x
image
რუსო ჩარექიშვილი
ჩარლზ ბუკოვსკის ცხოვრებისეული გამონათქვამები
1. ცხოვრებაზე ჩემი შეხედულებიდან გამომდინარე, ჩემთვის მთავარია ადამიანებთან ურთიერთობას თავი ავარიდო. რაც უფრო ნაკლებ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა, მით უკეთ ვგრძნობ თავს.

2. სილამაზე ეს არაფერია. შენ თვითონაც არ იცი როგორ გაგიმართლა, რომ ლამაზი არ ხარ. თუკი ადამიანებს მოსწონხარ, იცი რომ საქმე სულ სხვა რამეშია.

3. მე არ მჯერა რომ სამყაროს შეცვლა შეიძლება უკეთესობისკენ, მე მჯერა რომ, შეიძლება შეეცადო, რომ ის არ გახდეს უფრო ცუდი.

4. მარტოობა მაძლიერებს. მის გარეშე ისე ვარ, როგორც მშიერი და მწყურვალი. მის გარეშე გატარებული ყოველი დღე მასუსტებს. მე არ ვამაყობ ჩემი მარტოობით, მაგრამ მე მასზე ვარ დამოკიდებული.image


5. მწერლები სასოწარკვეთილი ადამიანები არიან და როდესაც მათ გაუჩნდებათ იმედი, ისინი წყვეტენ წერას.

6. თუ ადამიანის მოტყუება გამოგვიციდა, ეს არ ნიშნავს, რომ ის სულელია, უბრალოდ, ის იმაზე მეტად გენდობათ, ვიდრე იმსახურებთ.

7. ურჩხული თუ ხარ, თავად აღიარე, ვიდრე ამას სხვა იტყვის. თუ მათ დაასწრებ ამის აღნიშვნას, ისინი განიარაღებულები დარჩებიან.

8. ზოგიერთ ადამიანს არ შეუძლია სიგიჟე, მათ საოცრად მოსაწყენი ცხოვრება აქვთ.

9. სამყაროს პრობლემა იმაშია, რომ განათლებული ადამიანები სავსე არიან ეჭვებით, ხოლი გაუნათლებლები - თადაჯერებულობით.

10. თუკი თქვენ სინდისი სულ აღარ შეგრჩათ, და იცით ეს, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ თქვენ სინდისი ჯერ კიდევ შეგრჩენიათ.image

11. მე მეტისმეტად კარგად ვიცნობ ჩემ ნაკლოვანებებს, იმისთვის, რომ საპასუხოდ სიყვარული არ მოვითხოვო.

12. იყო სიკეთის და ბოროტების მიღმა, ეს ჩვეულებრივი მომენტია, მაგრამ იმისათვის რომ ვიცხოვროთ, ჩვენ ერთ-ერთის არჩევა მაინც გვიხდება.

13. ფიქრობ, უნდა დავლიო. დალევა ყველას სჭირდება, უბრალოდ მათ ამის შესახებ არ იციან.

14. გენიოსობა ალბათ არის შესაძლებლობა, რომ ყველაზე ბრძნული აზრი გადმოსცე უბრალოდ, ჩვეულებრივი გზით.

15. თუ აპირებ რომ ცადო, გამოიყენე ყველა შესაძლებლობა, სხვა შემთხვევაში არც დაიწყო მცდელობა. შეიძლება ეს ნიშნავდეს, დაკარგო მეგობარი გოგონა, ცოლი, ნათესავები და გონებაც კი, არ ჭამო სამი ან ოთხი დღის განმავლობაში, გაიყინო პარკის სკამზე, აღმოჩნდე ციხეში, დაგცინონ, გაგრიყონ. იზოლირება არის საჩუქარი. ყველაფერი დამოკიდებულია შენს ამტანობაზე. იმაზე, თუ რამდენად გინდა გააკეთო რაღაც. თუ ნამდვილად გსურს, გააკეთებ მიუხედავად უარყოფისა, წინააღმდეგობებისა და ეს იქნება საუკეთესო, რის წარმოდგენაც შეგიძლია. თუ აპირებ რომ ცადო, გამოიყენე ყველა შესაძლებლობა. არ არსებობს მსგავსი გრძნობა, ეს მხოლოდ კარგი ბრძოლაა.image

0
96
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0