x
მეტი
  • 28.01.2022
  • სტატია:116494
  • ვიდეო:353159
  • სურათი:490340
გამოქვეყნდა რონალდუს ისტერიული ყვირილის კადრები "პორტუსთან" წაგების შემდეგ(ვიდეო)
image

ფორვარდთან ინციდენტი გასახდელში მოხდა.

ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ, როგორც ცნობილია ამ ზაფხულს იტალიური “იუვენტუსიდან” ინგლისურ “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა.

თავის მხრივ, „იუვენტუსმა“ გამოუშვა დოკუმენტური ფილმი „ყველა ან არაფერი“, რომელშიც, სხვა მომენტებთან ერთად, ნაჩვენებია რონალდუს გაბრაზების მომენტი 2020/21 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე საფეხბურთო კლუბი "იუვენტუსის" მერვედფინალურ მატჩში "პორტუ"-სთან დამარცხების შემდეგ.

ტურინელები გასვლით მატჩში 1:2 დამარცხდნენ. საპასუხო დაპირისპირებაში ისინი პორტუს 1 გოლით ჩამორჩებოდნენ და რონალდუს გუნდისთვის აუცილებელი იყო ახლა მინიმუმ 2 უპასუხო გოლის გატანა .თუმცა პირველ ტაიმში "პორტუ" პენალტით დაწინაურდა, მეორე ტაიმში „იუვენტუსმა“ შეძლო 2 გოლის გატანა, საბოლოოდ ორი მატჩის შედეგი 3:3 იყო, რის გამოც დაინიშნა დამატებითი დრო.

დამატებით ორ ტაიმში კი მეტოქებმა კიდევ თითო-თითო გოლი გაიტანეს, სტუმრად გატანილი გოლების წყალობით შემდეგ ეტაპზე "პორტუ" გავიდა.

“პორტუ"-სთან მატჩის შემდეგ გასახდელში მისულმა რონადლუმ ემოციები ვერ შეიკავა. იგი სხვა ფეხბურთელებს უყვიროდა, განვლილი მატჩი გაკიცხა, შემდეგ კი ცრემლები წამოუვიდა.

"ამის დედაც! გამო.....ები ვთამაშობთ! ჩენ საერთოდ ვერ ვთამაშობთ! ეს ჩემპიონთა ლიგის თამაშია!” - ყვირის ფეხბურთელი და მაისურს იატაკზე აგდებს.

პორტუგალიელის დამშვიდებას ხუან კუადრადო ცდილობს.

„დამშვიდდი. შენ უნდა იყოთ მაგალითი ყველასთვის!" - ეუბნება თანაგუნდელს კოლუმბიელი

„მეც ჩემს თავზე ვლაპარაკობ! ჩვენ საერთოდ ვერ ვთამაშობთ! ეს ჩემპიონთა ლიგის თამაშია! ხასიათი უნდა გვქონდეს!“ - არ ჩერდება კრიშტიანუ.

სხვათა შორის კომენტარებში, გულშემატკივრების უმეტესობა პორტუგალიელ ვარსკვლავს მხარს უჭერს:

"ამიტომ არის ეს ბიჭი ნამდვილი ჩემპიონი.მას ყოველთვის სურს იყოს საუკეთესო, არ აქვს მნიშვნელობა ვისთან თამაშობს ან ვისთან ერთად თამაშობს.ეს არის ჟინი",

"რონალდოს აქვს გამარჯვებულის მენტალიტეტი, მას ყოველთვის სურს გამარჯვება... ჩვენ მას ვერ დავადანაშაულებთ ამაში", - წერენ კომენტარებში.





image

ასევე დაგაინტერესებთ


კრიშტიანუ რონალდუს და მის ოჯახს ტყუპი ძმები იცავენ, რომლებიც ავღანეთში ელიტარული სპეცდანიშნულების რაზმში მსახურობდნენ. 36 წლის ფეხბურთელი, რომელმაც აგვისტოში "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი მეორედ გააფორმა, მალევე, სექტემებრის თვეში ნახეს ავღანელ ძმებთან ერთად, როდესაც ის გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მატჩზე შვეიცარიაში გასაფრენად ...



21 ნოემბერს მოსკოვის "სპარტაკის" გუნდის კაპიტანი გიორგი ჯიქია 28 წლის გახდა, სწორედ მის დაბადების დღეზე, "კომსომოლსკაია პრავდას" მედია ჯგუფმა ყოველწლის ტრადიციული საფეხბურთო პრიზის "წლის ჯენტლმენის" შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც ტარდება 1994 წლიდან.წლევანდელი გამარჯვებული სწორედ გიორგი ჯიქია გახდა. ჯიქია წითელ-თეთრების მოთამაშე 2016 წლის ბოლოს გახდა. მას...



ტელეშოუში "სიცრუის დეტექტორი"გიორგი გასვიანის კითხვაზე "მექალთანედ" თუ თვლიდით თავს და "ერთდროულად ორ ქალს თუ ხვდებოდით?(დაოჯახებამდე ვგულისმხობ)ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მანუჩარ მაჩაიძემ უპასუხა:"მექალთანე ვიყავი და რა ვქნა, ვაღიარებ.იყო პერიოდი, რომ ერთდროულად სამი და ოთხი საყვარელი არა მყავდა რომ? იყო ასეთი შე...



ბარსელონას ათობით მილიონი ევრო აქვს გადასახდელი თავის ყოფილ თავდამსხმელზე ლიონელ მესიზე. ამის შესახებ Sport იუწყება. კლუბს საკონტრაქტო ვალდებულებები აქვს თავდამსხმელის მიმართ, რომელიც არ შეუსრულებია.არა და მესიმ უკვე დატოვა ესპანური კლუბი და გადავიდა "პარი სენ-ჟერმენში" გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით. "ბარსელონა"-ს ა...



სოციალურ ქსელში ვრცელდება დავით ყიფიანის ხელწერილი, რომელიც 19 წლის ასაკში არის დაწერილი: "მე, დათო დათოს-ძე ყიფიანი, ვიძლევი სახინკლეში პირობას, რომ თუ 1970-71 წლის სეზონში არ ვითამაშე "დინამოს" შემადგენლობაში თამაშების 50%, წინააღმდეგ შემთხვევაში ვანებებ ფეხბურთის თამაშს თავს. (არ შემსრულებელი ითვლება ტრ***)", - ასე...

1
603
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
603
  
2021, 2 დეკემბერი, 3:12
ლამაზი გოგოები გელოდებიან - Hot24.pw
0 1 1