x
მეტი
  • 27.01.2022
  • სტატია:116453
  • ვიდეო:353140
  • სურათი:490308
„თუკი ხართ კონტაქტი კოვიდ ინფიცირებულის და დაგეწყოთ ანალოგიური სიმპტომები, თქვენ გეკუთვნით ტესტირება უფასოდ!!“ - NCDC -ის თანამშრომელი

ტესტები
დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომელი გიგა გვეტაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს და ამბობს, რომ ადამიანთა იმ კატეგორიისთვის, რომელსაც მკვეთრად აქვს კოვიდ19-ის სიმპტომები გამოხატული კოვიდ 19 ტესტირება უფასოდ.

„ჩემი მეგობრების საყურადღებოდ!!!

მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გადავწყვიტე ეს პოსტი დამეწერა:

ომიკრონი გააქტიურდა, დაიწყო საგრძნობი მატება ახალი შემთხვევების, მე როგორც დაავადებათა კონტროლის თანამშრომელი და საკითხში კომპეტენტური პირი, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ნებისმიერ თქვენგანს სიმპტომების არსებობის შემთხვევაში (სიცხე, ხველა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, გვერდების ტკივილი და ა.შ) ან თუკი ხართ კონტაქტი კოვიდ ინფიცირებულის და დაგეწყოთ ანალოგიური სიმპტომები, თქვენ გეკუთვნით კოვიდ 19 ტესტირება უფასოდ!!

სახელმწიფო ანაზღაურებს თქვენს როგორც სწრაფ ასევე პჯრ კვლევას.

მექანიზმი მუშაობს შემდეგნაირად: თუკი ბოლო 72 საათის განმავლობაში სახელმწიფოს პროგრამის ფარგლებში არ ხართ გატესტილი (უფასოდ), მიდიხართ ნებისმიერ პოლიკლინიკაში თუ ნიმუშის ამღებ დაწესებულებაში რომელიც ჩართულია სახელმწიფო პროგრამაში(ანუ უფასოდ გიკეთებთ სწრაფ ტესტს), ეუბნებით თქვენი ჩივილებისა და სიმპტომების შესახებ, უფასოდ იკეთებთ სწრაფ ტესტს, ელოდებით შედეგს 15-20 წუთის განმავლობაში და უარყოფითი შედეგის შემთხვევაში ითხოვთ უფასო პჯრ (PCR) ტესტის ჩატარებას, ეს მათი ვალდებულებაა !!!! იცოდეთ თქვენი უფლებები და ნუ გაეხვევით მაქინაციურ სქემებში! ადამიანის ჯანმრთელობა და პანდემია ფულის საკეთებელი თემა არ არის, იცოდეთ თქვენი უფლებები.

ასევე გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ შექმნილ ვითარებას ის, რომ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში უფასოდ გეკუთვნით ტესტირება არ ნიშნავს იმას რომ ისტერიულად ყოველ 72 საათში ერთხელ იკეთოთ სწრაფი ტესტი და შემდეგ პჯრ კვლევა !!! გაზრდილი მოთხოვნა pcr ტესტებზე ზრდის ლაბორატორიებზე დატვირთვას, იწვევს ლაბორატორიული სეგმენტის გადატვირთვას და ხდება პასუხების შეფერხებით გაცემა.

სანამ ტყუილად გაიტესტებით დაფიქრდით, რომ ვიღაც სხვას თქვენს ახლობელს ან თუნდაც გვერდში მდგომს უფრო მეტად სჭირდება დროზე მიიღოს მისი კვლევის შედეგი, რადგან სახლში მოხუცები ჰყავს, პატარა ბავშვები ჰყავს და ა.შ.

P.S - ვისაც მწვანე პასპორტი არ გაქვთ, არ იცრებით და არც გადაგიტანიათ კოვიდი - სახელმწიფო რესტორანში შესასვლელად და თქვენი გულაობისთვის საჭირო ტესტს არ აფინანსებს!!

გაიკეთეთ პირბადე, მოერიდეთ ხალხმრავლობას, დაიცავით დისტანცია რიგებში.

ყველას გთხოვთ გააზიაროთ პოსტი ან გადასცეთ თქვენს ახლობლებს ეს ინფორმაცია რათა მაქსიმალურად ბევრი ადამიანის ინფორმირება მოვახდინოთ! მადლობა“, - წერს გიგა გვეტაძე.

0
149
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0