x
მეტი
  • 17.01.2022
  • სტატია:116262
  • ვიდეო:353081
  • სურათი:490136
ევროკომისიამ ოფიციალურად აკრძალა სიტყვა " შობა", რათა მიგრანტების რელიგიური გრძნობები არ შეურაცხყონ
image

ევროკომისიამ თავის თანამშრომლებს აუკრძალა ისეთი სიტყვების გამოყენება, რომლებიც შეიძლება იყოს შეურაცხმყოფელი სხვადასხვა ერის, კულტურის, რელიგიისა და სექსუალური ორიენტაციის ადამიანებისთვის.

შიდა და გარე კომუნიკაციებში ჩართული თანამდებობის პირებისთვის გამოქვეყნებულ ცნობარში სამარცხვინოდ ითვლება ისეთი ტერმინების გამოყენება, როგორიცაა „გეი“, „ლესბოსელი“ და თქვენ წარმოიდგინეთ „შობა“-ც კი.

"საშიში" სიტყვების ნაცვლად, შემოთავაზებულია მათი ნეიტრალური ანალოგიების გამოყენება. მაგალითად, კონკრეტული სექსუალური უმცირესობის დაკონკრეტების სანაცვლად, რეკომენდირებულია „ერთნაირსქესიან წყვილის“. გამოყენება, თუმცა ამ დროსაც ხომ შეიძლება შეცდეთ.

დოკუმენტში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა კონკრეტულად გენდერთან დაკავშირებულ საკითხებს. ახლა ჩინოვნიკებს ეკრძალებათ ისეთი სიტყვების გამოყენება, რომლებიც შეიცავს მამრობითი სქესის ფუძეს, მაგალითად, ინგლისურ სიტყვაში policeman, სიტყვის ნაწილი (man)მხოლოდ მამაკაცს ნიშნავს. შემოთავაზებული თუნდაც სიტყვა „ხელთქმნილი“(man-made) შეიცვალოს „ხელოვნურად შექმნილით“ და ფრაზის ნაცვლად „ცეცხლი ადამიანის (კაცობრიობის)უდიდესი მიღწევაა“ (აქ სიტყვა კაცი და ადამიანი სინონიმებია) გამოიყენოს გამოთქმა „ცეცხლი“ ადამიანების (და არა კაცობრიობის)უდიდესი მიღწევაა“.

ასევე რეკომენდირებულია ბევრი ენისთვის ტრადიციული ჩამონათვალის უგუველყოფა.

მაგალითად როდესაც პირველად ჩამოვთვლით მამაკაცებს და მათ სოციალურ როლებს, ან მშობლებზე საუბრისას „მამა და დედა“ ჟღერს არაინკლუზიურად. სხვათა შორის, შავ სიაში მოხვდა მიმართვა „ქალბატონებო და ბატონებო“, რომლის ნაცვლად შემოთავაზებულია გამოყენებული იქნას „ძვირფასო კოლეგებო“.

გარდა ამისა, მოხსენების დროს ილუსტრაციების არჩევისას, ევროკომისიის ოფიციალური პირები უნდა ცდილობდნენ უზრუნველყონ, რომ სურათებში „ქალები და გოგონები არ იყვნენ წარმოდგენილი სახლში ან პასიურ მდგომარეობაში, ხოლო კაცები აქტიურები და თავგადასავლების მოყვარულები“.

ზოგიერთი სიტყვა შედარებით ცოტა ხნის წინ შევიდა აკრძალულთა სიაში. მაგალითად, "კოლონიზაცია" აიკრძალა იმ შემთხვეაშიც კი თუ კოსმოსის ათვისებაზეა საუბარი.

სიტყვა "შობაც", რომელიც მალე გვიახლოვდება აკრძალულთა სიაში აღმოჩნდა, მის ნაცვლად ახლა მხოლოდ სიტყვა "დღესასწაულები"უნდა იქნას გამოყენებული, რადგან მუსლიმი მიგრანტებისთვის ქრისტიანული დღესასწაულის ხსენება შეიძლება უსიამოვნო იყოს.

ევროკომიის ამ ტერმინების შიდა სახელმძღვანელო საზოგადეობას იტალიურმა გაზეთმა Il Giornale-მ გააცნო.



image

ასევე იხილეთ


მამოპლასტიკა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული პლასტიკური ქირურგიაა. ცნობილი ადამიანებისთვის კი, რომლებსაც არა გააჩნიათ ფინანსური შეზღუდვები, მკერდის ზომისა და ფორმის შეცვლა მათთვის იგივეა, რაც ჩვეულებრივ მოკვდავთათვის პურის მაღაზიაში წასვლა. ჰოლივუდის დივები საკუთარ გარეგნობისთვის არაფერს დაიშურებენ და ამ...



