საზოგადოება ჟურნალისტი ინგა გრიგოლია პროკურატურისგან პასუხს ითხოვს, ვინ იყო მოძალადე, რომელიც მას წლების მანძილზე უთვალთვალებდა 2018, 15 ივნისი, 0:02 საქვეყნოდ ცნობილმა ჟურნალისტმა, ინგა გრიგოლიამ გადაცემა "პროფილში" პროკურატურის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე ისაუბრა, მისი თქმით მას ფსიქიურად არაადექვატური ადამიანის გამოყენებით აშინებდნენ, მამაკაცი მას 2011 წლიდან ურეკავდა და სთხოვდა, მისთვის წართმეული ქონება დაებრუნებინა, და ეჩვენებინა საერთო შვილი–თამარი. როგორც ცნობილია, ინგა გრიგოლიას შვილს ჰქვია მარიამი და მამამისი დიდი ხნის წინ გარდაიცვალა. როგორც ინგა გრიგოლია ჰყვება, ცოტა ხნის წინ ის გამოძახეს ექსპერტიზის ჩასატარებლად, რომ დაედგინათ შეურაცხადია თუ არა ჟურნალისტი, სადაც ის საბჭოთა მეთოდებით შეამოწმეს. "მაჩვენეს რაღაც კუბები, სხვადასხვა ფერის და მითხრეს, რომელი მოგწონსო, ეს 80 წლის მეთოდია და არ ცდებაო, ავირჩიე იასამნისფერი, ამით დაადგინეს, რომ მე იმ დონეზე სტრესულ მდგომარეობაში არ ვიმყოფები, როგორც უნდა იყოს შეშინებული ადამიანი, მაყურებინეს ღია პალატებში როგორ წვანან მოკუნტული, გასაცოდავებული პაციენტები, ამაზე მითხრეს, რომ არ შემშინებოდა, ესენი საშიშები არ არიან, მანიაკები ზემოთ წვანანო. მადლობა, რომ დაიჭირეთ ჩემი დამშანტაჟებელი ადამიანი, მაგრამ რას ნიშნავდა ეს ე.წ. ექსპრტიზა, ვის უბედავთ ამას, 21–ე საუკუნეში, მე მაქვს უფლება, მქონდეს ჩემი რეაქცია და მაქვს უფლება, მოვითხოვო კითხვებზე პასუხი პროკურატურისგან, მე ამ ამბავს ვუკავშირებ ექსპერტიზის წინადღეს ჩემს მიერ წაყვანილ გადაცემას, რომლის თემა იყო ხორავას ქუჩის საქმე და სტუმრად მყავდა მთავარი პროკურორი, რომელსაც დავუსვი მწვავე კითხვები, მე მაქვს ეჭვი, რომ სწორედ ამის გამო, ცოტა "თავში წამომარტყეს, გაჩერდიო, მაგრამ მე არ გავჩერდები!–აცხადებს ჟურნალისტი. 111 შეფასება არ არის
|