x
მეტი
  • 17.01.2022
  • სტატია:116262
  • ვიდეო:353081
  • სურათი:490136
რა თქვა სააკაშვილმა სასამართლოში უფროსი ვაჟის შესახებ...

ყოველთვის ყურადღბის ცენტრში იყო... საზოგადოებას აინტერესებს ყველა მნიშვნელოვანი თუ ნაკლებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ყოფილი პირველი პირი ს და მისი ოჯახის წევრების შესახებ.

ambebi.ge აქვეყნებს მიშა სააკაშვილის განცხადებას უფროს ვაჟის შესახებ.თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, სა­კუ­თარ პრო­ცეს­ზე, მი­ხე­ილ სა­ა­კა­აშ­ვილ­მა ვა­ჟის, ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­ნათ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. ექ­სპრე­ზი­დენ­ტის თქმით, ამა­ყია იმით, რომ მან არა­ერთ ახალ­გაზ­რდას გა­უკ­ვა­ლა გზა უცხო­ეთ­ში და მათ შო­რის სა­კუ­თარ შვილ­საც.

"ედუ­არ­დი არის ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის წიგნ­ში შე­ვი­და, კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­კორ­დით. მარ­ტო ამის­თვის ეკუთ­ვნო­და მას სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა და სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, არ­ცერთ კა­ნონ­ში არ წე­რია, რომ პრე­ზი­დენ­ტის ოჯა­ხის წევ­რის და­ფი­ნან­სე­ბა არ უნდა მოხ­დეს. ეს არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ხში­რად არ მე­თან­ხმე­ბა. შემ­დეგ იყო სხვა პროგ­რა­მა, რო­მელ­ზეც ბა­ბუ­ა­მის­მა და­უ­ფი­ნან­სა გა­ნათ­ლე­ბა და იყო სა­უ­კე­თე­სო სტუ­დენ­ტი კურ­სზე. ახლა შე­გიძ­ლი­ათ ნა­ხოთ, დღე­გა­მოშ­ვე­ბით არის BBC-ზე, CNN-ზე და სხვა ტე­ლე­არ­ხებ­ზე. მე ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ ჩემი შვი­ლით და ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ, იმ ფონ­ზე როცა არა­ერ­თი მი­ლი­ო­ნი დავ­ხარ­ჯე ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე, ჩემს შვილ­საც გა­ვუხ­სე­ნი გზა. თუ ვინ­მე უარ­ყოფს, რომ ის ნი­ჭი­ე­რია, ეს თქვე­ნი შე­ფა­სე­ბის თე­მაა" - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.


image

ედუარდ სააკაშვილი დაიბადა 1995 წლის 22 ივლისს. სწავლობდა ამერიკის სუორტ-მორის კოლეჯში, რომელიც 2017 წელს დაამთავრა. იგი პროფესიით ჟურნალისტია, მუშაობს რადიოპროგრამების პროდიუსერად და თანამშრომლობს BBC-ის „National Public Radio“-სთან. ის დაქორწინდა თავის სვარტმორის(პენსილვანია) კოლეჯელ შეყვარებულზე ადინე მელვუს-პეტრუსზე. ადინა მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში და ინტენსიური სწავლის მეთოდით ეუფლება ქართულს.

0
147
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0