x
მეტი
  • 27.01.2022
  • სტატია:116454
  • ვიდეო:353140
  • სურათი:490308
ვეფხვის წელი - რა უნდა იყოს 2022 წლის საახალწლო სუფრაზე?

ბევრს მიაჩნია, რომ თუ დამდეგი წლის სიმბოლოს ოჯახიში შექმნილი ატმოსფერო, მორთულობა და საახალწლო სუფრა მოეწონება, – მისი ცხოვრება, ახალ წელს, წარმატებული იქნება. ამიტომ, ბევრი ადამიანი ინტერესდება, თუ რა უნდა მოამზადოს საზეიმო სუფრისთვის, რომ ვეფხვის წელს სათანადოდ შეხვდეს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დამდეგი წლისგან არ უნდა ველოდოთ განსაკუთრებულ, მოულოდნელ ცვლილებებს და იმპულსურ ქმედებებს. ხოლო, იღბალი მისკენ იქნება, ვინც ცვლილებების გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც დიდი ხნის მანძილზე, ოცნებად რჩებოდა.

image


რაც შეეხება სუფრას, ვეფხვი დიდებული და მტაცებელი ცხოველია, რომელიც პატივისცემას მოითხოვს. ამიტომ, ახალ 2022 წელი მასშტაბურად უნდა აღინიშნოს... და ეს იმდენად სუფრას კი არა, უფრო მეტად, სახლის საზეიმო მორთულობას და მასში შექმნილ ატმოსფეროს ეხება. პანდემიის მიუხედავად, ახალი წლის ღამეს, ყველა კარგ განწყობაზე უნდა იყოს და დამდეგ წელს დადებითი ემოციებით უნდა შეხვდეს. ხოლო, ისეთი ცხოველისთვის, როგორიც ვეფხვია, სუფრაზე ხორციანი კერძი აუცილებლად უნდა იყოს. ხორცის სახეობას კი, მნიშვნელობა არ აქვს. საზეიმო სუფრაზე ასევე უნდა იყოს მწვანილი, ბოსტნეული და ხილი.

ხორციანი კერძები

საახალწლო სუფრისთვის სავსებით შესაფერისი იქნება ფრინველის (ქათამი, იხვი, ინდაური), ცხვრის ან ღორის ხორცით მომზადებული კერძები. ხოლო, საქონლის და ხბოს ხორცის მომზადებისგან, უმჯობესია, თავი შეიკავოთ. არსებობს ლეგენდა იმის შესახებ, რომ თითქოს, ხარმა ვეფხვი დაამარცხა. ამიტომ, აღმოსავლეთში, ამ ცხოველებს ყველაზე საშიშ მტრებად თვლიან.
ხორცის მომზადება კი, უმჯობესია ერთ დიდ ნაჭრად. ხოლო, უშუალოდ, სუფრაზე მიტანის წინ, შეგიძლიათ დაჭრათ, რადგან ვეფხვი მარტოხელა ცხოველია და არასდროს ჭამს ერთი ჭურჭლიდან სხვებთან ერთად. რაც შეეხება თერმულ დამუშავებას, ვეფხვი შემწვარი ხორცის წინააღმდეგი არ იქნება. თუმცა, ხორცის მომზადება ბოსტნეულთან ერთადაც შეიძლება. თუ შესაძლებლობა არსებობს, იდეალური ვარიანტი მწვადი იქნება.

ბოსტნეული

რადგან საახალწლო სუფრაზე ხორცი იქნება, რომელიც საკმაოდ მძიმე საკვებად ითვლება, მასთან ერთად, აუცილებლად უნდა იყოს ბოსტნეული ან ბოსტნეულით მომზადებული კერძები. ასევე შეგიძლიათ, სუფრაზე ნებისმიერი მწნილის მიტანა.

