დაიმახსოვრე, როდესაც გტკივა
და როცა გრძნობა თავგასულია,
როცა თოვლია გარეთ მუხლამდე,
დარაბებს მიღმა გაზაფხულია!
როცა ფიქრები შენ არ გეკუთვნის,
როცა აზრები გადართულია,
როცა ვერ ხედავ და გენატრება,
დარაბებს მიღმა გაზაფხულია!
როცა მოყვასი უბედობისგან,
ცხოვრებისაგან დაჩაგრულია,
დაიმახსოვრე, როცა შეხედავ,
დარაბებს მიღმა გაზაფხულია...
|
|