x
მეტი
  • 17.01.2022
  • სტატია:116262
  • ვიდეო:353081
  • სურათი:490136
მეზიზღბით ყველა, ვინც 15 წლის ბავშვის მოკვლას შეესწარით და ხმას არ იღებთ, სანამ თქვენამდე არ მოვა სიკვდილი იყავით ასე ჩუმად

image15 წლის ბიჭი მოკლეს თბილისში, მიზეზი არავინ იცის ზუსტად, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს მიზეზი მაინც საზოგადოებაა დამნაშავე.

დავიწყოთ იმით, რომ არასრულწლოვნები გვიან ღამით არ უნდა დადიოდნენ უფროსი თანხმლების გარეშე (მომატებული კრიმინალის და შარის მაძიებლების მომატების გამო).

მშობელს სახლში როგორ უნდა გეძინოს მშვიდად როცა შენი შვილი არ იცი სადაა, ვისთანაა ან რას აკეთებს!

ცალკე თემაა საზოგადოების ის ნაწილი რომელიც ოკუპანტი რუსებივით მძულს, მივა პოლიცია გამოსაკითხად თევზივით დუმან, მივლენ ჟურნალისტები-კარებიდან იჭვრიტებიან, "არაფერი დაუნახავთ" და "არაფერი გაუგონიათ".

ნაძირლები ხართ, არაკაცები და არაქალები, მშიშარა და ჭირიანი ვირთხები.

ღმერთმა დამიფაროს ვინმეს ან ვინმეს შვილს ცუდი ვუსურვო, მაგრამ თქვენ ისეთი გამორჩეული არამზადები ხართ დარწმუნებული ვართ რომ ხედავდეთ თუ როგორ კლავენ თქვენი კარის მეზობელს ხმას არ ამოიღებთ მანამ, სანამ სიკვდილი თქვენს ოჯახს არ მოაკითხავს.

აი მერე ამოიდგამთ ენას, მაგრამ გვიან იქნება, წარმოუდგენლად გვიან, მაგრამ ოხვრა და ვიშვიში არ გააცოცხლებს მიცვალებულებს.

ამიტომ დაივიწყეთ ყველა და ყველაფერი, აიღეთ თავზე ხელი და როცა ხედავთ თუ როგორ კლავენ ნაბი*ვარი მშობლების ვერგაზრდილი ნაბი*ვარი შვილები თანატოლს, აუცილებლად ჩაერიეთ ნებისმიერი ხერხით და ფორმით.

ვინ გაგზარდათ, სად გაიზარდეთ თქვენ ვიგინდარებო, ერთს ათი ესხმით თავს და ამასაც არ ჯერდებით, დანით კლავთ თანატოლს.

ასე რამ დაგადედლათ ან ვინ დაგადედლათ, ვინა ხართ, რა ჯიშის და რა ჯილაგის, ან ძმა არ გყავთ უფროსი ჭკუის დამრიგებლად ან ვინმე ისეთი ვინც აგიხსნით, რომ ჯერ უაზრო ჩხუბია უაზრობა, მერე ათი-ერთზე არაკაცობაა, ხოლო დანის გამოყენება რომ ლაჩრის და არაკაცის საქმეა?

ვაი თქვენ და უი ჩვენ ასეთი თაობის გადამკიდეებ, ჩვენ განსაკუთრებით რადგან არ გავლებთ ქეჩოში ხელს და ყურით არ მიგვყავხართ პოლიციაში.

ემოციისათვის ბოდიშს ვუხდი მკითხველს.

0
315
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
315