x
მეტი
  • 17.01.2022
  • სტატია:116262
  • ვიდეო:353081
  • სურათი:490136
როგორ გამოიყურება ვანო ჯავახიშვილის პატარა ორეული წლების შემდეგ? - ახალი ფოტოები
image

"ეს შოკისმომგვრელია" - რეალური ფოტო, თუ როგორ გამოიყურება ვანო ჯავახიშვილის პატარა ორეული წლების შემდეგ? წლების წინ რუსთავი 2-ის იუმორისტული გადაცემა „კომედი შოუ“ და ვანო ჯავახიშვილის შოუ ამ პატარა ბიჭუნას გადაცემებში ხშირად ეპატიჟებოდა და საზოგადოებას სახალისო განწყობას უქმნიდნენ.

იმდენად დიდი იყო მსგავსება მცირეწლოვან ბავშვსა და მსახიობ ვანო ჯავახიშვილს შორის, რომ ბავშვმა პოპულარობა უმალ მოიპოვა. ბევრს ის ვანოს შვილიც კი ეგონა. ბავშვი კომედი ჯგუფის საახალწლო კონცერტებშიც ხშირად მონაწილეობდა, რომელიც ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში იმართებოდა.

დიდი ხანია საზოგადოებას აღარ უნახავს და ის სახალისო ბიჭი რამდენიმე წელია საჯაროდ აღარ გამოჩენილა. გთავაზობთ ახალ ფოტოს - ნახეთ როგორ გამოიყურება ის პატარა ბიჭი დღეს, უკვე საკმაოდ მოზრდილი.


image

როგორც დათუნა კვირკვიას ფეისბუქის გვერდიდან ირკვევა, მან მიმდინარე წელს საჯარო სკოლა დაამთავრა. ის ხშირად მოგზაურობს ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ის ხშირად ჩნდება თბილისში სხვადასხვა კვების ობიექტებში, თუმცა ასაკის მატების გამო მას მაყურებელი რამდენად ცნობს, ეს უცნობია.



image

image

image

image

imageimage

image

ნანულის და გურამის წყვილი გახსოვთ? "ჰო, ჰო, დედაშენი, დედაშენი... ნეტავ, რუსიკო მომეყვანა ცოლად... ახლა უნდა მანერვიულო..." - იმედია გაგახსენდათ, ვანო ჯავახიშვილის მიერ შესრულებული პერსონაჟი გურამა და მისი მეუღლე ნანული, რომლის როლსაც მიშა ანდღულაძე ასრულებდა.

ჟურნალისტების მიერ ორეულის შესახებ დასმულ კითხვებს ვანო ჯავახიშვილი ასე პასუხობს:

- ვანო, ქუჩაში შენი ორეული რომ შეგხვდეს, როგორი რეაქცია გექნება?
- ჯერ გავშტერდებოდი, ცოტა აზრზე რომ მოვიდოდი, ვკითხავდი - შენ შენ ხარ თუ შენც მე ვარ-მეთქი (იცინის)? თუ აღმოჩნდებოდა, რომ ის ნამდვილად ის არის, ხოლო მე-მე, ახლოს გავიცნობდი და პურმარილზე დავპატიჟებდი...

- თუ გამსგავსებენ რომელიმე ცნობილ ადამიანს?
- პატარა ორეული - დათუნა კვირკვია რომ მყავს, ჩემი გადაცემის საშუალებით
მთელ საქართველოს გავაცანი. თუმცა ბევრი მსახიობ რობინ უილიამსს
მამსგავსებს, მაგრამ მე ვერ ვამსგავსებ ჩემს თავს, რადგან ბატონი რობინი
ხანში შესულია, მე კი ჯერ ისევ წიწკვი ვარ (იცინის).

1
2194
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
Mediator image
2194
  
2021, 2 დეკემბერი, 3:10
ლამაზი გოგოები გელოდებიან - Hot24.pw
0 1 1