მილოცვა დისშვილს
პატივი მერგო, რომ მოგილოცო,
დაბადებიდან ორი წლის თავი.
მსურს, რომ გლოცავდე მრავალ წელიწადს,
არ მოგეკაროს ცუდი და ავი.
მინდა, ბედნიერს გხედავდე მუდამ,
სიხარულითა მავალს, მორბენალს,
ვაჟკაცობითა განთქმულსა, ლაღსა,
სიმამაცითა გაჯერებულსა.
შენს პაწაწინა, თოთო ხელიდან,
მიმჭკნარ ხელამდე გზა დაგელო...
ია-ვარდივით ნაზი და ლაღი,
სხვა ვინ იქნება თუ არა ქალი.
სიხარულის და სითბოს მშობელი,
მამაკაცების გულის მფობელი.
სიმშვენიერით გამორჩეული,
ლამაზ ფერებად ნაკოწიწები.
შეუდარები სხვა ქმნილებისგან,
სილამაზითა ნამორჩილები.
თვალთა ციმციმი შეუდარები,
გამოხედვა კი გადამრეველი,
ბაგე ლამაზი, დახატულები,
გამოხედვა აქვს დამაბნეველი.
ასე ყოფილა ოდითგან, თურმე,
ქალი ყოფილა ს...
იჯდე სახლში და თვალს ადევნებდე,
როგორ ანგრავენ შენს ქვეყანასა,
ინაწილებდნენ ერთობ ვერაგნი,
ლაღსა და ლამაზს, ამ სამშობლოსა.
მაშინ სიცოცხლე რისთვისა გიღირს,
რისთვის გიფეთქავს ეს ნორჩი გული,
რისთვის არსებობ ამ ქვეყანაზედ,
თუ არ გაღელვებს შენ მომავალი.
ადექ, ჩაიცვი და ხალხში გადი,
გადაარჩინე შენი სამშობლო,
რომ დაუტოვო შთამომავლობას,
ძლიერ ამაყი, შენ საქართველო...
როცა შენზე უარი ვთქვი,
იმ დროს მოკვდა ჩემი გული.
რატომ გიკვირს თუ თვალები,
აღარ გიმზერს სიყვარულით.
როცა მორჩა ის ყოველი,
რაც გვათბობდა, არა გვწვავდა,
სიხარულიც მორჩენილა,
რომ მათრობდა, არა მკლავდა.
იმ დროს მოკვდა, გადაგვარდა,
ჩემი გული და ოცნება,
ვერ გაუძლო ამდენ ტანჯვას,
მონატრებას და ვაებას.
როცა შენზე უარი ვთქვი,
გულსა მწუხრი შეემატა,
ფიქრი...
|
|