x
image
_K_
ეს მხოლოდ რუსეთში ხდება - 20+ საინტერესო ფაქტი
image

ყველაზე პოპულარულმა ბრიტანულმა გაზეთმა The Daily Telegraph-მა საინტერესო ფაქტები შეკრიბა რუსეთის შესახებ.






∎ გზები მოსკოვში ისეთი გადაჭედილია, რომ მდიდარი ხალხი სასწრაფო დახმარების მანქანებს "ქირაობს" საცობებიდან თავის დასაღწევად.


∎ მოსკოვში არსებობდა რესტორანი, რომლის პერსონალსაც მხოლოდ ტყუპები წარმოადგენდნენ. ახლა ის დახურულია.



∎ სანქტ-პეტერბურგის ერმიტრაჟის მუზეუმში 70-ზე მეტი კატაა. ისინი კოლექციას მღრღნელებისგან იცავენ. ამ ტრადიციას იმპერატრიცა ელისაბედმა ჩაუყარა საფუძველი 1745 წელს. სხვათა შორის, ერმიტრაჟის მარმარილოს დერეფნის მთლიანი სიგრძე 22 კილომეტრია.

image


∎ რუსებს ძალიან მოსწონთ ტანსაცმლის საკიდი ოთახები. თუ თეატრში ან რესტორანში წახვალთ, აუცილებლად შემოგთავაზებენ მოსასხამის იქ დაკიდებას. ტანსაცმლის საკიდ ოთახებში ძირითადად მოხუცები მუშაობენ.


∎ 90-იან წლებში საბჭოთა კავშირის წყალქვეშა გემები რაღაც პერიოდით PepsiCo-ს ეკუთვნოდა. კომპანიამ 17 გემი იყიდა და შვედურ კომპანიას მიჰყიდა. PepsiCo-ს პრეზიდენტმა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს უთხრა: "ჩვენ უფრო სწრაფად განვაიარაღებთ სსრკ-ს, ვიდრე თქვენ".


∎ სასტუმრო ასტორია ის ადგილია, სადაც ჰიტლერი გეგმავდა წვეულების გამართვას ქალაქის დაპყრობის შემდეგ.

image

∎ კოლას ნახევარკუნძულის ჩრდილო ნაწილში ტრადიციულად საუბრობდნენ ტერ-სამის ენაზე. დღეს კი ამ ენაზე მხოლოდ 2 ადამიანი საუბრობს.


∎ არსებობს კაფეების ქსელი, სახელად ანტი-კაფე, სადაც მხოლოდ იქ გატარებული დროისთვის იხდით, საჭმელი და სასმელი კი უფასოა.


∎ რუსეთში არსებობს ქუჩის დასუფთავების დღე, რომელსაც სუბოტნიკი ეწოდება. მოქალაქეები ქუჩებს მოხალისეობრივად წმენდენ ნაგვისგან და ამაში თანხას არ იღებენ.

image

∎ რუსი მამაკაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 65 წელია, რაც ჩრდილოეთ კორეისა და ერაყის შედეგებზე დაბალია. ქალები კი, საშუალოდ, 75 წლამდე ცოცხლობენ.


∎ ტბა ყარაჩაის ნარჩენების გადასაყრელ ობიექტად გამოიყენებენ. თუ იქ 1 საათს მაინც გაატარებთ, სავარაუდოდ, მოკვდებით. 2015 წელს გადაწყვიტეს, რომ ტბა ბეტონის ბლოკებით ამოევსოთ.


∎ რაც უფრო პატარაა ქალაქი, უფრო უცნაურია ქალების ვარცხნილობაც.

image

∎ რუსეთში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი საცალფეხო ხიდია. ის 439 მეტრია და ქალაქ ადლერისა და ქალაქ კრასნაია პოლიანას შორის მდებარეობს, ქალაქის ტიპის დასახლებაში.


