შავ თეთრი რეკე და იცოდე: ორკაპიკიანი საუბრის სიტკბო ისეა, - საკუთარ სახლში ან მამულში დაბრუნდი თითქო... 16 აპრილი 2013, 12:54:22 ![]() ტელეფონის ჯიხურებთან ყველაზე გავრცელებული ფრაზა იყო: უკაცრავად, შემთხვევით ზედმეტი ორკაპიკიანი ხომ არ გაქვთ? აქ -ნოსტალგიული ღიმილის ღიმილაკი 171 28-ს მოსწონს
171
|
|
"ასოცდაცხრამეტი - ორმოცდათოთხმეტი-
სამოცდაშვიდი..."
გახსოვდეს, პოეტო, და თუ ვაჟკაცი ხარ,
იყავი მშვიდი!
მოკვდი და გაცოცხლდი! იცინე! იტირე!
იფიქრე! წერე!
ღვინო სვი, დათვერი და დასაძინებლად
მიბრძანდი მერე!
ძილშიც გაიხსენე ის ლურჯი სამოთხე,
სადაც ფრთებს შლიდი:
"ასოცდაცხრამეტი-ორმოცდათოთხმეტი-
სამოცდაშვიდი..."
რეკე და იცოდე: ორკაპიკიანი
საუბრის სიტკბო
ისეა, - საკუთარ სახლში ან მამულში
დაბრუნდი თითქო...
ყოფილა ამქვეყნად ბედი, ეს ოხერი,
ნატვრაზე დიდი:
"ასოცდაცხრამეტი - ორმოცდათოთხმეტი-
სამოცდაშვიდი..."
მიხეილ ქვლივიძე