სხვა ჟანრები ის გზა და ბილიკი გახსოვს? აჩრდილი გაფოთლილი თუთის - რომელი თუთა ქალო... 19 მარტი 2013, 23:23:53 ![]() ის გზა და ბილიკი გახსოვს?
აჩრდილი გაფოთლილი თუთის
- რომელი თუთა ქალო
ქმარი შეჰყურებს და უკვირს
თუ გახსოვს წისქვილი ძველი
საფქვავი დაგვქონდა ერთად
- რომელი წისქვილი ქალო
წისქვილში რა მინდოდა შენთან... 235 30-ს მოსწონს აჩრდილი გაფოთლილი თუთის - რომელი თუთა ქალო ქმარი შეჰყურებს და უკვირს თუ გახსოვს წისქვილი ძველი საფქვავი დაგვქონდა ერთად - რომელი წისქვილი ქალო წისქვილში რა მინდოდა შენთან...
235
|
|
ვერ მიცანით?
თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ ქალბატონო,
და ეგ მზერა თქვენი
თითქოს ვალმოხდილი,
სულ ცოტა ხნით,
მზერით უნდა დავაყოვნო.
შეცვლილხართ და
სილამაზე სიყრმის წლების
უფლება მაქვს ჩემთვის,ტკბილად მოვიგონო
მე ხომ მხოლოდ მაშინ გავბედე და...
სიყვარული აგიხსენით ქალბატონო.
მომიტევეთ ქალბატონო რომ...მიყვარხართ
როგორც ცოდვა, უნებურად ჩადენილი...
წამობრძანდით,
თქვენს ნატერფალს თუ იკადრებს,
ტალახებით მოხატული ქვაფენილი.
გზები უკვე გუბეებმა გადათელეს...
თქვენც ხომ თქვენთვის მიდიოდით...
თქვენი დარდით...
ალბათ ფიქრობთ...
უმიზეზოდ გაგაჩერეთ...
უკაცრავად...ქალბატონო...
შემიყვარდით!...