ვეფხვს ესიამოვნება, თუ ხორცის გარნირი ყვითელი ან ნარინჯისფერი იქნება. ამ ეფექტის შესაქმნელად კი, შეგიძლიათ სტაფილო, ზაფრანა ან კურკუმა გამოიყენოთ. საახალწლო მენიუში აუცილებლად უნდა იყოს სალათებიც და ასევე შეგიძლიათ, სოკოს და ქათმის ხორცის ჟულიენიც მოამზადოთ.

დესერტები

რაც შეეხება დესერტებს, ეს შეიძლება იყოს კლასიკური ნაპოლეონი ან ჰაეროვანი პანაკოტა. სუფრაზე შეგიძლიათ მიიტანოთ ფუმფულა «ბრაუნი» ან ორფეროვანი კექსი – «ზებრა».

სასმელები

გამაგრილებელი სასმელები უნდა იყოს ბუნებრივი და სასურველია, ყვითელი ან ნარინჯისფერი შეფერილობის. ეს შეიძლება იყოს ვაშლის, ფორთოხლის ან ანანასის წვენები ან კომპოტი. ვეფხვს მოეწონება, თუ ოჯახის დიასახლისი უალკოჰოლო სასმელს თავადვე მოამზადებს.

ხოლო, სპირტული სასმელის შერჩევისას, ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ ის, ასევე, ყვითელი შეფერილობის უნდა იყოს. მაგ., შამპანური, თეთრი ღვინო ან ღია ფერის ხილის ლიქიორი.

რა არ უნდა იყოს საახალწლო სუფრაზე

რადგან ვეფხვს თევზის დაჭერა არ შეუძლია, შეგიძლიათ, საერთოდ უარი თქვათ ზღვის პროდუქტებზე. თუმცა, თუ გინდათ, რომ სუფრაზე თევზეული იყოს, შეგიძლიათ თქვენი საყვარელი კერძი მოამზადოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მთავარი კერძი სუფრაზე, ხორციანი უნდა იყოს.

საახალწლო მენიუდან უნდა გამორიცხოთ მარცვლეული და ბურღულეული. ამ პტოდუქტების ჩანაცვლება კარტოფილით ან სხვა ბოსტნეულით შეგიძლიათ.

და ბოლოს, კერძების უფრო სურნელოვანი და გემრიელი რომ იყოს, მომზადებისას, სუნელები გამოიყენეთ. ეს ძალიან კარგი მეთოდია იღბლის და წლის მთავარი სიმბოლოს – ვეფხვის, კეთილგანწყობის მისაზიდად, რადგან მას მკაფიო და ძლიერი არომატები მოსწონს.


image

არხის სხვა სიახლეები:


image


1. ვინ და როგორ მოპარა ედუარდ შევარდნაძეს ოქროს საათი – ქურდობის დაუჯერებელი ისტორია

2. კრიშნას ჩაძირული ქალაქი

3. პარაკასის კულტურის უცნაური თავის ქალა

4. მაიკლ ჯექსონი ნამდვილად ზეადამიანი იყო!.. და ამის სამეცნიერო მტკიცებულება არსებობს

5. 12 მოულოდნელი ფაქტი ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ, რომელიც ბევრმა არ იცის

6. «მომავალ წელს სულს მოვითქვავთ»... რა იწინასწარმეტყველა ვანგამ და ნოსტრადამუსმა 2022 წლის შესახებ

2
459
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
459
  
1 იანვარი, 17:10
თქვენგან გამკვირვებია ქალბატონო ლალი, ჩინური "აჯაფსანდალის" გადმოღება გვინდა ქართველებს?
ქართულ მთვარის ფაზების ცოდნას ვივიწყებთ და აზიურ უაზრობას ვთავაზობთ ერს, პრესით თუ მედიით.
ვეფხვი და ზოდიაქოს ნიშნები კი არ ჰქმნის კარგ თუ ცუდ ცხოვრებას, ჩვენ ვიქმნით კარგ თუ ცუდ ცხოვრებას.
პატივისცემით თქვენდამი
2021, 16 დეკემბერი, 14:59
გავითვალისწინოთ, ხომ!? :)))
0 1 2