x
მეტი
  • 27.01.2022
  • სტატია:116453
  • ვიდეო:353140
  • სურათი:490308
ეს იცით ?!
- კვირა, ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი -

შემოღებულია ებრაელთა მიერ. საქართველოში ფეხი მოიკიდა, ქრისტიანობასთან ერთად, IV საუკუნეში .

- დღეთა ძველქართული სახელები : მზისა (კვირა), მთოვარისა (ორშაბათი ), არიასი (სამშაბათი), ერმისა (ოთხშაბათი), აფროდიტისა (ხუთშაბათი), დოისისა(პარასკევი), კრონოსისა (შაბათი) - შემოღებულია ქართველთა შორეული წინაპრების, ქალდეველების მიერ და საქართველოში იხმარებოდა IV საუკუნამდე . სახელებუ : არია, ერმა, აფროდიტა, დოისი, კრონოსი - ქართულში შემორჩებილია ქალდეურიდან .

"ვეფხისტყაოსანში" მათი სინონიმებია : მარიხი, ოტარიდი, ასპიროზი, მუშთარი და ზუალი (ეს სახელწოდებები არაბულია) . თანამედროვე ტერმინოლოგიით :მარსი, მერკური, ვენერა, იუპიტერი, სატურნი. ივ.ჯავახიშვილის ვარაუდით, ამათი ქართული შესატყვისებია : თარხონი, ჯიმაღი, მთიები, ობი და მორიგე .


მეგრულად კვირის დღეებს ჰქვია : ჟაშხა (მზის დღე, კვირა), თუთაშხა (მთვარის დღე, ორშაბათი), თახაშხა (სამშაბათი), ჯუმაშხა (ოთხშაბათი), ცააშხა (ხუთშაბათი), ობიშხა (პარასკევი), საბატონი (შაბათი) .

ლაზურად კვირის დღეებს ქვია: ბჟაშხა (მზის დღე, კვირა), თუთაშხა (მთვარის დღე ორშაბათი ), იკინჩხა (სამშაბათი), ჯუმაჩხა (ოთხშაბათი), უმქისერთი, ჩაჩხა (ხუთშაბათი), პარასკა (პარასკევი), საბატონი (შაბათი).

სვანურად კვირის დღეებს ქვია : მიჟლადეღ (მზის დღე, კვირა ), დეშდიშ( დოშდოლი-მთვარის დღე, ორშაბათი), თახაშ (სამშაბათი:შესაძლოა, მოსავლის ნაყოფიერების ღვთაება იყოს), ჯუმაშ (ოთხშაბათი; შესაძლოა, ოჯახის მფარველი ღვთაება იყოს), ცაში (ხუთშაბათი), ვებიში (პარასკევი, ობი, წყალი, ნესტი, ტაროსის ღვთაება ), საბატინი (შაბათი, საბატონო).

-ქართულად, ისტორიულ ძეგლებში ძირითადად არის სამი ერა : "დასაბამითაგან ქვეყნისა". "ქორონიკონი" და ქრისტესით". ქართულ ეროვნულ ერად მიჩნეულია 5604 წლიანი "დასაბამითგანი" .სიტყვა "ქორონიკონი" ანუ "ქრონიკონი" წარმომდგარია ბერძნული სიტყვიდან ('ქრონოს"- დრო, წელიწადი, ჟამი) და ნიშნავს წელთაღრიცხვას, ე.ი. თითქმის იმასვე, რასაც ძველქართულში 'კალენდრად' გადაკეთებული ლათინური "კალენდარიუმი". წელთაღრიცხვის ეს სისტემა მიღებული იყო საქართველოში, საბერძნეთსა და ზოგ სხვა ქრისტიანულ ქვეყანაშიც. ქართული ქორონიკონის ციკლი ანუ მოქცევა შეიცავდა 532 წელს .

XII მოქცევა დაიწყო 780 წელს, XIII- 1312-ს, XIV -1844-ს .

2022 წელი არის 178-ე ქორონიკონი XV მოქცევისა (2022-1844=178).

თანამედროვე წელთაღრიცხვაზე გადასაყვანად ქორონიკონს უმატებენ 780-ს, 1312-ს ან 1844, იმის მიეხედვით, თუ რომელი მოქცევაა . ერთი მოქცევის, დამთავრებისა და მეორის დაწყების დროს ანგარიში თავიდან, იწყება და თარიღები ისეთივე რჩება, როგორც წინა მოქცევაში .

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:თამარი კობახიძე
თამარი კობახიძე
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0