გარდაცვალება
ირგვლივ, გარშემო სევდიანი ისმის ქვითინი...
პიტალო მთებმა გლოვის ნიშნად შეიმკეს თავი;
ო, რა დროს გაწყდა და გარინდდა გრძნობათა ჟინი,
შავი ძაძებით შეიმოსა ჩვენი გვირგვინი.
ო, რა დროს გატყდა, რა დროს გატყდა სიცოცხლის ნავი,
და დღეს გავიგეთ ეს ამბავი გულმოსაკლავი,
ხვალ კი, როდესაც ძვირფას ცხედარს ერთგულთ...
2020, 14 ოქტომბერი, 20:50
=====
თუ გიყვარს, რას უცდი, შეჰკარი კამარა,
სიგიჟე გეწვია, ახარე სამყაროს.
მთის წვერზე შემოდექ, იყვირე, აბა, რა!
რომ თავად განგებამ წყალობით გახაროს.
უყვარხარ? მეცხრე ცას შეეხე ხელებით,
წამი, რომ წამია, სიცოცხლედ გაწელე,
მინდვრები მოხატე შეშლილი ფერებით,
მზის სხივით ზეცაზე "მიყვარხარ" დაწერე.
თუ გიყვარს, ტაძართან უბრად ნუ ჩაივლი,
მ...
=====
ო, მე კი არა, გული ხარხარებს
როცა ნამიან ველზე გავივლი,
ნამი ბალღივით მართობს, მახარებს...
ქარო, მოიტა ატმის ყვავილი,
ქარო, ფოთლებიც შემომაყარე...
და როგორც გიჟი, ო, როგორც გიჟი
თმააწეწილი მოლი ხარხარებს...
ხეთ სამკაული მოიხსნეს შიშით
და ხელუკუღმა შემომაყარეს...
და მეც გავგიჟდი.. ო, მე კი არა,
...
2020, 14 ოქტომბერი, 21:18
მარტის თვეა შენი
მარტის თვეა შენი, შენს ხასიათს შვენის,
აპრილი სულ აგაჭრელებს ფერებით,
შენ ნუკრი ხარ შვლისა, ეგ ნუკრობა გშვენის,
გაწყენინე და მაინც მეფერები.
შემოდგომა შენთვის, შორეულ წლებს ერთვის,
ჩამოგშორდნენ ავდრიანი მდევრები,
ვინაიდან ჩემთვის შენ ხარ ერთადერთი,
თავს გიხრიან იასამნის მტევნები.
საყვედურებს ვიტან, გააჩნია ვისგა...
2020, 22 ოქტომბერი, 14:10
რომელი საათია?
ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა,
გულში მწუხარებამ ღამე გაათია...
მაინც არ მასვენებს მწარე სინანული -
რომელი საათია? რომელი საათია?
ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ იცვლება,
მთელი შემოდგომა თავზე დამათია.
ახლა მხოლოდ სამი იყოს, შეიძლება?
რომელი საათია? რომელი საათია?
სამის, შეიძლება, არის მესამედი,...
2020, 26 ოქტომბერი, 13:52
"ვერ გიხსნის გენიალობა.."
ვერ გიხსნის გენიალობა,
ვერც ნერვიული თითები.
შენ, როგორც დროის მწყრალობა,
ბრძოლას ნუ მოერიდები.
ძლიერი, უანკარესი
რომ გქონდა მგრძნობიერება,
მხოლოდ ამიტომ პარნასი
არავის მოეფერება.
"არა ზეცა, არა ლანდი, არა ფერია"
არა ზეცა, არა ლანდი, არა ფერია,
შენ მიყვარდი, მაგრამ კარგი - არაფერია.
ძველისძველი მეგობა...
ახ, ტურფავ, ტურფავ, ნუთუ ვერა გრძნობ?
გადარეული დავიარები,
არც მასვენებენ, არც მიბრალებენ
ეგ დასაღუპი შენი თვალები.
იქნებ, ლამაზო, შენ ქვის გული გაქვს,
რომ ასე მტანჯავ, არ გებრალები,
მე კი, ო, მე კი ცეცხლი მედება,
დამნაშავეა შენი თვალები.
დრო გაივლის და შენც დაგიჭკნება
გულში გაშლილი ოცნების ვარდი,
მაგრამ წუხილი გვ...
2020, 28 ოქტომბერი, 21:48
|
|