∎ ომიაკონი ერთ-ერთი ყველაზე ცივი დასახლებული პუნქტია დედამიწაზე. 1933 წელს ომიაკონის ამინდის სადგურზე ტემპერატურა −67.7 °C დაფიქსირდა.


∎ მოსკოვის მეტრო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია მსოფლიოში.

image

∎ არსებობს აზრი, რომ იქ საიდუმლო მიწისქვეშა მეტროა გაყვანილი, რომელსაც მეტრო 2-ს უწოდებენ. ის ეროვნული მნიშვნელობის ადგილებს აკავშირებს.


∎ ერმიტაჟის თეთრ სასადილო ოთახში საათია. ის 1917 წლის 25 ოქტომბერს ზუსტად დილის 2:10 სთ-ზე გაჩერდა, იმ დროს, როცა კერენსკის დროებითი მთავრობა, რომელსაც თებერვლის რევოლუციის შემდეგ ჰქონდა ძალაუფლება მოპოვებული, ბოლშევიკებმა დაიჭირეს. ეს ის მომენტი იყო, როცა რუსეთში კომუნიზმის ეპოქა დაიწყო.


∎ ქვედა ფოტოზე 1 800 მოთხილამურესა და სნოუბორდელს ხედავთ, რომლებსაც საცურაო კოსტიუმები აცვიათ. მათ გინესის რეკორდი დაამყარეს სოჭში.

image

∎ რუსები ყველაფერს ამწნილებენ, მაგალითად კიტრს და პომიდორს.


∎ სანქტ-პეტერბურგის ისტორიის მუზეუმში ლენინგრადის გმირი დამცველების ძეგლთან ახლოს, დუმილის დარღვევა მხოლოდ მეტრონომის ხმას შეუძლია. ლენინგრადის ალყის დროს რადიოში სწორედ ეს ხმა გადაიცემოდა, ხალხისთვის რომ ეცნობებინათ, რომ ქალაქი ჯერ ისევ "ცოცხალი" იყო.


∎ ლეგენდის თანახმად, ივანე მრისხანემ თვალები დასთხარა არქიტექტორს, რომელმაც ნეტარ ვასილის საკათედრო ტაძრის მოდელი შექმნა, რათა ივანე მრისხანე დარწმუნებული ყოფილიყო, რომ ასეთ შედევრს სხვაგან ვერ ააშენებდნენ.

image

∎ უგლიჩში(ქალაქი მოსკოვთან ახლოს) არის წითელი და თეთრი ფერის ეკლესია, რომელიც აღნიშნავს ადგილს, სადაც 8 წლის ცარევიჩ დიმიტრი, ივანე მრისხანეს - რურიკების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენლის ვაჟი, მოკლეს ბორის გოდუნოვის ბრძანებით. აჯანყების ასარიდებლად, გამომძიებლებმა დაასკვნეს, რომ ჩამოვარდა და შემთხვევით მიაყენა საკუთარ თავს 7 ჭრილობა.


∎ რუსეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელშიც ყველაზე ბევრი დროის ზონაა წარმოდგენილი. სულ 11 დროის ზონა არსებობს.


∎ ქარვისფერი ოთახი (Amber Room; Янтарная комната) მსოფლიოს ერთ-ერთი შედევრია. იგი სანქტ-პეტერბურგის მახლობლად ცარსკოე-სელოს სასახლეში მდებარეობდა. ოთახი ნაცისტებმა გაძარცვეს. შემდეგ მას რეკონსტრუქცია გაუკეთეს, მაგრამ დღეს მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

image

∎ რუსებს მანქანის კამერები უყვართ.





ახლა კი რამდენიმე სახალისო ფაქტი რუსეთზე


∎ ეს ფოტოსთვის არაა, ისინი მართლა ერთობიან

image

∎ რუსული ჰამბურგერი ასეთია...


image


∎ რუსებს გაყინულ წყალში ცურვა მართლა მოსწონთ. ისინი ხშირად ასე ეპიფანიას აღსანიშნავადაც იქცევიან.


image



0
3451
6-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
3451
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0