x
image
ლიცი
Mediator image
ცნობილი ადამიანები
ხორვატიის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი
7
ხორვატიის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი
2614
8-ს მოსწონს
ავტორი:ლიცი
ლიცი
Mediator image
2614
  
2015, 24 დეკემბერი, 21:16
მადლობა ასე დეტალურად რომ გამაცანით ეს ქალბატონი მართლაც რომ ეშხიანი ქალია!!!
2015, 24 დეკემბერი, 20:23
ინტერნეტში კოლინდა გრაბერის ერთობ “გამომწვევი” ფოტოები ნამდვილ ვირუსად იქცა. ცხადია, ბევრი ჩვენებურმა მომხმარებელმაც სურათებს გულგრილად ვერ აუარა და ხორვატი ამომრჩევლის გადაწყვეტილებით დაინტერესდა. არადა სინამდვილე განსხვავებულია: საუბარი საკმაოდ საინტერესო ადამიანზეა, რომლის კარიერული წინსვლა, ვიზუალი და გონიერება ერთნაირად აღმაფრთოვანებელია.

Kolinda2

კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი ხორვატულ სოფელ ლუბარსკში დაიბადა და გაიზარდა. მოუსვენარ გოგონას აღზრდაზე, რომელიც თანატოლებთან შურდულის სროლით ერთობოდა და კარგად იცოდა ძროხის მოვლა და წველა, ოჯახი მკაცრად ზრუნავდა. პირველი წარმატებაც მალე მოვიდა- ფრიადოსანი ახალგაზრდა პედაგოგების კეთილგანწყობას იმსახურებს. კოლინდა დღემდე განსაკუთრებული მადლიერებით იხსენიებს დედას, ამაყობს პროვინციული წარმოშობითა და ფესვებით.

1658637_955738474493112_7931667380353331481_o

სოფლელი გოგო თავისებურ დიალექტზე საუბრობდა,რაც ტავიდან თანატოლებში ირონიას იწვევდა. უკვე ბავშვობაში მოახერხა დიქცია დაეხვეწა, ამავდროულად კი რამდენიმე უცხო ენა აეთვისებინა.

17 წლის კოლინდა ამერიკულ გაცვლით პროგრამაში ხვდება. სწავლობდა ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, თან თავისი შრომით უწევდა სწავლის საფასურის გადახდა, მუშაობდა მომვლელ ძიძად და ინგლისურის რეპეტიტორად, მიიღო ზაგრების უნივერსიტეტის პოლიტიკური ფაკულტეტეტის დიპლომი საგარეო ურთიერთობათა სპეციალიზაციით

DB40F445-90C0-4464-A943-33D41D70AC04_cx25_cy8_cw73_mw1024_s_n_r1

1989 წელს ის სტუდენტ-ენერგეტიკოს იაკობ კიტაროვიჩზე გათხოვდა. სწორედ მეუღლის თანადგომის სურვილით პოლიტიკით აქტიურად დაინტერესდა და ადგილობრივ ქრისტიანულ-დემოკრატიულ პარტიასთან თანამშრომლობა დაიწყო.

1991 წლიდან დიპლომატიურ სამუშაოებზეა. ჯერ კიდევ სტუდენტი სერიოზული მოლაპარაკებებშია ჩართული. 2003 წელს ის ევროინტეგრაციის საკითხთა მინისტრია, 2005 წელს კოლინდა საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელს იბარებს, შემდგომში იყო ხორვატიის ელჩი აშშში და ნატოს გენერალური დირექტორის თანაშემწე.

Kolinda-Grabar-Kitarović

2014 წლის არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა,მაგრამ მეორე ტურში ხმების მცირე უპირატესობით ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდა.
2015, 24 დეკემბერი, 19:53
ჩვენ რომ არ გვიმართლებს არაფერში. ასეთ პრეზიდენტზე არამგონია ქართველი ერის მამრობითმა ნაწილმა თქვას უარი
2015, 24 დეკემბერი, 19:51
:დდდდდდდდდდ
2015, 24 დეკემბერი, 19:50
მჯერა რომ ხორვატ ხალხს არ მოშივდებათ!
2015, 24 დეკემბერი, 19:49
ეს რამოდენა ხორვატიები აქვს :D :D
2015, 24 დეკემბერი, 19:49
საღოლ ხორვატია
0 1 7
ლონდონში შეკრებილ სამართლის სფეროს წამყვან სპეციალისტებს ბუკინგემის სასახლეში ...