x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
როგორ გავტეხოთ მამაკაცის გრძნობების საიდუმლო კოდი - კაცის 5 სისუსტე
image


"ყველა კაცი ერთნაირია", "მათ არ შეუძლიათ ერთგულება, ღალატობენ ყველაზე ღირსეულ ქალებსაც", "არ გააჩნიათ გრძნობები, არ აინტერესებთ რომანტიკა და პირადულ ურთიერთობებში მძაფრად არ გამოხატავენ ემოციებს, იმიტომ რომ ეს ემოციები საერთოდ არ გააჩნიათ" - აი ბრალდებები, რომლებიც ყველაზე ხშირად ისმის მათი მისამართით, მაგრამ არის კი ეს სიმართლე? ყველა შედეგი რომელიც სახეზე გვაქვს, რომელიღაცა მიზეზით არის განპირობებული, შეუძლებელია რამე ძალამ დაარღვიოს ეს მიზეზ-შედეგობრივი ბადე. ვიდრე განაჩენს გამოვუტანდეთ და იარლიყების მიწებებას დავიწყებდეთ, უნდა ვნახოთ სადაა პრობლემის ფესვები.



ის ფაქტი, რომ მამაკაცებს არ შეუძლიათ თავისუფლად გამოხატონ გრძნობები, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ ეს გრძნობები საერთოდ არ გააჩნიათ. სინამდვილეში მაღალი მგრძნობელობა აქვთ და არც სიღრმე აკლიათ.
ხშირად ისინი საკუთარი გრძნობის გამოსახატად იყენებენ ირიბ ფორმებს. გაითვალისწინეთ, ამის გაშიფრვა თავადაც უჭირთ.


დაკვირვებული თვალისთვის არსებობს გზა იმისა, რომ დავინახოთ რას გრძნობს და რას განიცდის მამაკაცი. პირობითად მას ვუწოდოთ მამაკაცის გრძნობების საიდუმლო კოდი. როგორ გავტეხოთ ეს კოდი? აქ მოცემულია 5 გასაღები იმისა, თუ როგორ გავუგოთ მათ.



1) გარემოს გავლენა


ბიჭები გაცილებით სოციალური არსებები არიან, მათთვის ავტორიტეტი უმნიშვნელოვანესია, ამიტომ საკუთარი პიროვნების იდენტიფიცირებას სწორედ სხვისი აღქმიდან ცდილობენ. წარმოიდგინეთ სურათი - მათ ბავშვობიდან ესმით, რომ ბიჭები არ ტირიან, რომ ზედმეტი მგრძნობელობა არამამაკაცურია, რომ შიშის გამოხატვა კაცისაგან (რაც ადამიანისთვის სრულიად ბუნებრივი შეგრძნებაა) სამარცხვინოა და ა.შ. ამ სტერეოტიპული მიდგომების გამო, ისინი პატარაობიდანვე ეჩვევიან ნამდვილი ემოციების დაფარვას, რადგან ამით მათ ავტორიტეტს საფრთხე ემუქრება.


2) ვერ ფლობენ საკუთარ ემოციებს


ეს პუნქტი ბუნებრივი გაგრძელებაა წინა პუნქტის. იმის გამო, რომ ისინი საკუთარ თავში ახშობენ ბევრ შეგრძნებასა და ემოციას, მათ აქვთ სუსტად განვითარებული უნარი გაუმკლავდნენ მათ და სწორად მართონ ისინი. საკუთარი ემოციების გამოსახატად, ვერ პოულობენ საჭირო სიტყვებსა და ფორმებს. ამიტომ ხშირია შემთხვევა, რომ მათი არასწორად ესმით. პირად ურთიერთობებში ვერ არიან მოქნილები, ვერ ლავირებენ შესაბამისად, არ შეუძლიათ იყვნენ თანმიმდევრულნი.


მამაკაცები მხოლოდ იქ გამოხატავენ თავიანთ თავს სრულად, სადაც ამისთვის არსებობს უსაფრთხო პირობები და სადაც დარწმუნებულლნი არიან მათ გრძნობებს შესაბამისად აღიქვამენ. ნახეთ როგორ იქცევიან ისინი სპორტულ ღონისძიებებზე - მოედნებზე სულაც არ არის უჩვეულო უზარმაზარი ტემპერამენტისა და სითბოს გამოვლენა ერთმანეთის მიმართ. ეხუტებიან ერთმანეთს, ულოცავენ წარმატებას, ამხნევებენ. ფეხბურთის, კალათბურთის თუ ჰოკეის დროს სრულიად მისაღებია ემოციების გამოხატვა ყველაზე დიდი მაჩოსთვისაც კი. სხვაგან შეუძლებელია ნახო ამდენი მამაკაცი როგორ თავისუფლად ავლენს სითბოს. იგივე მამაკაცი სხვა გარემოში, სავარაუდოდ, არასოდეს იქნება ამდენად გახსნილი.


3) ვერ ერკვევიან საკუთარ გრძნობებში


ჩახშობილი ემოციების სწორად იდენტიფიცირება ყველა ჩვენგანს უჭირს მიუხედავად სქესისა. მათ იმდენი რამ დაფარეს ხანგრძლივი დროის მანძილზე, რომ ამ ყველაფრისაგან გამორკვევა სულაც არაა მარტივი. ასე ვთქვათ, დაბლაგვებულია უნარი სწორად აღიქვას, რას გრძნობს. განვითარების ხაზი ასეთია - გაუცნობიერებელი შიში გადაიზრდება მუდმივ კომპლექსში და გამოიხატება აგრესიად, ან სხვა ნეგატიურ ფორმად.


