x
image
კატო ემხვარი
მართვის მოწმობის გამოცდის წესი იცვლება

imageმათ, ვისაც მართვის მოწმობის აღება სურთ, განსხვავებული ტიპის გამოცდების ჩაბარება მოუწევთ. კერძოდ, ცვლილება ეხება პრაქტიკულ გამოცდას. მოქალაქეებს მოუწევთ გამოცდა ჩააბარონ როგორც დახურულ მოედანზე, ასევე ქალაქის რეალურ პირობებში. თეორიული ნაწილი კი უცვლელი რჩება.


"მართვის მოწმობის მისაღებად, კანდიდატს თეორიული და განახლებული პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის შენარჩუნების მიზნით, პრაქტიკული გამოცდა ორ ეტაპად დაიყოფა. კანდიდატები, პირველ რიგში, გამოცდას დახურულ მოედანზე, არსებული ბარიერების გადალახვის შემდეგ შეძლებენ. მხოლოდ ამის შემდეგ გადავა პოტენციური მძღოლი გამოცდის მეორე, მართვის უფლების მისაღები გამოცდის ქალაქის რეალურ პირობებში ჩაბარების ეტაპზე“, - განაცხადეს მომსახურების სააგენტოში.


მართვის მოწმობის აღების პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანა წლის ბოლომდე გადავადდა.

0
270
შეფასება არ არის
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
270
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0