x
მეტი
  • 28.01.2022
  • სტატია:116490
  • ვიდეო:353158
  • სურათი:490340
"იეჰოვას მოწმეებს" დღემდე დასცინიან მიცვალებულთა აღდგომის გამო, ქართველების უმეტესობას არც სახარება აქვს წაკითხული და არც პატრიარქის ქადაგებიდან გაუგია რამე"
image

"სხვათაშორის, ილია მეორე ხშირად ახსენებს ხოლმე მეორედ მოსვლას, მაგრამ არასოდეს განუმარტავს და უქადაგია სრულყოფილად, კატეხეტურად (საეკლესიო სწავლებითად), თუ რას ნიშნავს "მეორედ მოსვლა", არასოდეს უქადაგია მიცვალებულთა საყოველთაო აღდგომაზე და ქართველი "მართლმადიდებლების" უმეტესობამ დღემდე არც კი იცის, რომ ეს ქრისტიანობის ერთერთი მთავარი და სახარებისეული სწავლება-დოგმატია, და "იეჰოვას მოწმეებს" დღემდე დასცინიან მიცვალებულთა აღდგომის ქადაგების გამო.

ესე იგი, ქართველების უმეტესობას არც სახარება-სამოციქულო აქვს წაკითხული და არც პატრიარქის და სამღვდელოების ქადაგებიდან არასოდეს გაუგია ამაზე არაფერი, არადა ნათლობის დროს წარმოითქმება მრწამსი მოსანათლის, ან ნათლიის მიერ (უკიდურეს შემთხვევაში მღვდლისგან), სადაც ბოლო, მე-12 მუხლი მიცვალებულთა საყოველთაო აღდგომის აღიარებას ეხება ("მოველი აღდგომასა მკვდეთით და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნისასა."). ესე იგი, ქართველების სრული უმრავლესობა ინათლებიან ისე, რომ არ იციან მრწამსი, არ იციან ქრისტიანული რელიგიის ელემენტარული და საყოველთაო სწავლება", - წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

წინა თემა ისევ, პატრიარქს ილია მეორეს შეეხება, სადაც ილია ჭიღლაძე წერს, რომ იგი პატრიარქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მადიდებელი იყო და თუ რამ უქადაგია ყველაფერი ზეპირად იცოდა, თუმცა ბოლო 5-6 წელიწადია მის მიმართ ინტერესი დაკარგა და თუ რატომ პოსტში განმარტავს:

"უამრავი წლის მანძილზე ვუსმენდი და ვკითხულობდი მის ქადაგებებს ხოლმე, ეს ბოლო ხუთი-ექვსი წელი იქნება ინტერესი დავკარგე, ადრე კი ღრმა ბავშვობიდან მოყოლებული არაფერს ვტოვებდი მისას, სატელევიზიო ინტერვიუ, ნაბეჭდი, ვიდეო, თუ ონლაინ, ყველაფერს გაფაციცებით ვადევნებდი თვალსა და გულში ვიბეჭდავდი, ის ხომ ჩემი კერპი იყო, ეს ილიამადიდებელი ტყაჭები სად ჭურში ისხდნენ, ზოგიც დაბადებულიც არ იყო, მე რომ ილია მეორის ფოტოები, გამოცემები და ყველაფერი საფიცრად მქონდა სულ ცოტა 30 წლის უკან (მაშინ რვა წლის ვიყავი). ხოდა რაზე არ უქადაგია, იმაზეც კი, რომ ჰიგიენა დაიცავით, საცვალი ყოველდღე გამოიცვალეთ, ხშირად დაიბანეთ, თეთრეული მალიმალ გამოცვალეთ და ასე შემდეგ.

