x
მეტი
  • 28.01.2022
  • სტატია:116494
  • ვიდეო:353160
  • სურათი:490340
"შენს გამოგზავნილ კომპრომატს დღესვე ავტვირთავ საინტერესო ვიდეოა" - ვის ემუქრება ელისო კილაძე

image


გაზეთ ქრონიკა+"- ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ციხის კადრების ავტორს, ლადო ბედუკაძეს, პრემიერ - მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრზე, თამაზ თამაზაშვილზე მის მიერვე გამოგზავნილი კომპრომატის გასაჯაროებით სოციალურ ქსელში ემუქრება. ჟურნალისტის თქმით, აღნიშნული ვიდეომტკიცებულება ბევრ საინტერესო დეტალს შეიცავს და დღეს, მოსახლეობა არაერთ სიახლეს შეიტყობს.


"ვლადიმერ ბედუკაძემ "ცოცხის ანატომია" დამიწუნა-მეტს ველოდიო????მეტი მერე, ეტაპით რომ ჩამოგიყვანთ საქართველოში და პასტას არ გააგდებ ხელიდან. ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობაში ერთ ერთი წარმატებული სპეცოპერაცია სწორედ შენი გაშიფვრა და მასალების მოპოვება იყო. თამაზაშვილზე შენს გამოგზავნილ კომპრომატს დღესვე ავტვირთავ????(საინტერესო ვიდეოა) არ გასვენებთ გამჩენი?! #დავიწყოთ✌️" - წერს ელისო კილაძე.


შეგახსენებთ, რომ ბედუკაძის რეაქცია, გაზეთ "ქრონიკა+"- ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის ცოცხების სპეცოპერაციაზე გადაღებულ საგამოძიებო ფილმს მოჰყვა, სადაც მისივე თქმით, მან არაერთი ისეთი დეტალი აღმოაჩინა, რაც ცოცხების სკანდალს საბოლოოდ, ნათელს მოჰფენს, მათ შორის ბედუკაძის კავშირს ჩრდილოელ მეზობელთან.



"აქ თქვენ ნახავთ როგორ დაიდგა ცოცხების სპეცოპერაცია .ახალი დეტალები, ამ დრომდე უცნობი ფაქტები და ინტერვიუ მთავარ გმირთან გოჩა ყაზარაშვილთან !!! შარშან ავტოავარია მოუწყვეს და სიკვდილს გადარჩა ! გადარჩა იმიტომ რომ სიმართლე მოეთხრო ‼️



ცოცხის ანატომია დასრულებულია ! ბევრი ახალი დეტალი გამომჟღავნდა, მათ შორის ბედუკაძის რუსულ კავშირებზეც. ამ ისტორიაში ჩემთვის ამაზრზენი ერთი მნიშვნელოვანი პასაჟია-მთავარ გმირს გოჩა ყაზარაშვილს ექსპერტიზა ჩაუტარეს, ზუსტად დაადგინეს რომ გაუპატიურებული არაა და დამალეს ‼️ დამალეს ‼️ და ქვეყნის სიმბოლოდ აქციეს ცოცხი ‼️"- ვკითხულობთ ელისო კილაძის პოსტში.




0
1054
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
1054