x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ცოტნე გამსახურდია:მთელი ერის დადანაშაულება რა სპორტია?
imageექს-პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია სოციალური ქსელით ეხმაურება ხადას ხეობაში მომხდარ საზარელ მკვლელობას, რა დროსაც 19 წლის მწყემსმა, მალხაზ კობაურმა ამერიკელი სმიტების ოჯახი დახოცა და წერს:


"გაანათლოს ის ოჯახი, გულწრფელად ვიზიარებ მწუხარებას... მაგრამ ეს მთელი ერის დადანაშაულება რა სპორტია? ბოლობოლო, ქუჩაში მშვიდობიანი ადამიანები ხოცეს ავტომატის ჯერებით და იმავ ამერიკის მთავრობა ამის ავტორს დიდ დემოკრატს უწოდებდა, ხოლო 1992 წელს ამერიკის სახელმწიფო მდივანი - ჯეიმს ბეიკერი "ანდროპოვის ყურებთან" მოედანზე მხედრიონის საპატიო წევრიც გახდა... იქვე, ორას მეტრში მიტინგს ხვრეტდა და ოთხფეხა ძაღლებს უქსევდა იგივე მხედრიონი, და ამაზე არ შეშფოთებულხართ და არ ამოგიღიათ ხმა...

არ მიყვარს ეს მატრაკვეცობები, რა!
ამერიკელებისთვის სამძიმარსაც რაც შეეხება, ახლა მთელი ერი ნაცარს თავზე ვერ წავიყრით ვიღაც მანიაკი ნაბიჭვრის გამო, და ეს კოლექტიური სამძიმრები და აქციები ცოტა კარიკატურული მგონია."

image

მცირე ინფორმაცია კობაურების ოჯახზე



კობაურები ახალგორიდან დევნილები არიან.ისინი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მცხეთის რაიონში სოფელ წილკანში დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ.კობაურებს 6 შვილი ჰყავთ და სოციალურად დაუცველთა სტატუსით სარგებლობენ.


მალხაზ კობაური უფროსი შვილია, როგორც ცნობილი გახდა, მას სკოლაში არც არასდროს უვლია და შესაბამისად საშუალო განათლებაც არა აქვს, მწყემსად დაახლოებით ოთხი წლის წინ დაიწყო მუშაობა დუშეთის რაიონისკენ, როგორც ერთ-ერთი მწყემსი ავთო ქენქაძე აცხადებს, მალხაზ კობაური პოზიტიური ადამიანი იყო:"თითქმის სამი წელი ჩემთან იყო. რომ მეთქვა მისთვის: „ცხვარი დაკალი“, მიპასუხებდა ვერ დავკლავ არ შემიძლიაო".

დადებითად ახასიათებენ მალხაზ კობაურს წილკნელი მეზობლებიც, არ სვამდა არ ეწეოდა:"“ბავშვი ისე გაიზარდა, რომ გამარჯობის თქმა ერიდებოდა, საცოდავი ბავშვი იყო. მამა ავადმყოფი ჰყავს, გაჭირვებული ოჯახია, იმისთვის იყო წასული, რომ ოჯახი ერჩინა“, -განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.



მკვლელობაში ბრალდებულის მამა იორამ კობაური წარსულში ნასამართლევია. მან მეუღლე დაჭრა, რის გამოც ციხეში ორი წელიწადი გაატარა. ამჟამად, იგი საპატიმროდან გათავისუფლებულია, მაგრამ ოჯახთან ერთად არ ცხოვრობს. იგი ამავე სოფელშია, ოღონდ ცალკე ცხოვრობს.მშობლებს არ სჯერათ, რომ მათმა შვილი მკვლელია.

image

"ერთი ეს ვიცი, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა და ვიღაც უდგია უკან.ვიცი რაც არის ჩემი შვილი და ვიცი, რომ მე მკვლელი შვილი არ მყავს გაზრდილი. უწლოვანი ბავშვი აიყვანა და ის დამარხა, რატომ ითხოვა დახმარება, რომ დედის გვამს ვერ მიეკარა? თუ მაგის გაკეთებულია, მიიყვანდა და იმ დედასაც დამარხავდა. ეგ არის ვიღაცის გაკეთებული და ჩემს შვილს მიაბერტყეს ხელი"-აცხადებს ბრალდებულის დედა მარიამ მარტიაშვილი.


3
399
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
399
  
2018, 11 ივლისი, 0:45
ატეხეთ ეხლა ალიაქოთი, გითხრათ კაცმა გაგებით მოეკიდეთ კრიმინალის ზრდასო.
2018, 10 ივლისი, 17:44
:( იმედია უდანაშაულოს არ დასჯიან და დამნაშავის ვინაობა გაირკვა, ბოლს და ბოლოს რაღაც გაარკვიოს შსს-მ :(
2018, 10 ივლისი, 16:31
ერის დადანაშაულება ამ საშინელ მკვლელობაში იდიოტობა და სიტუტუცეა.ამაში ნამდვილად ვეთანხმები ცოტნეს.
0 1 3