-გამარჯობა, შვილო!- გამარჯობა, დედა!- როგორ ხარ, შვილო? -არ ვიცი, დედა, ალბათ, კარგად! -კარგად ხარ? -ხანდახან კარგად ვარ, ხანდახან ცუდად. -ყველა კაცი ასეა, შვილო, მარტო ცუდი და მარტო კარგი არ არსებობს. -ალბათ ასეა. -ხომ არ გიჭირს რამე, შვილო? -მიჭირს. დედა, როგორ არ მიჭირს! -მაინც რა გიჭირს, შვილო, ...
ახლა ასე ვარ,
არაფერს ვგრძნობ
და ამის განცდა მფატრავს შიგნიდან,
სათქმელს ისევ ნახველს ვაყოლებ.
იცი,
მე მხოლოდ გამიგია,
ჭიანჭველები თუ როგორ ხრავენ,
ტვინის ფსკერზე გაჭიმულ ნერვებს,
სუსტი სარეცხის თოკებივით
რომლებზეც უკვე
მე გასაშრობად გადავკიდე ყველა ოცნება,
გაუწურავი,
სისხლისაგან,
ცრემლებისაგან,
მერე იქიდან მიძვრებიან...
|
|