართველოს სამეფო სახლის მეთაური. თხოვნით მივმართავთ ყველას არ გამოიყენოს ეს ტიტული დღევანდელი დისკუსიის ჭრილში“, - ნათქვამია "საქართველოს სამეფო სახლის" განცხადებაში.


ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, 13 იანვრის სასამართლოს პროცესზე, სადაც საზღვრის უკანონო კვეთის საქმე განიხილებოდა, ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის ისტორიული ბრძოლის კონტექსტში მოიყვანა ციტატა ხალხური სიმღერიდან "ჩაკრულო".


"გავიმარჯვეთ, იმიტომ, რომ გადამწყვეტია ეს. ქართველი ხალხი ყოველთვის თავის თავში პოულობდა ძალას გაერთიანებისთვის და თავის თავის დახსნისთვის და ქართველმა ხალხმა უნდა დაიხსნას საკუთარი თავი. გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ ჩვენ ისტორიულად არ ვეპუბოდით ჩაგვრას და ისტორიულად არ გვიყვარდა ჩვენი ფეოდალები „ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა" - ჩემი დაწერილი ტექსტი არ არის“, - განაცხადა პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა.





0
157
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
157