სხვა ვინ იყო იოანე მოსხოსი და რას შეიძლება ნიშნავდეს ზედწოდება - "მოსხოს"? 2018, 26 ივნისი, 16:07 იოანე მოსხოსი lX საუკუნის ავტორია, რომელმაც დაწერა "თხრობები" _ ("სამოთხე", ან "სამოთხის მდელო", "ლიმინარი"), რომელიც ითარგმნა X საუკუნის ბოლოს. ამ ტიპოს თხზულებებს ბიზანტიურ ლოყერატურაში მეორენაირად ეწოდება- პატერიკები (მამათა ცხოვრებები). საყურადღებოა ის ფაქტი, ეს არ არის სრული ჰაგიოგრაფიული თხზულება, არ არის რომელიმე წმინდანის ცხივრება, ანუ არ ხდება რომელიმე წმინდანის იდენტიფიცირება, არ ვიცით მათი სახელები.
მაშ რა სახისაა მოცემული ტხზულებები?
ისინი შეგონებითი ხასიათის პატარა თხზულებენია, რომელიც ასახავს რაიმე მოვლენებს, რაც შეიძლება ქრისტიანული ცხოვრების გზაზე შეხვდეს ადამიანს. ეს შუა საუკუნეებში ერთგვარი სახელმძღვანელო იყო სამონასტრო წრეებისთვის და ასევე ქრისტიანული ლიტერატურის თვალსაზრისით, ეს არის ძალიან სხარტი და დახვეწილი ენით დაწერილი .
არსებიბს მრავალი მოსაზრება იმის თაობაზე, მოცემული თხზულებები ერთ ავტორს ეკუთვნის თუ იგი დაწერილია სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ავტორის მიერ, თუმცა იქიდან გამიმდინარე, რომ ავტორად უწერია იოანე მოსხი არ შეიძლება სხვადასხვა ავტორის მიერ დაწერილად ჩავთვალოთ იგი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოცემული საკითხის კვლევას მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო მკვლევარმა ილია აბულაძემ, რომელმაც კრიტიკული წერილი გამოსცა მოცემულ თემაზე.
კორნელი კეკელიძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ ზედწოდება მოსხოსი შეიძლება უკავშირდებიდეს "მესხ" ტოპონიმს. როდესაც ბერძნული და ქართული ტექსტები შეადარეს ერთმანეთს აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ტექსტი ქართულიდან იყო ბერძნულად ნათარგმნი. მოსხი უნდა მომდინარეობდეს ბერძნული სიტყვისფან " მოსხოს" , რაც ერთი ვერსიით ხბოს ნიშნავს, ხოლო მეორე ვერსიით ეს არის ზედწოდება, მამის სახელიდან წარმომდგარი. დღეს-დღეობით გაზიარებული და მიღებულია მეორე მოსაზრება. იოანე მოსხოსის ნოველებში მოთხრობილია უპირატესად ბერ-მონაზვნების ყოველდღიური თავგადასავალი. ზოგ ნოველებში გადმოცემულია სათნო ბერის ზრუნვა მოყვასზე და გაჭირვებულ ადამიანებზე. ბევრ მათგანში ასახულია ბერის შეცდება ეშმაკის მიერ და ხორციელი სიამოვნებით გატაცება, ხშირად გვხვდება მეძავი ქალისა და მრუში მამაკაცის ტიპაჟებიც. 146 1-ს მოსწონს
|