x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
საკვერცხეების კიბოს 8 ადრეული სიმპტომი,რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს
ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი სიმპტომის აღმოჩენისთანავე ექიმს უნდა მიმართოთ.

imageსაკვერცხეების კიბო ქალის რეპროდუქტიული ორგანოების სიმსივნეებიდან ყველაზე ხშირად მთავრდება ფატალურად, რადგან მისი დიაგნოსტირება ყველაზე იშვიათად ხდება ადრეულ სტადიაზე.

დაავადების აღმოჩენა სიმსივნის მე-3 ან მე-4 სტადიაზე ხდება, როცა მკურნალობას უფრო რთულ მიდგომებს მოითხოვს.

როგორც ონკოლოგები აღნიშნავენ, სიმსივნის აღმოჩენა ხშირად იმის გამო გვიანდება, რომ მუცლის ღრუში არსებული სივრცე საშუალებას აძლევს სიმსივნეს, რომ გარკვეული პერიოდი შეუმჩნევლად იზრდებოდეს.


თუმცა, საბედნიეროდ, არსებობს სიმპტომები, რომელთა ცოდნა საშუალებას გვაძლევს, რომ საკვერცხეების კიბო ადრეულ სტადიაზე იქნას აღმოჩენილი. ამიტომ, მათი შემჩნევისთანავე დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.


სისხლდენა

imageპირველ რიგში შეშფოთების მიზეზი მენსტრუაციისმაგვარი გამონადენი უნდა იყოს, რომელიც კლიმაქსის პერიოდში აღინიშნება.

კიდევ ერთი საშიში სიმპტომია ასეთი გამონადენი თვიურებს შორის პერიოდში.

სიმსივნე ესტროგენის ჭარბად გამოყოფის პროვოცირებას ახდენს, რომელიც თავის მხრივ სისხლდენას უწყობს ხელს.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ მსგავსი რამ შეამჩნიეთ.


მუცლის გაბერვა

imageსაკვერცხეების კიბოს კიდევ ერთი სიმპტომია მუცლის ზომის მოულოდნელი ზრდა. გაბერვას სიმსივნე და მისი გარემომცველი სითხე უწყობს ხელს.

თუ მსგავსი რამე შეამჩნიეთ და ვერც სათანადო ახსნა მოუძებნეთ მუცლის გაბერვას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.


უმადობა

imageისევ და ისევ სითხის დაგროვების გამო, რომელიც მუცლის გაბერვასაც იწვევს, ხდება მადის დაქვეითება ან საერთოდ დაკარგვა.

თუ ატყობთ, რომ ჩვეულ ულუფებს ვეღარ ამთავრებთ, ან ჭამა არ გინდებათ და არც შიმშილის გრძნობა გაწუხებთ, ეს უკვე სერიოზული სიმპტომია და ექიმს უნდა მიმართოთ.


ტკივილი მუცლის ქვედა არეში

imageის ქალები, ვისაც საკვერცხეების კიბო დაუდგინდათ, ამბობენ, რომ ისეთი ტკივილები აწუხებდათ, როგორიც მენსტრუაციის დროს ჰქონდათ.

ამ სიმპტომის “ ვერაგობა" იმაშია, რომ მას ქალები პრემენსტრუალურ სინდრომად აღიქვამენ და ხშირად არ აქცევენ ყურადღებას. ამიტომ, ყურადღებით ყოფნა გმართებთ, თუ უჩვეულო ტკივილს და სპაზმებს იგრძნობთ, ექიმს მიმართეთ.


წელის ტკივილი

imageდაგროვილი სითხე, ან თავად სიმსივნე, რომელიც ქსოვილებს აწვება, ხშირად იწვევს წელის ტკივილს.

ამიტომ, წელის ტკივილი, რომელსაც სხვა სიმპტომებიც ახლავს თან, უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ.


სუნთქვის გაძნელებაimageეს სიმპტომი შედარებით გვიან ვლინდება, როცა უკვე გაზრდილი სიმსივნე ფილტვებს აწვება და სუნთქვას აბრკოლებს.


შეკრულობა

imageდეფეკაციასთან დაკავშირებული სიძნელეები, აირების დაგროვება და გულძმარვა-კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომია, საკვერცხეების კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენისთვის.

საქმე იმაშია, რომ მუცლის ღრუს ქვედა ნაწილში ლოკალიზებული სიმსივნე ზოგჯერ ზეწოლას ახდენს ნაწლავებზე და მათ ნორმალურ მუშაობას აფერხებს

არ დატოვოთ მსგავსი სიმპტომები უყურადღებოდ.


მოშარდვის სურვილის გახშირება

imageგარდა ნაწლავებზე ზეწოლისა, სიმსივნე შარდის ბუშტსაც აწვება და ეს მოშარდვის სურვილს იწვევს. ამავდროულად შარდის ბუშტის ნორმალურად ფუნქციონირებაც ფერხდება.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ მსგავსი სიმპტომი აღმოგაჩნდათ.


0
2089
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
2089
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0