ტყუპები ჯუნი და ჯენიფერი გიბონსები დაიბადნენ 1963 წელს. მათ "მდუმარე ტყუპები" შეარქვეს. დიდი ხნის განმავლობაში მშობლებს და ასევე სხვებსაც ტყუპები მეტყველების არ მქონე ეგონათ . გოგონები არ საუბრობდნენ და არც კონტაქტობდნენ არავისთან. თუმცა მათი უცნაურობა, მხოლოდ ამით არ გამოიხატებოდა.როცა ოჯახი საცხოვრებლად უელსში გადავიდა, მშობლები მიხვდნენ რომ გოგონები არ იყვნენ მუნჯები. ისინი საუბრობდნონ იმ ენაზე, რომელიც მხოლოდ ერთმანეთისთვის იყო გასაგები.
გადაწყვიტეს, რომ გოგონები დაეშორებინათ და ისინი სხვადსასხვა სკოლაში გააგზავნეს, რათა სხვა ბავშვებთან დაეწყოთ ურთიერთობა. მაგრამ ამ ყველაფერმა უარესი შედეგი მოიტანა: გოგონები, სახლში დაბრუნებისას უფრო მეტად მიეჯაჭვნენ ერთმანეთს და დაშორდნენ სხვებს.
მთელ დროს დები საკუთარ ოთახში ატარებდნენ და წერდნენ. ისინი ქმნიდნენ ლექსებს, მოთხრობებს(უმეტესობის სიუჟეტი საშიში იყო) და აწარმოებდნენ დღიურს. გოგონებმა დაიწყეს სიუჟეტის მსგავსად კანონის დარღვევა. მათ სახელს უკავშირდება რამდენიმე ხანძარი და გამვლელებზე თავდასხმა, სულ 16 შემთხვევა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, გოგონები გააგზავნეს ფსიქიატრიულში სამკურნალოდ. ისინი ერთმანეთს დააშორეს, მაგრამ მათი საქციელი დიდ შიშს იწვევდა საავადმყოფოს პერსონალში. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცალ-ცალკე ჰყავდათ და ვერ ურთიერთობდნენ- მათი ქცევა საპირისპიროს ამტკიცებდა. ისინი აბსოლიტურად ერთნაირად იქცეოდნენ, იკავებდნენ ერთნაირ პოზებს, ერთი და იმავე დროს.
11წლის განმავლობაში, გოგონებისთვის იბრძოდა ჟურნალისტი მარჯორი უილიამსი. მან მიაღწია იმას, რომ გოგონები გადაიყვანეს ჩვეულებრივ საავადმყოფოში(ყველაზე სასტიკი ქცევის პაციენტებთან იყვნენ). გადასვლამდე, ჯენიფერმა ჟურნალიტს უთხრა: "მარჯორი, მარჯორი, მე მომიწევს მოვკვდე". კითხვაზე, თუ " რატომ ", გოგონამ უპასუხა:"ჩვენს ასე გადავწყვიტეთ". გადასვლიასას, ჯენიფერი მართლაც უეცრად გარდაიცვალა.
ჯუნ გიბონსი მოზარდობის ასაკში
ჟურნალისტის თქმით, ერთ-ერთ გოგონას მოუწია ამ სამყაროს დატოვება, რომ მეორეს შეძლებოდა თავისუფლად ცხოვრება. მატი ურთიერთობა არ იყო ჩვეულებრივი. მათ ერთდროულად უყვარდათ ერთმანეთი და თან სძულდათ. ამის შესახებ ისინი წერდნენ დღიურში.
"ჩემი და შავი ჩრდილია, რომელმაც სინათლეს მომწყვიტა"-წერდა ჯენიფერი დღიურში. -"ჩვენ ვიქეცით მტრებად ერთმანეთის თვალში"
ჩვენ ვგრძნობთ საშინელი, ფატალური სხივები გამოდიან ჩვენი სხეულებიდან, რომელიც წვავს ჩვენს კანს. მე ვეკითხები ჩემს თავს:შემიძლია თუ არა საკუთარი ჩრდილისგან გათავისუფლება? საკუთარი ჩრდილის გარეშე მე მოვკვდები? საკუთარი ჩრდილის გარეშე მოვიპოვებ თავისუფლებას თუ მოვკვდები? ჩემი ჩრდილის გარეშე მე ღარიბი ვარ და მკვდარი".
ჯენიფერის გარდაცვალების შემდეგ, ჯუნმა დაიწყო მშობლებთან კონტაქტი. ამასთანავე მუშაობდა კიდეც ერთ-ერთ საქველმოქმედო მაღაზიაში.