x
მეტი
  • 28.01.2022
  • სტატია:116494
  • ვიდეო:353160
  • სურათი:490340
"კრიზისის განმუხტვა მიშას გათავისუფლებაზე არ გადის! სალომეს არ აქვს ვალდებულება, შეიწყალოს! არაფერი არ უნდა გააკეთოს" - თინა ხიდაშელი

image

ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე არ გადის. როგორც მან "ტვ პირველის" ეთერში აღნიშნა, მთავარი პრობლემა ერთი ადამიანის პატიმრობა კი არ არის, არამედ ის, რომ ხელისუფლება ქვეყანაში შექმნილ კრიზისს არ აღიარებს.

„სალომე ზურაბიშვილმა არაფერი არ უნდა გააკეთოს, ის ისე მოიქცევა, როგორც საჭიროდ ჩათვლის. მას არ აქვს იმის ვალდებულება, რომ ვინმე შეიწყალოს, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია.

სალომე ზურაბიშვილმა ერთმნიშვნელოვნად გვითხრა საკუთარი პოზიცია, ამიტომ ვფიქრობ, რომ ღია კარის მტვრევა გამოდის მხოლოდ ამ ერთი მიმართულებით თუ იქნება მოძრაობა. რამდენადაც ვიცნობთ მას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სალომე ზურაბიშვილი უბრალოდ არ ისვრის სიტყვებს და საკუთარი ნათქვამის უკან დგას ხოლმე.

ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი არ არის ის, ვინმეს გაუშვებენ თუ არა ციხიდან, არამედ პირველი რიგის ამოცანაა, რომ პოლიტიკურ კრიზისს ხელისუფლება არ აღიარებს. სანამ არ ხდება იმის აღიარება, რომ ქვეყანაში კრიზისია, მანამდე ვრჩებით წმინდა წყლის სამართლებრივ გარემოში. ამიტომ ექსტრაორდინალური, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება მოსალოდნელი არ არის", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა.

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. 18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. 20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა.

0
448
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
Mediator image
448
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0