x
მეტი
  • 17.01.2022
  • სტატია:116262
  • ვიდეო:353081
  • სურათი:490136
საინტერესო ფრაგმენტი დოჩანაშვილის შემოქმედებიდან ...

image

გურამ დოჩანაშვილი -(1939-2021) ქართველი კლასიკოსი მწერალი, თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი.

გურამ დოჩანაშვილის შემოქმედების მთავარი თემებია სიყვარული, სიკეთე, შეუპოვარი ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და თავისუფლებისკენ სწრაფვა. მისი შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე და საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.

ახალგაზრდა დოჩანაშავილი შეუერთდა არალეგალურ პატრიოტულ ორგანიზაცია - "გორგასლიანს"17 წლის ასაკში, სკოლის მეგობრებთან ერთად, დააკავეს ანტისაბჭოური პროპაგანდის ბრალდებით და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოგვიანებით განაჩენი პირობითი სასჯელით შეეცვალა.

1962 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა, რის შემდეგაც ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომელი გახდა. ინსტიტუტში მუშაობისას მან მონაწილეობა მიიღო ათობით არქეოლოგიურ ექსპედიციაში.

გურამ დოჩანაშვილის პირველი წიგნი, მოთხრობების კრებული „მთის გადაღმა“ 1966 გამოიცა. ამავე წელს, მას და მის მეუღლეს - ნათელა სეფიაშვილს - პირველი შვილი შეეძინათ. დოჩანაშვილის მეორე შვილი - ირაკლი - 1968 წელს დაიბადა. 1990 წელს, 22 წლის ასაკში, ირაკლი დოჩანაშვილი აივნიდან გადავარდნით ტრაგიკულად დაიღუპა.

მისი ერთ-ერთ ყვლეაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოების "სამოსელის პირველის" გამოცემიდან ექვსი წლის შემდეგ დოჩანაშვილმა ნოველა" ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები". 1989 წელს რეჟისორმა ნინო ახვლედიანმა გადაიღო ფილმი "ბესამე", რომლის სცენარის ავტორი თავად დოჩანაშვილი იყო. მისი მოთხრობა " კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა " შესულია სასკოლო პროგრამაში.


........


ხომ არის ხოლმე “გადასატანი” დღეები… “ფეხზე ვერ დავდგები” დღეები…
“მეტი აღარ შემიძლია” დღეები… “დავიტანჯე” დღეები…
“მხრებჩამოყრილი დღეები…
“ყელში ამოვიდა” დღეები… გულგახეთქილი დღეები…
ამ დროს იცი რა უნდა ქნა?!
საკუთარი სხულიდან უნდა გამოხვიდე, შენს თავს მეგობარივით გვერდში ამოუდგე, შენივე ხელი მხარზე გადაიდო, წამოაყენო…
ასე ნაბიჯ-ნაბიჯ… ეს “მეზარება” დღეები რომ ჩამოიცილო მხრებიდან…
მერე უნდა დაითვალო ნაბიჯები… ოცამდე და პირიქით…
მანამდე სანამ, პატარა ნაპერწკლს არ დაინახავ სიცოცხლისას…
იმ “ტუჩებდაბუჟებული” დღეების გასაცრელად…
იმ “არაფერი აღარ მინდა” დღეების დასამარცხებლად…
– კიდევ რა უნდა ქნა?! – საკუთარ თავს დაელაპარაკე, გულახდილად უთხარი, გამოუტყდი ყველაფერში…
რა გინდა…
რატომ ხარ ასე…
იტირე!
თუ გულზე მოგეშვება იტირე!..
მერე აუცილებლად გაიცინებ, გულიანად გაიცინებ!..
მთავარია ეს “გადასატანი” დღეები გადაიტანო!..
“მეტი აღარ შემიძლია” – დღეებს არ მისცე გამარჯვების უფლება!..
მოითმინო…
საკუთარ თავს დაეხმარო სიხარულის დღეების დადგომამდე…
გამარჯვების დღეების დადგომამდე… “გამიმზიანდა” დღეების დადგომამდე…
ეს უნდა შეძლო!..
წინ უნდა იარო, არ უნდა დანებდე არავითარ შემთხვევაში!..
წაიქცევი? – ადგები!.. ასჯერ რომც წაიქცე – ასმეერთედ უნდა დადგე ფეხზე!.. ამაშია ცხოვრების აზრი!..
ეს არის გამარჯვების, მიზნის მიღწევის დღეების საწინდარი!..
უნდა ადგე!..
აუცილებლად უნდა ადგე და გააგრძელო გზა მზიანი დღეების ხათრით!..
საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად! საკუთარი ბედნიერების დღეების საპოვნელად!..
იპოვნე! აუცილებლად იპოვნე შენი თავი იმ “ჩავიძირე” დღეების ფსკერზე და გადაარჩინე!!!”

გურამ დოჩანაშვილი

0
90
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0