ამის გამო ხშირად მათი გრძნობები ფიზიკურ ტკივილშიც კი ვლინდება - თავის ტკივილში, ზურგის ტკივილში და ა.შ. შესაძლოა თქვენც იცნობდეთ ისეთ მამაკაცს, რომელიც სწორედ არასამუშაო დღეებში უჩივის თავის ტკივილს, ვიდრე ის სამსახურშია და საქმეშია ჩართული ყურადღება გადატანილი აქვს მასზე, მაგრამ როგორც კი საკუთარ თავთან მარტო რჩება, ეს ყველაფერი ამოდის ზედაპირზე და ფიზიკურ სიმპტომებში უვლინდება.


მძაფრი ემოციები მათი მოუმზადებელი ემოციური სისტემისთვის შესაძლოა დიდი დარტყმა გახდეს, მით უფრო, თუ ისინი ვერ ერკვევიან მათ წარმომავლობასა და შინაარსში.


4) ემოციების გარდაქმნა


ხშირია შემთხვევა, როცა წმინდა ქალური ემოციები, როგორიცაა სევდა და დაუცველობის შეგრძნება გადააქვთ სიამაყესა და აგრესიაში, რადგან მიჩვეულნი არიან, რომ სოციუმისთვის ეს გაცილებით ბუნებრივია. როცა იგი უჩვეულო აგრესიას გამოხატავს თქვენ მიმართ შესაძლოა სულაც არ არის გულგრილი და ამ დრომდე ვერ იპოვა ფორმა ეს სწორად გამოხატოს.


საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ქალები ერთი მხრივ, ემოციების ფრქვევას სთხოვენ და მეორე მხრივ, ამ ემოციების გულწრფელად გამოვლენით შესაძლოა თავად დარჩნენ თავზარდაცემულნი, რადგან ქალებს სურთ რაღაც კონკრეტული შეგრძნებების დანახვა მათგან, მაგრამ აშინებთ სხვა ემოციები. მაგალითად, ქალი შეიძლება შოკირებული დარჩეს თუ მამაკაცმა, რომელიც მისი აზრით, დასაყრდენი უნდა იყოს, გამოხატა შიში. ეს კი უკვე ტრადიციული მასკულანური აღქმიდან გადახრაა.


5) მამაკაცური კომპლექსები


როგორც უკვე ვთქვით, ყველა კაცისთვის თითქმის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორ აღიქვამენ სხვები, რა შთაბეჭდილებას ახდენს მათზე. წარუმატებელობა მათ ანადგურებს იმაზე მეტად, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგიძლიათ. მათთვის თვითრეალიზაცია ყველაზე მტკივნეული თემაა. ის საკუთარი წარმატებით ადგილს იპოვებს საზოგადოების მამაკაცურ ნაწილში და ხდება კონკურენტუნარიანი საწინააღმდეგო სქესის მოხიბვლისას. ამიტომ იგი თუ გაღიზიანებულია, ესაა წინასწარი თავდაცვა და მიგვანიშნებს, რომ ეჭვი ეპარება საკუთარ შესაძლებლობებში და აქვს წარმოუდგენელი შიში, რომ თქვენ მას პატივს აღარ სცემთ. ეს გამანადგურებელია მათთვის. ამ შიშის გამო ერიდებიან გონიერ ქალებსაც, მათზე ხომ შთაბეჭდილების მოხდება არც ისე მარტივია, შესაბამისად პატივისცემის მოპოვებაც. ბევრი კაცი უბრალოდ გარბის საყვარელი ადამიანისაგან, როცა მას შესაბამისი პირობები არ გააჩნია.


მამაკაცები საკმაოდ მგრძნობიარე ნატურები არიან, უბრალოდ ისინი ვერ ფლობენ ამ გრძნობებს საკმარისად კარგად. მოუმწიფებლობა ამ სფეროში დიდწილად საზოგადოების დამსახურებაც არის, ასევე ქალების მოლოდინის, რომელიც ორმაგი სტანდარტებით ხასიათდება - მათ მამაკაცებისაგან მხოლოდ იმ ემოციების გამოვლინება სჭირდებათ, რაც მათ აწყობთ.


ბავშვობიდან დაპროგრამებულებს მთელი ცხოვრება მიჰყვებათ ეს კანონი - მათ არ აქვთ უფლება საკუთარი ადამიანური სისუსტეები გამოავლინონ და ამას იმარხავენ გულში.


არის შემთხვევები, როცა მამაკაცი ამ შეზღუდვებისგან თავისუფლდება და მაშინ ის ტირის ან გამოხატავს ზუსტად ისე, როგორც გრძნობს. ეს შეიძლება საკმაოდ ექსტრემალურ პირობებში მოხდეს.


ასევე ნახეთ:


რა ხდება, როდესაც მამაკაცი ხელებს ხვევს ქალს - ეს უნდა იცოდეთ


შეყვარებისთვის საჭიროა ზუსტად 4 წუთი, ჩახუტება კი ტკივილს აყუჩებს - მეცნიერთა 20 სკანდალური დასკვნა სიყვარულზე


5 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ნამდვილ მეორე ნახევარს შეხვდით


თუკი არ გტკივათ, თქვენი სიყვარული ნამდვილი არ არის


არ არის რთული იმის დანახვა, რომ კაცს უყვარს ქალი...


24 მარტივი საქციელი, რომლითაც ნებისმიერ გოგოს "დაადნობთ"



შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები


ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე: მაია 24

0
6444
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
6444
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0