x
მეტი
  • 28.01.2022
  • სტატია:116490
  • ვიდეო:353158
  • სურათი:490340
"კადრები ავტვირთე, და მესიჯი მომდის - გადმოდი მანქანაში"- ნახეთ, რა პოსტს ავრცელებს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში გორში, თავს გადამხდარი ერთი კურიოზული შემთხვევის შესახებ წერს და საკუთარ ფეისბუქმეგობრებს "გორის ქრონიკებად" წოდებულ ერთ სახალისო პოსტს უზიარებს.


"ამჯერად გორის ქრონიკები:


გაგანია სკანდალია, გიორგი ჩალაძემ ჩართვა უნდა გააკეთოს, გული მისკდება, კადრები ნანახი მაქვს, სამხედრო ექსპერტებთან ვრეკავ, თემო ჯანაშიასთან ვამოწმებ და უცებ, გორში ვართ და გორის კატლეტი არ ვჭამოთ?!-მეუბნებიან ბიჭები.


რა გორის კატლეტი, მიკროფონი დამიმაგრეთ შტატივზე, -დავაბრიალე თვალები.


გიორგი ჩავრთე, კადრები ავტვირთე, და მესიჯი მომდის-გადმოდი რა მანქანაში.


ჩავჯექი და კონტეინერით გორის კატლეტი, პიურე და საწებელი "ძმობის დუქნიდან"ჩანგალი, ბირჯომი, მშრალი, სველი ხელსახოციც კი ...


მთელი დღის მშიერი, ვარ, მარტო სუნიც მაბრუებს.


მერე ნიკოლოზ ყიფშიძის ცდაში მადაგონის შუ და ეკლერი გააძრეს, ბოლოს გემრიელი ყავა.


გადავრიე პოლიცია და სუსი-ბოლომდე მასკიროვკა ეგონათ ჩემი მძღოლის და მანქანის კაფე-კაფე სიარული.


ცალკე მე ვერ მტოვებდნენ და ცალკე იმათ


დაყვებოდნენ მორიგეობით." - წერს ელისო კილაძე.



შეგახსენებთ, რომ გუშინ, გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა გიორგი ჩალაძემ სკანდალური განცხადება გააკეთა და განაცხადა რომ გორის სამხედრო ჰოსპიტლის შიდა ეზოში, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პალატის ფანჯრებთან დგას მანქანა, რომელიც ელექტრომაგნიტურ ტალღებს ასხივებს, რაც ადამიანის ფსიქიკურ შეშლილობას, ჯანმრთელობის მოსპობასა და სიკვდილს იწვევს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მოუწოდა სახალხო დამცველს და დიპლომატიურ კორპუსს, შეისწავლონ ფაქტი და უმკაცრესი რეაგირება მოახდინონ.



"ჩვენი ქვეყნის მე-3 პრეზიდენტის ფანჯარასთან აყენია მანქანა, რომელიც ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს. ეს არის რუსულად, ჩვენი მთავრობისთვის გასაგებ ენაზე, ე.წ. "სისტემა კუპოლი", ანუ გუმბათი. მისი გამოსხივება მინიმუმ 100 მეტის რადიუსით სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის ყველა გარშემომყოფს, იწვევს [დაავადებებს] სისხლის გათეთრებიდან დაწყებული, ფსიქოლოგიური აშლილობით დამთავრებული. დღევანდელი ჩვენი კადრებით, რასაც თქვენ ნახავთ, ერთ კილომეტრზეა დაფიქსირებული გამოსხივება.


ეს იწვევს ადამიანის ფსიქიკურ შეშლილობას, ეს იწვევს ადამიანის ჯანმრთელობის მოსპობას და ეს იწვევს სიკვდილს. ამას შეუძლია მოკლას ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ამას შეუძლია მოკლას ყველა, ვინც კონკრეტულად ამ ფანჯრებთან, ამ მანქანასთან 100 მეტრის რადიუსში იმყოფება", — განაცხადა ჩალაძემ.




0
250
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
250