x
მეტი
  • 28.01.2022
  • სტატია:116492
  • ვიდეო:353159
  • სურათი:490340
"სანდრა არ იყო კორუფციონერი? ამ ხარჯების მეხუთედი სანდრაზეა" - რას აცხადებს მიხეილ სააკაშვილი

image


დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა, სადაც ექსპრეზიდენტმა ბევრ თემაზე ისაუბრა, მათ შორის, როგორც ე.წ. "პიჯაკების საქმზე", 7 ნოემბერსა და მის შემდგომ პერიოდზე და ასევე ყოფილი ცოლის, სანდრა რულოვსის პასუხისმგებლობაზეც. უცვლელად გთავაზობთ ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე წარმოთქმული ვრცელი სიტყვიდან მოკლე ამონარიდს.


"ამ ხარჯების მეოთხედი, მეხუთედი სანდრაზეა. გაიხსენეთ, რომ სანდრამ შემოიტანა ამ ქვეყანაში 100 მილიონი ევროს გრანტები სამედიცინო სექტორში. სანდრას მეშვეობით 4-ჯერ ნაკლები ქართველი ქალი კვდება მკერდის კიბოთი, ვიდრე მანამდე, ყველა ციხის ექიმი გეტყვით, სანდრას ჯანდაცვისთვის ციხეში რამდენი რამ აქვს გაკეთებული.


სანდრა არ იყო კორუფციონერი? გენერალური ასამბელის სესიაზე ერთად ვიყავით და აღმოაჩნდა სასწრაფო ონკოლოგიური პრობლემა, სასწრაფო ოპერაცია გავუკეთეთ, დაჯდა საკმაოდ ძვირი თანხა, ეს საქმე რატომ არ არის შეტანილი?!", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გამართულ პროცესზე.


0
248
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
248