მხოლოდ სიტყვები, წარსულზე ფიქრები... თავზე მათოვენ სევდის ფიფქები, მე ისევ მიყვარხარ, ლოდინით ვიღლები, მაგრამ რა ვქნა, რომ ისევ მჭირდები?! ჩემგან შორსა ხარ, მაგრამ კვლავ გელი, ვდგევარ უფსკრულთან, ისევ მოგელი... მე ისევ ისე უზომოდ მიყვარხარ, ვიცი, რომ შენც მე ძლიერ გიყვარვარ, მაგრამ რა არის ბედის ბორბალი, ტრიალებს, როგორც ძაფის გორგალი, მოჰქრის, მოფრინავს შავი ყორანი...
რვა ოქტომბერი დღე იყო ლამაზი, რომ დაიბადა ვაჟკაცი, მისი პირველი თვალის გახელა, მისი ღიმილი, მისი თამაში, პირველი სიტყვა, დედის სიმღერა, ანგელოზივით ძილი, მისი ტირილი, მისი ტკივილი, მისი პირველი კბილი... მისი სურნელი და თმა ხუჭუჭი, თვალები თაფლისფერი, მისი სიტყვები: ''დედა კოკანა'', ''დედა ნანაო'', მშვიდი, მისი თითები ბოტოტა, ორი პატარა თათი, მისი ლოყები...
თეთრად გადაპენტილ ატმისფერ ტოტებს, ზამთრის მოლოდინში ცრემლით გავიხსენებ, სულს სიყვარულით კენტად დაობლებულს, გულში სამუდამოდ შენთვის ჩავისვენებ... ზაფხულს უშენობით, ლანდად დავიყენებ, მწვანედ აყვავებულ ფოთლებს გავიხსენებ, შენი სიყვარულით ყველას დავივიწყებ, შენ კი არასოდეს მე არ დაგივიწყებ... დრო რომ ჩაიქროლებს, წუთებს მოვიგონებ, შენთან გატარებულ წამებს გავიხსენებ, შემ...
თვალს დახუჭავ, წარმოიდგენ, რომ სამყარო შენია,
უსიტყვოდაც ყველამ იცის, რომ ოცნება ძნელია,
რადგან შორი აჩრდილები წარსულს ეომებიან,
მომავალი აწმყოს ებრძვის, ყველაფერი ბნელია...
მაგრამ ეს ხომ ოცნებაა, წარმოსახვის ნაყოფი
და ვერასდროს ვერ იქნება ჩვენი გულის გამყოფი,
თვალს გააახელ და იტირებ, რომ ოცნება ვერ ახდა,
მაგრამ მე ხომ აქ ვიქნები, შეგიყვარებ ხელახლა...
|
|