x
მეტი
  • 28.01.2022
  • სტატია:116494
  • ვიდეო:353159
  • სურათი:490340
ირანის ნეოლითური ხალხი
ირანის ნეოლითური ხალხი


ირანის ნეოლითური ხალხი / ირანელი ნეოლითური ხალხი (Iran Neolithic / Iranian Neolithic people) ჩამოყალიბდნენ კავკასიელი მონადირე-შემგროვებლებისგან. კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები გამყინვარების დასასრულის შემდეგ, მას მერე, რაც მოიხსნა ბუნებრივი ზღუდეები ყინულის საფარის დადნობის შემდეგ, დასავლეთ საქართველოდან გავრცელდნენ გარშემო რეგიონებში ძვ.წ. 12500 წლიდან. ჯერ დღევანდელი თურქეთის აღმოსავლეთის, ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე, შემდეგ კი გზა განაგრძეს სამხრეთისკენ და დაიკავეს ირანის ტერიტორია. ისინი ირანში ძვ.წ. 8000 წლისთვის გადავიდნენ მიწათმოქმედებაზე და მეცხოველეობაზე (დაახლოებით 1000 ან 1500 წლით ადრე, ვიდრე საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილი კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები), კერძოდ მათში უფრო გავრცელებული იყო მეცხვარეობა და ჰყავდათ მოშინაურებული თხები. დღეს მეცნიერები ამ მოდგმას უწოდებენ ირანელ ნეოლითურ ხალხს, ირანელ მიწათმოქმედებს, ირანელ ფერმერებს ან ნეოლითის ირანელებს. მათ მეტი საერთო ჰქონდათ დღევანდელ ქართველებთან, ვიდრე ირანის ტერიტორიაზე შემდგომში მოსულ ინდო-ევროპულ ენებზე მოლაპარაკე ხალხებთან, თუმცა დღევანდელი ირანის ხალხთა ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი როლი ითამაშეს ნეოლითურმა ირანელებმა (დღევანდელი ირანის ტერიტორიაზე განსახლებულმა და მიწათმოქმედებაზე გადასულმა ყოფილმა კავკასიელმა მონადირე-შემგროვებლებმა). ამ ხალხმა ძვ.წ. 4000 წლიდან მიაღწია თურქმენეთის ტერიტორიას და დაიწყო იქ მიწათმოქმედების გავრცელება. ირანში მიწათმოქმედება იმიტომ გავრცელდა უფრო სწრაფად, ვიდრე საქართველოს ტერიტორიაზე, რომ პირველად სწორედ ჩრდილოეთ ირანთან ახლოს, მესოპოტამიაში დაიწყო ხალხმა მიწათმოქმედება დაახ. ძვ.წ. 11, 000 წლიდან. ირანის ნეოლითურმა ხალხმა მიაღწია პაკისტანს და ჩრდილოეთ ინდოეთს ძვ.წ. 6000 წლისთვის და ინდის ველის ცივილიზაციის ხალხის ნახევარი გენეტიკა ჩამოაყალიბა.


ირანის ნეოლითური ხალხის გენეტიკის გავრცელება დღეს


ყველაზე ადრეული ინდივიდი, რომელსაც გენეტიკური კვლევა ჩაუტარდა და იყო ნეოლითური ირანის ხალხის წარმომადგენელი აღმოჩენილია განჯ დარეში, ცენტრალურ ზაგროსის მთიანეთში, ჩრდილოეთ ირანში, ქერმანშაჰში, გამას-აბის ველზე და ცხოვრობდა ძვ.წ. 8000-7700 წლების შუალედში. სწორედ აქ დასტურდება თხების ყველაზე ადრეული მოშინაურების კვალი ძვ.წ. 8000 წლიდან, ამ ხალხს მოჰყავდა ასევე ქერი. აქვე აღმოჩენილია მცირე დასახლება, სადაც ერთდროულად ასობით ადამიანი ცხოვრობდა, ეს ერთ-ერთი იყო იმ მრავალი სოფლიდან, რომელიც ირანის ტერიტორიაზე არსებობდა ნეოლითურ პერიოდში. ამ სოფლის მოსახლეობიდან 56 მათგანის ჩონჩხების ნარჩენები იქნა აღმოჩენილი. მაგალითად განჯ დარეს მე-13 სამარხში ნაპოვნი იქნა 3 ინდივიდი, აქედან ერთ-ერთი იყო 30-დან 50 წლამდე ქალბატონი, რომელსაც მეცნიერებმა უწოდეს ჯერ 13A ან GD13a. ეს ნეოლითური სოფელი წარმოიქმნა ძვ.წ. 7950-7650 წლებში და სამი საუკუნის განმავლობაში იარსება. გატესტილ ქალს - GD13a-ს აღმოაჩნდა კავკასიელი მონადირე-შემგროვებლების დამახასიათებელი მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათესი ჰაპლოჯგუფი X, კერძოდ ქვეჰაპლოჯგუფი X2, რომელიც ახლო აღმოსავლეთიდან შემდგომ პერიოდში ევროპაშიც გავრცელდა. ავტოსომური დნმ-ის კვლევით აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები ძალიან ახლოს იყვნენ დასავლეთ საქართველოში წარმოშობილ კავკასიელ მონადირე-შეგროვებლებთან და აქედან გამომდინარე იამნაიას ხალხთანაც. დღევანდელი მცხოვრები ეთნოსებიდან ყველაზე მეტად ქართველებთან, ასევე გენეტიკური ნათესაობა ჰქონდათ სამხრეთ აზიაში მცხოვრებ ეთნოსებთან, მაგალითად ცენტრალურ სამხრეთ აზიაში მცხოვრებ ისეთ ხალხებთან, როგორიცაა მაკრანები, ბალოხები და ბრაჰუები, ვინაიდან ინდოეთ-პაკისტანის კულტურების და ეთნოსების ჩამოყალიბებაში ირანის ნეოლითურმა ხალხმა დიდი წვლილი შეიტანა ინდოეთისკენ მიგრაციის გზით.



წყარო: The genetics of an early Neolithic pastoralist from the Zagros, Iran - Nature;



კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
103
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0