x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133853
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
ჩერნობილის აფეთქება შემთხვევით არ მომხდარა! გასაიდუმლოებული დოკუმენტები გაასაჯაროეს
1986 წლის 26 აპრილს მსოფლიოს ბირთვული ენერგეტიკის ისტორიაში ყველაზე დიდი კატასტროფა მოხდა - ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური აფეთქდა. საშინელი ინციდენტის ოფიციალურ მიზეზად, დღემდე, გაგრილების სისტემის მილების მოშლა სახელდებოდა. ცირკონიუმის წყალთან რეაქციის შედეგად დიდი რაოდენობით წყალბადი გამოიყო, რამაც გამოიწვია ეს უდიდესი აფეთქება.



image

image



ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის შესახებ დოკუმენტები გამოქვეყნდა, თუმცა რა მოხდა სინამდვილეში 32 წლის წინ, დღემდე საიდუმლოდ ინახებოდა.



სახელმწიფო არქივის დირექტორი ანდრეი კოგუტი არღვევს დუმილს და საჯაროდ აცხადებს: "პირველი დოკუმენტი 1973 წლით გვაქვს დათარიღებული, სადაც გარკვევით წერია ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის ნორმების დარღვევის შესახებ და მას ასევე ერთვის დოკუმენტი, სადაც გარკვევით წერია ელექტროსადგურის მშენებლობის დროს დაშვებული დარღვევებისა და პრობლემების შესახებ".



image

როგორც აღმოჩნდა, სადგურის მშენებლობის დროს ფატალური შეცდომები იყო დაშვებული, ამიტომ კატასტროფა გარდაუვალი გახდა.


ანდრეი კოგუტმა დასძინა: "უპირველესი პრობლემა ელექტროსადგურის კონსტრუქციას ჰქონდა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი ბირთვული ელექტროსადგური, რომელიც აშენდა ბლოკ-სისტემაზე, ანუ, რეაქტორის გარსაცმები არ იყო მთლიანად ბეტონისგან. ტექნიკური ნორმები არ იყო გათვალისწინებული და ის იყო უხარისხო, არსებობდა ბზარები და ხარვეზები ბლოკებს შორის".


imageimage


ეს იყო მშენებლობის ნორმების შეუსრულებლობა, რამაც გამოიწვია ის ფაქტი, რომ უბედური შემთხვევა სწორედ ამ მიზეზით მოხდა. რადიოაქტიურმა ფონმა გაჟონა და მალევე, კიევის მიმდებარედ, მისი დიდი რაოდენობა აღმოაჩინეს ავტომობილში, რომლითაც გადაჰქონდათ ბავშვების სპეციალური ფორმები, რომლებიც პირველი მაისის ღონისძიებაზე უნდა ჩაეცვათ.


კომუნისტური რეჟიმის დროის ყველა კავშირის და პარტიის შეცდომა იყო ეს უდიდესი კატასტროფა და მათი შეცდომის გამო ძალიან დიდი საფასური გაიღეს უდანაშაულო ადამიანებმა.


image




იხილეთ აგრეთვე:



საბავშვო ბაღზე "თავდასხმის", ისტორიაში ყველაზე საშინელი ტრაგედიის, დღემდე უცნობი დეტალებიimage





რატომ "პარსავდნენ თავს" ბავშვებს საბჭოთა პერიოდში? ის, რაც ბევრმა, დღემდე, არ იცოდითimage






საშინელი სიმართლე, რას ვჭამდით სინამდვილეში საბჭოთა პერიოდში– ეს უნდა იცოდეთ!image




რატომ ითვლება საბჭოთა პერიოდის ნაყინი ყველაზე გემრიელად და რისგან მზადდებოდა ის სინამდვილეში?image






მათ რაღაც იციან! "სიმპსონების" წინასწარმეტყველებამ, რომლებიც მართლა ახდა, მსოფლიო გააოგნაimage






შეთქმულების თეორიები, რომლებიც შესაძლოა სიმართლე იყოსimage






როგორ იპოვა CIA–მ გაქცეული ჰიტლერი კოლუმბიაში 1954 წელსimage






ყველაზე სასტიკი საკონცენტრაციო ბანაკი და მისი კიბეების სისხლიანი ისტორიაimage






როგორ აწამებდნენ ნაცისტები ტყვე ქალებს +13image


2
4936
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
4936
  
2018, 12 ივნისი, 11:45
როგორც ყოველთვის საინტერესო სტატიაა.
ახლა აღნიშნულ ბლოკს რკინაბეტონის კონსტრუქცია "დაახურეს" შრეებში ტყვიის სქელი ფენებით.
რამაც გაჟონვა შეაჩერა.
2018, 12 ივნისი, 11:44
აფეთქების მიზეზი გახდა რეაქტორის ქვეშ სპეციალურად გაკეთებული აფეთქება, რეაქტორის უსაფრთხო მართვის ზღვრული დონის განსასაზღვრავად.
ამან გამოიწვია რეაქტორის ჰერმეტულობის დარღვევა და აფეთქება-ესაა ატომური ფიზიკის ექსპერტების დასკვნა.
0 1 2