x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134397
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
ჩინეთი და მისი დამწერლობა - დედამიწის უდიდესი და დღემდე შემორჩენილი უძველესი ცივილიზაცია
ჩინეთი და მისი დამწერლობა - დედამიწის უდიდესი და დღემდე შემორჩენილი უძველსი ცივილიზაცია

ჩინეთის დამწერლობა შეიცავდა 106 ათასამდე იეროგლიფს, ხოლო დღეს გამარტივებულ დამწერლობაზე არიან გადასულები და მასშიც კი 8000 იეროგლიფია. ჩინეთის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ის სრულად არც იცის, მხოლოდ 2000-დან 4000-მდე იეროგლიფს ცნობენ. ეს დამწერლობა ერთ-ერთი უძველესია დედამიწაზე. ჩინური დამწერლობის ისტორია 2018 წლისთვის უკვე 86 საუკუნეს მოიცავს:


ჯიაჰუ - ეს არის ნეოლითური ხანის დამწერლობის სისტემა, რომელიც აღმოჩენილია ჰენანის პროვინციაში, ჩინეთში, ვუიანგში, ყვითელი მდინარის აუზში. ის თარიღდება ძვ.წ. 6600 წლით, ანუ შექმნილია 86 საუკუნის წინ.


ჯიაჰუს დამწერლობის ნიმუში



დადივანი - ეს არის ძვ.წ. 5800 წლის წინ შექმნილი ნიშნები ჩინეთში, ქინ'ანის საგრაფოში, განცუს პროვინციაში. ეს ნიშნები დატანილია თიხის ჭურჭელზე, რომელიც სწორედ 78 საუკუნის წინაა დამზადებული.


დამაიდი - დამაიდიში, რომელიც არის მთა ნინგსიაში, აღმოჩენილია 3172 დამწერლობითი ნიშანი, რომელიც თარიღდება ძვ.წ. 6000 წლით. ამ ნიშნებთან ერთად გამოახულია სხვადასხვა ღმერთი, უძველესი რელიგიური წარმოდგენების გმირები და სამონადირეო სცენები.


ბანპო - ძვ.წ. 5000 წლის დამწერლობის ნიშნები ჩინეთში, რომელიც აღმოაჩინეს 1954 წელს ქსიანის აღმოსავლეთით, შაანქსიში. მასში შედის 22 სიმბოლო და 113 ფრაგმენტი.


ბანპოს დამწერლობის ნიმუში


ჯიანგჭაი - ეს დამწერლობა აღმოაჩინეს ლინტონგის რაიონში და შექმნილია დაახლოებით ძვ.წ. 4000 წელს.


ჯიანგჭაის დამწერლობის ნიმუში


დავენკოუ - ეს დამწერლობა ეკუთვნის ჩინეთში მდებარე ერთ-ერთ უძველეს კულტურას დავენკოუს კულტურას, შანდონგში. ეს დამწერლობა თარიღდება ძვ.წ. 2800 - 2500 წლებით. ის 1950 წელს იქნა აღმოჩენილი არქეოლოგების მიერ.


ასევე აღსანიშნავია ლონგშანის დამწერლობა, რომელიც თარიღდება ძვ.წ. 2500 - 2000 წლებით. ამ დამწერლობის ნიშნები გამოსახულია სხვადასხვა თიხის ჭურჭელზე, რომელიც არქეოლოგების მიერ ნაპოვნი იყო დინგონგის რაიონში.


ლონგშანის დამწერლობის ნიმუში




ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
204
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0