x
მეტი
  • 28.01.2022
  • სტატია:116494
  • ვიდეო:353160
  • სურათი:490340
ნანკინელი ადამიანი
ნანკინელი ადამიანი


ნანკინელი ადამიანი / ნანჯინგელი ადამიანი / ნანკინელი ამართული ადამიანი / ნანკინელი ჰომო ერექტუსი / ჰომო ერექტუს ნანკინენზისი (Nanjing Man / Homo erectus nankinensis) იყო ჰომო ერექტუსის ქვესახეობა (რასა), რომელიც ცხოვრობდა დღევანდელი ჩინეთის ტერიტორიაზე. ამ ხალხის წარმომადგენელთა ნარჩენების, კერძოდ, ერთი მამაკაცის და ერთი ქალის თავის ქალას ფრაგმენტების და მოლარული კბილის აღმოჩენა მოხდა 1993 წელს, ჰულუს გამოქვაბულში (ჰულუ ნიშნავს გოგრას), თანგშანის ბორცვებზე, ნანკინის მახლობლად, ამიტომ ტერმინი ნანკინელი კაცი ან ნანკინელი ადამიანი გამოიყენება მეცნიერებაში ამართული ადამიანის ამ ქვესახეობის აღსაწერად. აღნიშნული ნიმუშები ნაპოვნი იქნა ჰულუს გამოქვაბულში 60-დან 97 სმ-ის სიღრმეზე ჩინელი მუშის, ლიუ ლუჰონგის მიერ. ნამარხები მრავალი სხვადასხვა მეთოდით დათარიღდა და საშუალოდ მიღებული იქნა, რომ აღმოჩენილი ადამიანები ცხოვრობდნენ ძვ.წ. 618, 000 - ძვ.წ. 578, 000 წლებში (J. Zhao, K. Hu, K.D. Collerson, H. Xu. 2017).


ნანკინელი ადამიანი


ნანკინელი ადამიანების მორფოლოგიური მახასიათებლები, როგორიცაა თავის ქალას მოცულობა და სხვადასხვა კრანიალური მონაცემი შესამჩნევად განსხვავდება ჩინეთში აღმოჩენილი ჰომოს (ადამიანის) სხვა სახეობების თუ ქვესახეობებისგან. მიუხედავად ამისა, მისი მორფომეტრიული და მორფოლოგიური მახასიათებლები კარგად ჯდება ჰომო ერექტუსის მახასიათებლების დიაპაზონში, მაგალითად ნანკინელი ადამიანების თავის ქალას საშუალო მოცულობა 876 სმ3 (კუბური სანტიმეტრი) იყო. საერთოდ ჩინეთის ტერიტორიაზე გავრცელებული სხვადასხვა ჰომინინის გარეგნულ, მორფოლოგიურ მახასიათებლებს შორის საკმაოდ მაღალი მრავალფეროვნება შეინიშნება. გაურკვეველია რამდენად დიდი გავლენა მოახდინეს მათ ჰომო საპიენსების პოპულაციაზე, რომლებიც აფრიკიდან აღმოსავლეთ აზიაში მიგრირდნენ, თუმცა სავარაუდოა, რომ ეს გენეტიკური გავლენა არ უნდა იყოს მცირე.



ნანკინელი ადამიანი


წყარო 1: Nanjing Man - Wikipedia;

წყარო 2: New brain endocast of Homo erectus from Hulu cave - Pubmed;


კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
96
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
96
  
15 იანვარი, 4:42
List of human evolution fossils
0 1 1