x
მეტი
  • 17.01.2022
  • სტატია:116262
  • ვიდეო:353081
  • სურათი:490136
ვარსკვლავური კონფუზები: სელებრითები, რომლებიც პაპარაცებმა ყველაზე შეუფერებელ მომენტში გამოიჭირეს
image


ნამდვილად ვერ ვიტყვით რომ ცნობილი სელებრითები ყურადღების ნაკლებობას განიცდიან! თავადაც მოგეხსენებათ რომ მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავები აბეზარი პაპარაცების სამიზნე გამუდმებით არიან, სწორედ მათი მოხერხებულობის წყალობით გვეძლევა ჩვენც ჰოლივუდის ცნობილი სახეების ყველაზე უხერხულ პოზებში ხილვის შესაძლებლობაც. დღევანდელ პოსტში წარმოგიდგენთ პიკანტური ფოტოების კრებულს, სადაც შოუ - ბიზნესის წარმომადგენლები პაპარაცებმა ყველაზე შეუფერებელ მომენტში დააფიქსირეს.




რიზ უიზერსპუნი - ვარსკვლავი მოულოდნელად ამოვარდნილი ქარის მსხვერპლი გახდა.

image


მაიამიში გამართულ ფოტოსესიაზე ავსტრალიელმა სუპერმოდელმა მირანდა კერიმ იმაზე მეტი აჩვენა, ვიდრე საჭირო იყო, თუმცა მისი გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, ეს მომხიბვლელ მოდელს დიდად არ უნდა აღელვებდეს.


image


კანის კინოფესტივალზე ფილმ "ჯიმი პ" -ის პრემიერის ფარგლებში ევა ლონგორიას წითელ ხალიჩაზე გამოჩენას დასავლური მედიის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მაღალი ჭრილის გრძელმა კაბამ და მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა ამერიკელ ვარსკვლავს ყველაზე შეუფერებელ მომენტში უმუხთლა..


image


ლინდსი ლოჰანი - თავადაც მოგეხსენებათ თუ როგორი უკომპლექსოა. ბიუსტჰალტერის გარეშე ყოფნა მისთვის ბუნებრივი მდგომარეობაა, თუმცა არც საცვლები წარმოადგენს მისთვის ქალის გარდერობის განუყოფელ ატრიბუტს, თუმცა კარგია რომ თმა მაინც აქვს გრძელი...

image


კარდაშიანების ოჯახში, მამაკაცების, კენდალისა და კაილის გარდა, ყველა მაკორექტირებელ საცვალს ატარებს. აი, მაგალითად, ქლოი კარდაშიანი მსუბუქ კაბასა და ქალის თეთრეულის მწარმოებელი ბრენდის "სპენქსის" საცვლებში.


image


ბრიტნი სპირსი ფეხბურთელების მაისურებში გამოწყობილ მომავალ ვარსკვლავებთან ერთად, ოჰ ეს ოხუნჯი ქარი...


image


ენ ჰეთევეიმ მანქანიდან მოხდენილად გადმოსვლა ვერ მოახერხა, შედეგად კი, მთელს ინტერნეტსივრცეში მისი ფოტოები თეგით #ქვედასაცვლებისგარეშე კალეიდოსკოპიური სიჩქარით გავრცელდა.


image


ცნობილი მსახიობი ემა უოტსონი ჯორჯო არმანის ერთი ზომით დიდ კაბაში - ეგ არაფერი, მაგრამ ეს ნახევრად შიშველი მკერდი?


image


ჯესიკა ალბა უმცროს ქალიშვილთან სეირნობისას. ყველაფერი მშვენივრად იყო, სანამ ჯესმა პიჯაკის გახდა არ დაიწყო, რაც შემდეგ მოხდა პაპარაცების მახვილ თვალს ნამდვილად არ გამოჰპარვია..


image


ჯენიფერ ლოპესი შარვალზე უცნობი წარმომავლობის ლაქებით. თეთრი ფერის სამოსის ტარება დამეთანხმეთ რომ საკმაოდ სარისკოა.


image


ვარსკვლავების მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, დატვირთული გრაფიკი პირადი ჰიგიენის დაცვას პრაქტიკულად გამორიცხავს. მაგალითად, ამერიკელი პოპ - ვარსკვლავი სელენა გომესი "აღვირახსნილი არდადეგები"-ს ესპანურ პრემიერაზე გაუპარსავი იღლიებით გამოჩნდა.


image


ზოი დეშანელის ლამაზ თვალებს რაღაც სჭირს. მძიმე მაკიაჟის ქვეშ ვარსკვლავის ქუთუთოებზე წვრილი გამონაყარი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.


image


რასელ ბრენდს როგორც ჩანს ძალიან დასცხა.


image


გოგონების აუხდენელ ოცნებას, რობერტ პატინსონს უბის შეკვრა დაავიწყდა.


image


ამდენი წლის განმავლობაში მერილინ მენსონმა ტუჩების შეღებვა ვერა და ვერ ისწავლა.. სარკე მაინც ატაროს თუკი მაკიაჟის გაკეთების ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო...


image


ზაკ ეფრონმა ნუთუ არ იცის მინის პრინციპი? ის ხომ გამჭვირვალეა და ყველაფერს ვხედავთ.


image


პატარა დეფექტი ევა ლონგორიას კაბაზე.



image


ფოტოგრაფების მახვილ თვალს კამერონ დიასის თეთრ პერანგზეც არ დარჩენია შეუმჩნეველი პატარა ლაქა...



image





0
556
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
556