x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მალხაზ კობაურის ადვოკატი: „ბრალდებულის ვერსია ნამდვილად განსხვავდება შსს-ს ვერსიისგან“
image


ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაზე გამოძიება გრძელდება. 19 წლის ეჭვმიტანილს ბრალს დღეს წაუყენებენ. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

მცხეთა-მთიანეთის სამმართველოში ამჟამად იმ პირების დაკითხვა მიმდინარეობს, რომლებიც მალხაზ კობაურს უშუალოდ იცნობდნენ.

ბრალდებულის ადვოკატმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეჭვმიტანილის ვერსია რადიკალურად განსხვავდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიისაგან.


ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს იკავებს საჯაროდ კომენტარის გაკეთებისგან.

„შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და შევათანხმე მასთან პოზიცია. იგი გარკვეულ მნიშვნელოვან ცოდნას ფლობს ამ საქმესთან დაკავშირებით, თუმცაღა, ამ ეტაპზე, საჯარო განცხადებისგან თავს იკავებს. შესაბამისად, მისი ინტერესებისგან გამომდინარე, თავს შევიკავებ, რომ განვაცხადო კონკრეტული გარემოებრივი ფაქტორების თაობაზე. თუმცაღა, ეჭვმიტანილი ბრალს არ აღიარებს. მისი ვერსია ნამდვილად განსხვავდება ბრალდების მხარის ვერსიისაგან“, განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა, ალუდა ბუჩუკურმა.








11
202
8-ს მოსწონს
ავტორი:გიო თუთიაშვილი
გიო თუთიაშვილი
202
  
2018, 14 ივლისი, 16:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ზურაბ ლუხავა-ის კომენტარზე
2018, 13 ივლისი, 11:58
თანაც ეს ბიჭი წალკელი კი არა, ახალგორელია.მერე,ამერიკელი ბიძიები აქაური იდიოტი გამომძიებლების და პროკურორების ვერსიებს ნაკლებად იზიარებენ და თვითონ აწარმოებენ გამოძიებას,ჩვენები კი მხოლოდ შირმაა.14 სპეციალისტია ჩამოსული ფებეერიდან.
2018, 13 ივლისი, 11:55
არაკომპეტენტური შეფასებაა,ჩემო ინდიქტო.რა საქმეც არ იცი,მაგაზე არ უნდა ისაუბრო.ასე ზეპირად,გარემოებების უცოდინრად,მხოლოდ იმით, რაც ჩვენს არაპროფესიონალურ და ჭორიკანა მედიის საშუალებით ხდება ცნობილი და ეს ცნობები ურთიერთსაწინააღმდეგოა, დასკვნებს არ გავაკეთებდი...
2018, 11 ივლისი, 21:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 10 ივლისი, 19:57
გეთანხმებით რომ ამის ჩამდენი არა ნორმალურია მარა მე იმედს ვიტოვებ გამოძიება სწორ პასუხს გაცემს
2018, 10 ივლისი, 17:39
ამის ჩამდენი ნორმალური არუნდა იყოს, იმედია გაირკვევა ყველაფერი. ლოგკაში არ ჯდება სამი ადამიანის მოკვლა, არაფრის გამო
2018, 10 ივლისი, 15:28
ნამდვილად ცუდია და იმედი მაქვს ნამდვილ მკვლელსაც დაასახელებენ
2018, 10 ივლისი, 15:26
გაირკვევა, ცუდი ამბავი კი მოხდა...
2018, 10 ივლისი, 15:25
ყველაფერი მოსალოდნელი
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10