x
მეტი
  • 28.01.2022
  • სტატია:116494
  • ვიდეო:353160
  • სურათი:490340
"ამ ქვეყანაში ხალხი ყველას ფეხებზე ჰკიდია და ჯანდაბამდე გზა გვქონია აცრილებსაც და აუცრელებსაც" - ბაია პატარაია

image

"რატომ გაქრა დღის წესრიგიდან კოვიდის თემა?" - აღნიშნულთან დაკავშირებით ქალთა უფლებადამცველი, იურისტი და კავშირი „საფარის“ დამფუძნებელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

"რატომ გაქრა დღის წესრიგიდან კოვიდის თემა, კითხულობენ ადამიანები. პასუხი ჩემთვის ძალიან ცხადია: პოლიტიკოსები გვერდს უვლიან, მედიებიც პოლიტიკოსებს მიყვებიან კვალდაკვალ და შესაბამისად საჯარო დებატიდან კოვიდი გაქრა, თორემ რეალური ცხოვრებიდან არც გამქრალა და ყოველკვირეულად ასობით სიცოცხლესაც ნთქავს.

ახლა ვთქვათ, პოლიტიკოსების დღის წესრიგიდან რანაირად გაქრა:

1. ხელისუფლებამ გააქრო, რადგან უკიდურესად ჩასვრილია კოვიდთან ბრძოლაში და თან ღარიბაშვილს ეშინია კოვიდ-რეგულაციების და ვაქცინაციის მოტხოვნით არ გაანაწყენოს ისედაც შეთხელებული მხარდამჭერი;

2. ოპოზიციის სამარცხვინოდ, ვიტყვი, რომ მას მერე, რაც კვლევებმა აჩვენა, რომ ოპოზიციური ამომრჩეველიც დიდწილად ანტივაქსერია, ზუსტად ოცნებასავით იქცევა ოპოზიციაც - თვალს ხუჭავს კოვიდზე. და თანაც, ოპოზიცია არ იყო, კოვიდ-შეზღუდვებისთვის რომ აკრიტიკებდა ხელისუფლებას?

3. და ასევე მტკივნეული თემა: მედიები, კერძოდ, ტელევიზიები - დაინახეს რა, რომ პოლიტიკოსებისთვის კოვიდის თემა აღარაა პრიორიტეტული, თვითონაც გადავიდნენ მათ რელსებზე და ტიკარაძის განცხადებების მიღმა სათანადო ძალისხმევას აღარ დებენ კოვიდ-დებატებში. არადა იყო დრო, როცა ყოველი მეორე პოლიტიკური თოქ-შოუ კოვიდის მართვას ეთმობოდა. ახლა რატომ აღარ ეთმობა? კოვიდი დასრულდა ამ ქვეყანაში? პირიქით, აცრები მკვეთრად დავარდა, სიკვდილიანობამ კი მკვეთრად იმატა, მაგრამ ვინაიდან პოლიტიკოსებს არც იქეთა და არც აქეთა მხრიდან აცრებზე და რეგულაციებზე საუბარი არ სურთ, პანდემია გაქრა პოლიტიკური დღის წესრიგიდან.

ჩვენ კი ისევ ის ნაცნობი და სევდიანი განცდა გვაქვს, რომ ამ ქვეყანაში ხალხი ყველას ფეხებზე ჰკიდია და ჯანდაბამდე გზა გვქონია აცრილებსაც და აუცრელებსაც..." - წერს ბაია პატარაია.

imageასევე იხილეთ

სამხედრო ექიმი ნინო ახობაძეს პოსტები სოციალურ ქსელში საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს ქართულ საზოგადოებაში, რომლის აქტიურად გაზიარება ხდება.არც მორიგი პოსტი გახლავთ გამონაკლისი, რომელიც ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეეხება: "თქვენ კიდე მეუბნებით-როგორ ბედავ რომ გეცოდებაო! კარგით რაა, კარგი რაა ნუ აი აბა...
"ოჯახის წევრების და მეზობლების გაფითრებული, გაშეშებული სახეებით გარემოცული, 9 აპრილს, ძალიან პატარა, პირველად შევხვდი სიკვდილს. ისეთი ტრაგედია ტრიალებდა ირგვლივ, განცდა მქონდა რომ ნახევარი ქვეყანა
ვიცე-პოლკოვნიკი ედუარდ ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს შავ-ბნელი 90-იანი წლებიდან და წერს : ეს ადრე 90-იან წლებში, ჩვენს უბანში ერთი ახალგაზრდა, დაახლოებით ჩემი ასაკის კაცი ცხოვრობდა. არაფერი განსაკუთრებული, უბრალ
კაცს, რომელსაც არ უყვარს ოჯახი!; კაცს, რომელიც არ გაზრდილა ნორმალურ ოჯახში!; კაცმა, რომელმაც არ იცის ერთგულება!; კაცს, რომელსაც არ ჰყავს ბავშვობის მეგობრები!; კაცმა, რომელმაც არ იცის და პატივს არ სცემს საქართველოს ისტორიას!; კაცი, რომელიც მტერია მა
0
213
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0