x
მეტი
  • 28.01.2022
  • სტატია:116494
  • ვიდეო:353159
  • სურათი:490340
მარადონა გულის გარეშე, რასპუტინი პენისის გარეშე - ცნობილი ადამიანები, რომლებსაც დაკრძალვამდე ორგანოები ამოაცალეს
image

რა აერთიანებს რასპუტინს, აინშტაინს, გალილეო გალილეის, ლენინს და მარადონას? - მათ გარდაცვალების შემდეგ ამა თუ იმ მიზნის გამო ორგანოები ამოაცალეს.

მარადონა - ცნობილი ფეხბურთელი, რომელიც 2020 წელს გარდაიცვალა, გულის გარეშე დაკრძალეს. ექიმ ნელსონ კასტროს თქმით, ორგანო ამოაცალეს მარადონას მისი მოპარვის შიშის გამო. ლეგენდარული სპორტსმენის გულშემატკივართა ჯგუფს, სავარაუდოდ, ასეთი განზრახვა ჰქონდა. მარადონას გული პროფესიონალი ფეხბურთელისთვისაც კი ძალიან დიდი აღმოჩნდა - 500 გრამს იწონიდა. თუმცა ზომამ არ უშველა – დიეგო გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

გალილეო გალილეი - დიდი იტალიელი ასტრონომი გარდაიცვალა 1642 წელს. 1737 წელს, ხელახალი დაკრძალვის დროს, უცნობმა პირებმა თილისმებად დაიტოვეს მეცნიერის რამდენიმე თითი, კბილი და ნეკნი. 2010 წელს აუქციონზე შეძენილი ცერა და შუა თითები დაემატა ფლორენციის მეცნიერების ისტორიის მუზეუმის კოლექციას, სადაც უკვე ინახებოდა გალილეოს კბილი და კიდევ ერთი თითი. ნაშთები გამოფენილია იტალიელი ასტრონომის ტელესკოპების გვერდით.

გრიგორი რასპუტინი - ციმბირელი გლეხი, რომელიც იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ოჯახის მეგობარი გახდა, 1916 წლის დეკემბერში სანკტ-პეტერბურგში მოკლეს. ამ დანაშაულის ბევრი დეტალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია.

რასპუტინის ცხედარი გაყინული მდინარიდან ამოიღეს. თავდაპირველად ის დაკრძალეს ცარსკოე სელოში, მაგრამ თებერვლის რევოლუციის შემდეგ ნეშტი იპოვეს და მისი კრემაცია მოახდინეს.

არსებობს ვერსია, რომლის მიხედვითაც, თავად მკვლელებმა ან ექიმებმა, რომლებმაც გაკვეთა ჩაატარეს, რასპუტინს პენისი მოაჭრეს. შემდეგ პენისი საფრანგეთში გაიტანეს და რუსეთში მხოლოდ 2000 წელს დააბრუნეს. ახლა ეს საოცარი ექსპონატი იგორ კნიაზკინის კოლექციიდან ინახება სანკტ-პეტერბურგის ეროტიკის მუზეუმში.

ალბერტ აინშტაინი - მე-20 საუკუნის უდიდესი მეცნიერი 1955 წელს დაკრძალეს ტვინისა და თვალების გარეშე - ისინი აინშტაინის გარდაცვალებიდან 7 საათის შემდეგ ამოიღეს. ერთ-ერთი ვერსიით, ეს მოთხოვნა ანდერძში თავად ფიზიკოსმა ჩაწერა. დამშვიდობება ვიწრო წრეში შედგა, ცხედრის კრემაციის შემდეგ, ფერფლი ქარში გაფანტეს.

ამოღებულმა ორგანოებმა მიწიერი მოგზაურობა აინშტაინისგან განცალკევებით განაგრძეს. 240 სეგმენტად ამოკვეთილი ტვინი დიდი ხანია სამეცნიერო კვლევის ობიექტი გახდა. თვალები მეცნიერის მკურნალ ექიმს გადაეცა, რომელიც 2009 წელს გარდაიცვლა ითვლება, რომ აინშტაინის მხედველობის ორგანო კვლავ ინახება მის სეიფში.

ლენინი - ლენინის დაკრძალვა შედგა 1924 წლის 27 იანვარს წითელ მოედანზე. ერთი ვერსიით, მისი ბალზამირების იდეა სტალინს ჯერ კიდევ 1923 წლის შემოდგომაზე გაუჩნდა. სიკვდილის შემდეგ ილიჩის ტვინი ამოიღეს (დამატებითი შესწავლისთვის) და ცხედარი სპეციალურად აშენებულ მავზოლეუმში მოათავსეს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს იყო ლაბორატორია, სადაც მეცნიერები იბრძოდნენ საბჭოთა ლიდერის ცხედრის შესანარჩუნებლად. შედეგად, მათი ძალისხმევა წარმატებით დაგვირგვინდა და ლენინის ნეშტი საჯაროდ გამოფინეს მავზოლეუმში.



image

ასევე იხილეთ


ნიღბიანმა ბიჭებმა დაარბიეს დაწესებულება, საიდანაც წინა დღეს მიგრანტებმა ადგილობრივი გერმანელი გააძევეს. გერმანიანიამ, როგორც ცნობილია ქალბატონი მერკელის კეთილგანწყობის წყალობით, ოფიციალურად მარტო ბოლო წლებში 1 მილიონი მიგრანტი მიიღო სირიიდან. ავღანეთიდან, ერაყიდან და სხვა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებ...



33 წლის ბრაზილიელმა მოდელმა კრის გალერამ არა მხოლოდ მისი მეგობრები და ოჯახი, არამედ მთელი მსოფლიო გააოცა. სექტემბერში გოგონა ოფიციალურად დაქორწინდა საყვარელ მამაკაცზე. ყველაფერი ნამდვილი იყო: საქორწინო კაბა, საპატარძლო თაიგულები, საქორწინო ფოტოსესია და ნიშნობის ბეჭედი. ამის შემდეგ სოციალური ქსელის მომხმარებლები დაინტერე...


პოპ მომღერალი მარინა ხლებნიკოვა მოსკოვში საკუთარ ბინაში გაჩენილი ხანძრის შედეგად მძიმედ დაშავდა. რუსული მედიის ინფორმაციით, 56 წლის მომღერალი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია - მას სხეულის 50%-ის დამწვრობა და სასუნთქი გზების დაზიანება აქვს, ექიმები მას მედიკამენტოზურ კომაში ამყოფებენ.საგანგებო სიტუაციების სამსახური ხანძრის...


ევროსტატის სააგენტომ ევროპის ყველაზე მწვეელი ქვეყნების სია გამოაქვეყნა. ევროსტატის სააგენტომ, რომელიც აგროვებს სტატისტიკურ მონაცემებს მთელი ძველი სამყაროდან, გაარკვია, ვისთვის არის ყველაზე ტკბილი და სასიამოვნო მშობლიური კვამლი. მთავარ მწეველთა სიაში პირველი ადგილი ბულგარეთმა დაიკავა, სადაც მოსახლეობის 28, 7% მუდმივი, ყოვედღიუ...

0
56
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0