არ ვაჭარბებ, სამების ამბიონიდან უქადაგია ამაზე და ვერ ვიტყვი რომ საჭირო არ იყო ეს ქადაგება ხალხისათვის, მაგრააამ არასოდეს უქადაგია მაგალითად, რ ო მ: აუცილებელია კანონმორჩილება ადამიანისთვის/საზოგადოებისთვის, სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, რომ კრიმინალური მენტალიტეტი ანტიქრისტიანულია, საეკლესიო კანონების დაცვა და გამოყენება ეკლესიაში სავალდებულოა, პუტჩისტები დამნაშავე სისხლიანი მოღალატეები არიან და უნდა შეინანონ, არასოდეს დაუგმია ჯაბას და მისი ხუნტის მიერ ქუჩებში მშვიდობიანი მიტინგების დახვრეტა, სამეგრელოს აწიოკება, არასოდეს აუხსნია ხალხისთვის, რომ ხატებზე ოქრო-ვერცხლის და ბრილიანტების სამკაულების შეწირვა და ჩამოკონწიალება კი არაა ქრისტიანობა, არამედ გაჭირვებულთა და სნეულთა მიხედვა და ა.შ.

ერთი სიტყვით, ჩვენ ვიმკით რელიგიის ტოტალური აკრძალვის შემდგომ, 1980-იაბი წლებიდან დღემდე არასწორად ნაქადაგები რიტუალისტური "ქრისტიანობის" შედეგებს ჩვენს ერში და ამასობაში თბილისში და მთელ საქართველოში არაერთი ადამიანი შიმშილით, უწამლობით და ყინვით იხოცება, აიცრა მხოლოდ მოსახლეობის 35 პროცენტი, ყვავის კრიმინალი და კორუფცია და ასე შემდეგ...

P.S. და ეს მაშინ, როდესაც მოსახლეობის 80 თუ 90 პროცენტი მას უცხადებს უმაღლეს ნდობას და ავტორიტეტად მიიჩნევს".
image

ასევე იხილეთ


ბერი ნიკოლოზის მიმდევრებმა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ანტიქრისტედ გამოაცხადეს. მეფე TV-ზე გავრცელდა 25 წუთიანი დოკუმენტური ფილმი ილია მეორეზე, ფილმი, რომელის სახელია "ვინ არის სინამდვილეში ილია II "იწყება 1977 წლიდან, ანუ ილია მეორე შიოლაშვილის კათალიკოს-პატრიარქად აღსაყდრებით და შემდეგ კადრში ჩანს ედუარდ შევარდნაძე, რომელიც ამბ...



"დგება გიორგობა და ყველაზე მეტად უხარიათ წმ. გიორგის სახელობის ტაძრების მღვდლებს, ცოტას სულს მოითქვამენ, თუ ეპისკოპოსი არ აცლის ხელიდან: ცხვრები ცხვრებიი და ფულიიი, ბევრი სანთელი იწვის გიორგობას, უყვართ ქართველებს, ყოველ შემთხვევაში აქამდე უყვარდათ ბღუჯა-ბღუჯა სანთლების აალება ტაძრებში...



არ ვიცი ამას რა დავარქვა, რას ვწერ ან როგორ ვწერ, უბრალოდ მაქვს უკიდეგანო შოკი, მოკლედ ფსიქოლოგიური სტრესი მაქვს მიცვალებულები მესიზმრება მელანდება, სულიერად ვარ ძალიან აფორიაქებული და გადავწყვიტე ეკლესიაში მივსულიყავი ცოტა დასამშვიდებლად, მივედი ამაღლების ტაძარში რომელიც მდებარეობს საფიჩხიის ცენტრში, ვილოცე ჩემთვის მერე მამაოსთან მივე...





რადგანაც არცერთ მხილებულ ეპისკოპოსს არ ეყო სინდისი გადამდგარიყო, თანახმად საეკლესიო კანონებისა და მორალისა, იძულებული ვარ მთელს ქართველ ერს წარმოგიდგინოდ განსასჯელად, რათა იცოდეთ, თუ რა ხდება დედა ეკლესიაში. წმინდა კანონთა მიხედვით (მოც. 25, ბასილი დიდის 3, 7, 32, ნეოკ. 1, რუის-ურბ. 18) სიძვა-მრ...



45 წლის ნიტა მარი, (Nita Marie) კოლორადოდან, აღიარებს, რომ მისმა ქმარმა ყოველთვის არ იცის, რომ მათ უფალი აკითხავს საძინებელში და ამტკიცებს, რომ ისინი ამას კვირაში ორჯერ მაინც აკეთებენ, წერს გამოცემა Mirror-ი. Christian OnlyFans-ის მოდელი ამტკიცებს, რომ აქვს რეგულარული სექსი ღმერთთან - და რომ ეს არის საუკეთ...

0
516
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
516
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0