x
მეტი
  • 17.01.2022
  • სტატია:116262
  • ვიდეო:353081
  • სურათი:490136
"არასდროს მითქვამს, რომ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ვარ" - ლიონელ მესი

image

პსჟ-სა და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ თავისი მოსაზრებები გაუზიარა თაყვანისმცმლებს მეშვიდედ "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ, რომელიც ყოველი წლის ბოლოს საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა.

„არასოდეს მითქვამს, რომ ისტორიაში საუკეთესო ვარ. არც მიცდია ამ აზრის თავში გაელვება. ის, რომ ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოს მეძახიან, უკვე საკმარისზე მეტია. ბოლოს და ბოლოს, ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთ რამეს“, - ციტირებს France Football-ი მესის სიტყვებს.

მისი თქმით, მას არ აინტერესებს საუკეთესოდ მიიჩნევენ თუ არა, რადგან არასდროს სურდა ასეთი რამე. სპორტსმენმა აღიარა, რომ არც აპირებდა უამრავი ადამიანის კუმირი გამხდარიყო და რაიმე რჩევები მიეცა, არამედ მხოლოდ იბრძოდა თავისი მიზნების შესრულებისთვის.

„თავიდან ვოცნებობდი გავმხდარიყავი პროფესიონალი ფეხბურთელი, შემდეგ კი ვიბრძოდი წინსვლისთვის და ვცდილობდი ყოველ წელიწადს ახალი მიზნებისთვის მიმეღწია. ასეთ მომენტებში ცოტა იღბალიცაა. მე მჯერა, რომ ღმერთმა გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი ჩემთან მოეხდიან“, - დასძინა მესიმ.

34 წლის მესი, არის კლუბი "პარი სენ-ჟერმენის"და არგენტინის ნაკრების კაპიტანი, საუკეთესო ბომბარდირი ესპანეთის, ბარსელონასა და არგენტინის ნაკრების ჩემპიონატის ისტორიაში. აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად . არის "ოქროს ბურთის" შვიდგზის და ექვსგზის "ოქროს ბუცის" მფლობელი.

"ბარსელონას" აკადემიის კურსდამთავრებულმა ამ კლუბთან ერთად მოიგო ესპანეთის ათი ჩემპიონატი, ოთხჯერ უეფას ჩემპიონთა ლიგა, შვიდჯერ ესპანეთის თასი, რვაჯერ ესპანეთის სუპერთასი, სამი ევროპის სუპერთასი და სამი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და ამერიკის თასი არგენტინის ნაკრებში.


image

ასევე იხილეთ


ფორვარდთან ინციდენტი გასახდელში მოხდა. ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ, როგორც ცნობილია ამ ზაფხულს იტალიური იუვენტუსიდან ინგლისურ მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა. თავის მხრივ, იუვენტუსმა გამოუშვა დოკუმენტური ფილმი ყველა ან არაფერი, რომელშიც, სხვა მომენტებთან ერთად, ნაჩვე...




ბარსელონას ათობით მილიონი ევრო აქვს გადასახდელი თავის ყოფილ თავდამსხმელზე ლიონელ მესიზე. ამის შესახებ Sport იუწყება. კლუბს საკონტრაქტო ვალდებულებები აქვს თავდამსხმელის მიმართ, რომელიც არ შეუსრულებია.არა და მესიმ უკვე დატოვა ესპანური კლუბი და გადავიდა "პარი სენ-ჟერმენში" გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით. "ბარსელონა"-ს ა...


ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის პარალელურად სამხრეთ ამერიკაში მიმდინარეობს ამერიკის თასის(Copa America) გათამაშება, ისევ როგორც ევროპაში, იქაც დასასრულს უახლოვდება ასპარეზობა, 6 ივლისს გაირკვევა ნახევარფინალისტების ვინაობა(არგენტინა-კოლუმბია)(ბრაზილია-პერუ), ხოლო 10 ივლისს გამოვლინდება მორიგი გამარჯვებული. ტურ...


1)სხვათა შორის, 1980/1981 წლების თასების თასის სეზონის გათამაშებაში დინამო თბილისი ... შემთხვევით მოხდა. 1979 წლის სსრკ ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა, 1980/1981 წლების სეზონში დინამო უეფას თასზე უნდა გასულიყო. საქმე იმაშია, რომ ევროთასების კენჭისყრა ივლისის დასაწყისში გაიმართა, ხოლო 1980 წლის სსრკ თასის ფინალი მოსკოვის...


"იუვეტუსის" ნახევარმცველი ვესტონ მაკენი რეალობას ცოტა ხნით მოწყდა სერია A- ს 24-ე ტურში "ვერონასთან" მატჩის დროს. როგორც გაირკვა, მომხიბლავი ჟურნალისტის თვალისმომჭრელმა სილამაზემ ფეხბურთელს პირი დააღებინა. 22 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა, სათადარიგო სკამზე ყოფნის დროს, თვალი ვერ მოწყვიტა მშვენიერ ჟურ...

0
106
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0