ყოფილი პოლიტიკოსი და ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოკუმენტური სერიალის "ჩვენი საქართველოს " ავტორი და წამყვანი ვასლი მაღლაფერიძე საინტერესო ტერმინზე საუბრობს, რომელიც აზერბაიჯანელმა მეგობარმა მიაწოდა: ყურძნის შეწუხება - ასეთი გამოთქმა აქამდე არასდროს გამეგონა, ჩემმა მეგობარმა საუბრისას უცებ სიტყვას მოაყოლა. ქართული მშვენივრად იცის, თუმც...




1973 წლის 17 მაისს სსრკ ს ისტორიაში ყველაზე დიდი ტერაქტი მოხდა. ჩიტას თავზე. 32 წლის მამაკაცმა სცადა თვითმფრინავის გატაცება და ჩინეთში გაფრენა, თუმცა მან ეს ვერ შეძლო.ამის შემდეგ მან ააფეთქა თვითმფრინავი. ბორტზე მომხდარ ტრაგიკული ისტორიის დეტალებს ქვემოთ მოგითხრობთ. 1973 წლის 17 მაისს, საღამოს, Tu-1...



გამოდის, რომ უცხოპლანეტელად ან უცხოპანეტელთა ხომალდად შეიძლება მოგეჩვენოთ ყველაფერი. ეს დამოკიდებულია გარემოებებზე და იმაზე, თუ რა დოზით გჯერათ, რომ უცხოპლანეტელები არსებობენ. 1-დირიჟაბლი Goodyear მიუხედავად იმისა, რომ Goodyear-ის სარეკლამო დირიჟაბლი ნახევარ საუკუნეზე მეტია საკულტოდ...


ინტერნეტმომხარებლები, რომლებსაც ამ დღეებში სარეცხი მანქანის ყიდვა სურდათ ონლაინ გაყიდვებში, გაცილებით მეტი მიიღეს, ვიდრე წარმოიდგენდნენ . უცნობმა გოგონამ კენტუკიდან(აშშ) გადაწყვიტა გაეყიდა სარეცხის მანქანა და საშრობი, რომელიც გოგონასვე თქმით იდეალურ მდგომარეობაში იყო. გოგონამ განცხადება "ფეისბუქზე" "ყი...


ბოტსვანაში ბებერი ლომი თავს დაესხა მძინარე მკვლევარს. თავის გადასარჩენად მამაკაცმა მხეცს დინგში მუშტი დაარტყა. ინციდენტი დეკემბრის დასაწყისში მოხდა ოკავანგოს დელტაში, სადაც ფრინველების დაცვის ფონდი Wild Bird Trust- ის ექსპედიცია დაბანაკდა. მტაცებელი კარვისკენ გაეშურა, სადაც 32 წლის გოტც ნიფი(Gotz Neef) იწვა და შიგნით შესვლა სცადა. კაცს გაეღვიძ...

3
313
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
313
  
2021, 16 დეკემბერი, 23:48
ლიბერალები რა შუაშია? თან ისეთი დროა,უნდა დააკონკრეტოთ რომელს გულისხმობთ,კლასიკურ თუ ნეოლიბერალიზმს. რაც შეეხება სიტყვების ჩანავცველბას,ეგ უფრო ფემინისტების შემოგდებულია. არცერთი კლასიკური ლიბერალიზმის ანუ ლიბერტარიანიზმის წარმომადგენელს ეგეთი რაღაც არასოდეს მოსვლია თავში და არც მოუვათ. უბრალოდ,ცრუ ინფორმაციები ვრცელდება და ადამიანებს აძულებენ ამ იდეოლოგიას,როცა ნეოლიბერალების და ფემინისტური ორგანიზაციების შემოგდებულია. მაგალითისთვის,ბაია პატარაიამ რაღაც თუ თქვა,მაშინვე ლიბერალიზმი ილანძღება,როცა ფემინსტი აქტივისტია. მესმის,რომ სოციალისტების პირველი მტრები ლიბერტარიანელები არიან,მარა ტყუილი მაინც სირცხვილია.
2021, 2 დეკემბერი, 9:22
ოჰ, ლიბერალებო, ყველა ქვეყნისა, რა გეშველებათ?((( ყურანში მარიამისა და იესოს სახელი მუჰამედზე მეტადაა მოხსენიებული... ისინი პატივს სცემენ ჩვენს წმინდანებს და შობის ხსენება მათთვის რატომ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი? მაშინ ნუ ივლიან შავი ბურქებითა და ჩადრებით შუა თბილისში, მეც ვიზაფრები და დისკომფორტი მექმნება მათი დანახვისას... თუ მე (პირობითად) არ უნდა ვახსენო ჩემთვის უდიდესი და უსაყვარლესი დღესასწაულის სახელი მათთან, მათაც პატივი სცენ ჩემს შეხედულებებს, ნება იბოძონ, რაა((
2021, 1 დეკემბერი, 16:16
მარაზმის ბენეფისი...
0 1 3