x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
იპოვე შენი გვარი და შენი წარსული - ინფორმაცია, რომელსაც საკუთარ ფესვებზე უნდა ფლობდე


image

გვა­რი ადა­მი­ა­ნის მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბუ­ლი საგ­ვა­რე­უ­ლო სა­ხე­ლია, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად, მა­მი­სგან შვილ­ზე გა­და­დის. ზოგ ქვე­ყა­ნა­ში გვა­რი დე­დი­სგან გა­და­დის...

ქარ­თვე­ლე­ბის გვა­რი ის­ტო­რი­ულ-გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი რე­გი­ო­ნე­ბი­თაა და­ყო­ფი­ლი. ისი­ნი სა­ხე­ლე­ბის­გან, მეტ­სა­ხე­ლე­ბის­გან ან წარ­მო­მავ­ლო­ბის­გან შე­იქ­მნა.

გვინ­და რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნის ის­ტო­რი­ა­სა და წარ­მო­მავ­ლო­ბას შე­ვე­ხოთ, რო­მე­ლიც ია­კობ ახუ­აშ­ვი­ლის "ქარ­თუ­ლი გვარ­სა­ხე­ლე­ბის" მი­ხედ­ვით არის მომ­ზა­დე­ბუ­ლი.


აბა­ში­ძე – ერთ-ერთი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და ის­ტო­რი­უ­ლი გვარ­სა­ხე­ლია. ვა­ხუშ­ტი ბაგ­რა­ტი­ონს მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი აქვს იმე­რე­თის წარ­ჩი­ნე­ბულ და შემ­ძლე­ბელ თა­ვად­თა შო­რის, რო­მე­ლებ­საც ქარ­თლშიც ჰქონ­დათ მა­მუ­ლე­ბი. სა­ფუძ­ვლად უდევს სა­ხე­ლი აბაშ, აბა­ში...

ბოტ­კო­ვე­ლი – გვა­რად­ქ­ცე­უ­ლი სა­და­უ­რო­ბის სი­ტყვა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლია თე­ლა­ვის რა­ი­ონ­ში. ბოტ­კო სო­ფე­ლია სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში; მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია თა­მარ მე­ფის 1202 წლის სი­გელ­ში ში­ომ­ღვი­მის მო­ნას­ტრის მი­და­მო­ებ­ში მდე­ბა­რე სოფ­ლად, სხალ­ტბის ახ­ლოს.

– თა­თა­რაშ­ვი­ლე­ბის ად­რინ­დე­ლი გვა­რი გად­მო­ცე­მით ქავ­თა­რა­ძე ყო­ფი­ლა. ერთ-ერთი ქავ­თა­რა­ძე თათ­რებს მთი­უ­ლე­თი­დან გა­უ­ტა­ცი­ათ. დიდი ხნის შემ­დეგ თავი და­უხ­სნია და მცხე­თა­ში და­სახ­ლე­ბუ­ლა. მის შთა­მო­მავ­ლო­ბას ამის გამო თა­თა­რაშ­ვი­ლო­ბა მი­უ­ღია.იხილეთ გაგრძელება

0
8806
შეფასება არ არის
ავტორი:მაცნეე
მაცნეე
8806
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0